ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ვეშაპო |
Jan 3 2007, 07:01 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
მხევალი ნინო
ციტატა დარწმუნებული ვარ არც რუსები და არც სხვა ერი ისე არ გადაირევა ამ ე.წ. ბიზანტიურ გალობაზე როგორც ეს ქართველებს დაემართათ. არა, ვერ დაგეთანხმები. მაგათთან უფრო ფესვგადგმულები არიან. მე შენახვედრი ვარ. უნდა გენახა უკრაინელებმა კიევის პეჩორის ლავრიდან, რა დღე აყარეს რუს რეგენტს, რომელიც ამ ე.წ. ბიზანტიური გალობის იქაური მიმდევარი იყო. ნუ, ჯერ იმან დაიწყო ბიზანტიის აღმატებულობაზე საუბარი (აქაც გვყავს ასეთი "anuska") და ამათმა ეგრევე მიუჭოჭეს. საინტერესოა ისიც, რომ იქვე იდგნენ ათონელი ბერძენი ბერები და ხმა არ ამოუღიათ. ალმაცერი ღიმილით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე კამათს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მხევალი ნინო |
Jan 4 2007, 10:18 AM
პოსტი
#3
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
. საინტერესოა ისიც, რომ იქვე იდგნენ ათონელი ბერძენი ბერები და ხმა არ ამოუღიათ. ალმაცერი ღიმილით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე კამათს. ბერძენი ბერებისგან გასაკვირი არაფერია. მას შემდეგ რაც ჯვრის მონასტერს აკადრეს... გასაოცარი რა უნდა იყოს. თანაც ბიზანტიური საგალობელი მათთვის ასე ვთქვათ მშობლიურია, ამიტომ რა თქმა უნდა ბედნიერები იქნებიან თუ ეს გალობა მსოფლიოს მოედება. მართალი გითხრა მე მათი პოზიცია არ მესმის. იგივე, რომ ხდებოდეს ქართულ გალობაზე, ვგულისხმობ სხვისთვის მის შეჩეჩებას, უპირატესობის მომიზეზებით. ამას ვერ ვაკადრებდი პირველ რიგში ვერც ქართულ გალობას და ვერც სხვა ერს. რა საჭიროა გალობამ ეკლესიაში განხეთქილება შემოიტანოს, გალობა ხომ იგივე ლოცვაა ოღონდ სიმღერით. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 01:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი