თანამედროვე საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თანამედროვე საქართველო |
orthodox-georgia |
May 20 2008, 05:17 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ამ თემაში ვისაუბროთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ანუ დღევანდელ სიტუაციაზე. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვსწავლობთ თუ არა რამეს ჩვენი მდიდარი ისტორიიდან და ხომ არ ვუშვებთ ხანდახან იგივე შეცდომებს რამდენჯერმე.
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
თათარაშვილი |
May 29 2008, 11:14 PM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა მერე არც არავინ სთხოვს ღმერთობას. უბრალოდ სამშობლოს მოყვარული მაინც ხო უნდა იყოს მერე და ვინ თქვა ან სად თქვა რომ მას სამშობლო არ უყვარს? ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს... ჩვენ, ქართველი ერი, ძალიან მოუთმენელი ხალხი ვართ. არ გვიყვარს პროგრესის მომენტი, ჩვენ ეგრევე აშენებული გვინდა... ასე არაა... როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში, გახსოვთ რა დრო და რა ეპოქა იყო, რა დღეში იყო საქართველო... დავიჯერო არაფერი არ შეუცვლია თქვენთვის მას? მე არავის არ ვემხრობი და არ ვამართლებ, მარა ასეთი თვალახვეულობაც მართლა არ შეიძლება. აბა ჩვენ რა გვეგონა ეხლა 3 წელიწადში ქვეყანას ააშენებდა? არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს ქვეყანა რომელსაც პრობლემები არ ქონდეს. ეხლა გაჩეჩილაძე რომ მოვიდეს სათავეში, თქვენ გგონიათ და მე მგონია რომ მას პრობლემები არ ექნება? თუ ეგრევე ააშენებს ქვეყანას... ასე არ შეიძლება... ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ თუ გვინდა იდეალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, პირველ რიგში ჩვენ, ქართველი ერი უნდა შევიცვალოთ ზნეობრივად და დავიბრუნოთ ჩვენი ტრადიციულ/კულტურულ/ზნეობრიობა რომელიც შობს ადამიანის კეთილშობილებას... როცა ქვეყანაში განათლებული და ზნეობრივი ერი იცხოვრებს, იმას რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი ჩაუყენო სათავეში მაინც ვერ შეცვლის წესიერ ხალხს. და როცა ქვეყანაში ზნებრივად გახრწნილი საზოგადოებაა და ასევე უზნეოდ ზრდის მომავალ თაობას, მას რაც არ უნდა განათლებული და კარგი პრეზიდენტი ჩაუყენო სათავეში, მაინც არ გამოჩნდება... ასე რომ პრობლემები საკუთარ თავებში, საკუთარ უარყოფით საქციელებსა და ჩვევებში ვეძებოთ... ჩვენ თუ ხელი შევუწყეთ ყველამ ერთმანეთს... მაშინ გვექნება შედეგი თორე პარლამენტისა და პრეზიდენტის გინებით 24 საათი ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ... თუ რამის კეთება გვინდა უნდა გავაკეთოთ... ხშირ შემთხვევაში ვლაყბობთ უაზროთ, ვაგინებთ და ვაფურთხებთ პრეზიდენტს და ჩვენ ვართ უარეს მდგომარეობაში, ის ქვეყნისთვის რაიმეს მაინც აკეთებს, და ჩვენ რას ვაკეთებთ ეს მაინტერესებს... რა თქმა უნდა აქვს მასაც უარყოფითი მხარეებიც მარა ნუ დაგვავიწყდება რომ ისიც ცოდვილი ადამიანია და მანაც შეიძლება დაუშვას შეცდომა. გამოსავალი საქმეშია და არა ლაპარაკში. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი