![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ძალიან კარგი თემაა
![]() * * * ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი, დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი, შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი, შენი მზერა და ხმა გასახარი. მე დამავიწყდა ქართული ხმები, მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს, ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით, მაგრამ ერთმანეთს – ვეღარასოდეს. და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე ეპიტაფიებს დაფარავს ხავსი, მაგრამ ჩემს ლექსში ჩამრჩალ თვალებზე ვინმე შეკრთება გრძნობებით სავსე. ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა შენი რუსული ხმების შეხებად. როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა. 1943 -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი