რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#141
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
May 29 2008, 01:17 PM
პოსტი
#142
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა და სადღაც კი სოფელში ან თუნდაც ქალაქში, უბრალო ღვთიოს მსახური, რომელიც მრევლს უფლებას არ აძლევს ეამბოროს მის ხელებს თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებს, არღვევს კანონს, რადგან მოძღვრის მარჯვენაზე მთხვევა არაა მოძღვრის ნება-სურვილზე დამოკიდებული. ეს წესია და ყველა მოძღვარი ვალდებულია შეასრულოს, ისევე როგორც მრევლი. შენ კი მოძღვრების დაცინვისთვის მინიმუმ ვორნი გეკუთვნის! აი ამისთვის: ციტატა პირდაპირ გულის ამრევია კოცნის ობიექტის გატრუნული სახე...თითქოს ის ღირსია ამბორისა... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
sergi_glaxa |
May 29 2008, 02:10 PM
პოსტი
#143
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებს, არღვევს კანონს, რადგან მოძღვრის მარჯვენაზე მთხვევა არაა მოძღვრის ნება-სურვილზე დამოკიდებული. ეს წესია და ყველა მოძღვარი ვალდებულია შეასრულოს, ისევე როგორც მრევლი. შენ კი მოძღვრების დაცინვისთვის მინიმუმ ვორნი გეკუთვნის! აი ამისთვის: რას მელაპარაკები?! რატქმა უნდა კანონს დაარღვევს რადგან არ აამებს ადამიანს! ადამიანებს ხომ მეტად სიამოვნებთ აამონ ერთმანეთს ვიდრე ღმერთს... წესი წესია ჩემო კარგო და ღვთის რჯული ყველაზე უპირველესი. და ღვთის რჯულად იმას როდი უნდა მივიჩნევდეთ, რომ ვიღაცას განდიდების მანია ჰქონდა და დააწესა ხელზე კოცნა პროშნა.. ხოლო ცემო დათიკო პავლე მოციქული რომ მენახა ნამდვილად არ ჩავუვარდებოდი ფეხებში და არც ხელებში ვეცემოდი. ისიც ადამიანია. და ბევრს პატივისცემა და თაყვანისცემა სასტიკად ერევააა... |
marine |
May 29 2008, 02:27 PM
პოსტი
#144
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,214 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რას მელაპარაკები?! რატქმა უნდა კანონს დაარღვევს რადგან არ აამებს ადამიანს! ადამიანებს ხომ მეტად სიამოვნებთ აამონ ერთმანეთს ვიდრე ღმერთს... წესი წესია ჩემო კარგო და ღვთის რჯული ყველაზე უპირველესი. და ღვთის რჯულად იმას როდი უნდა მივიჩნევდეთ, რომ ვიღაცას განდიდების მანია ჰქონდა და დააწესა ხელზე კოცნა პროშნა.. ხოლო ცემო დათიკო პავლე მოციქული რომ მენახა ნამდვილად არ ჩავუვარდებოდი ფეხებში და არც ხელებში ვეცემოდი. ისიც ადამიანია. და ბევრს პატივისცემა და თაყვანისცემა სასტიკად ერევააა... გლახა შენ სულით ხორცამდე პროტესტანტი ხარ და ამიტომ გაქვს ალბათ პროტესტის გძნობა ყოველივე მართლმადიდებლურზე შენთვის რაც პროშნაა, ჩვენთვის ხელზე მთხვევაა და რა გიყოთ ახლა? თუ არ მოგწონს მართლმადიდებლობა, შენი სარწმუნოება გასწავლის რომ უნდა ებრძოლო მას? შეურაცხყოფა მიაყენო? მაგას ასწავლის თავის მრევლს პროტესტანტი მღვდელი? ჩვენ ფორუმზე შენ ხარ წარმომადგენელი პროტესტანტული ეკლესისა და თუ ის ასე ებრძვის მართლმადიდებლობას, დასცინის, ამცირებს და შეურაცხყოფს, როგორც შენ აქ იქცევი, მაშინ საზიზღარი რამე ყოფილა პროტესტანტობა და ღმერთმა ყველა დაიფაროს, რომ მისი წევრი გახდეს ეშმაკის შთაგონებით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 06:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი