რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
ზვარე |
May 29 2008, 02:30 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან. მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? miss_kartveli არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო. 1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას. 2. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება პრინციპში ეწინააღმდეგება სეკულარიზაციის პრინციპს. ასევე კეისარს-კეისრისას პრინციპს. დააწესონ მეათედი (ან სხვა პროცენტი) მართლმადიდებლებისგან, შეაგროვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მაგრამ იციან, რომ არავინ ნებაყოფლობით არ გადაიხდის. სახელმწიფო კი იძულების მექანიზმებს ამოქმედებს არგადახდის შემთხვევაში. ეგრი ვერანაირად ვერ გავიზიარებ შენს პოზიციას, ისე შენი აზრის სხვადასხვა ინტერპრეტაციები მრავლად ვრცელდება. ჩემი პოზიციაა, რომ საკითხისადმი მიდგომაა არასწორი. სახელმწიფო არანაირად არ აფინანსებს ეკლესიას, იგი მას ვალს უხდის და მილიონჯერ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე თუნდაც საბჭოთა სახელმწიფო ბანკის მეანაბრეებს. საქართველო, როგორც სახელმწიფო, საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით წარმოიშვა სეცესიის და არა სეპარაციის გზით. შესაბამისად იგი არის სამართალმემკვიდრე იმ იმპერიისა რომელმაც ეკლესიას ჩამოართვა უძრავ-მოძრავი ქონება, დაუნგრია ეკლესია მონასტრები და ფიზიკურად გაანადგურა სასულიერო პირები. ამ ყოველივეს რეალური კომპენსაციას ალბათ საქართველოს ათწლეულების სახელმწიფო ბიუჯეტი (თავისი სრული მოცულობით) არ ეყოფა. თუ ეკლესია იღებს რამეს სახელმწიფოსგან, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ეკუთვნის. ასე რომ სახელმწიფო არათუ იცავს სეკულარიზაციის პრინციპს, არამედ კუთვნილ ვალს არ უხდის ეკლესიას და მის გადახდას საუკუნეებით ავადებს. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი