![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ზურა
შენი გამოჩენა უხვპოსტიანობის პირდაპირპროპორციულია ![]() ციტატა აზრი გამომაქვს, რომ მაცხოვარმა მიიღო ადამიას გამო ადამიანის დაზიანებული ბუნება. - რადგანაც იგი იყო სრულყოფილი ადამიანი (ისე როგორც სრულყოფილი ღმერთი) მეც ასე მივიჩნევ, მაგრამ აქ ერთი საკითხია გამოსაკვეთი, კერძოდ დაუზიანებელ ბუნებას ახასიათებს თუ არა ის მიწიერი მოთხოვნილებები, რომლებიც გვახასიათებს ჩვენ ყველას, მაგალითად ჭამა ![]() ![]() ალბათ უპირველესად დაზიანებული და დაუზიანებელი ბუნება უნდა გავმიჯნოთ და შემდეგ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებაში ვიპოვოთ როგორც ერთის, ასევე მეორეს დამახასიათებელი თვისებები. ღმერთს ეყვარებოდეთ ! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზურა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
აქა მშვიდობა,
და რა არის აქ საკამათო? შენ ეგრე გგონია სხვას ისე გონია უნდა ვიკამათოთ ისეთ თემებზე რომლებიც სულის ცხონებისთვისაა. თორემ არავინ აცდება გზას გინდა მცდარად იცოდეს, მაგრამ სხვაა როცა ვინც მცდარათ იცის ამაზე არ შეჩერდება და აქედან გააკეთებს თავის ჭკუით ახალ აღმოჩენებს რახან ეს მაშინ მერე ესე და ბოლოს თავს ამოჰყოფს განხეთქილებასა და ფანატიზმში.ამიტომ ამაში საკამათოს ვერაფერს ვხედავ.ჯობია ვისაუბროთ გინდაც ვიკამათოთ ვიფიქროთ ისეთ საკითხებზე მაგ რა არის თავმდაბლობა,მორჩილება,სიყვარ ული,სინანული,როგორ ვილოცოთ და აშ და ასეთი თემები ბევრია და გვგონია ვიციტ და სინამდვილეში არ ვიცით ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი. ![]() 1. პირადად მე სურვილი არ მაქვს, რომ მცდარად ვიცოდე. 2. როგორი ბუნება მიიღო ქრისტემ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ აქ არის ჩადებული ქრისტიანული რწმენის არსი; რატომ ვუწოდებთ მას მაცხოვარს?! რა მიზანი ქონდა მის მოვლინებასა და ჯვარცმას?!...ა.შ. 3. საკამათო ისაა, რაზეც თემის სათაური მიგვითითებს . მოდით კითხვას თქვენ დაგისვავთ: - როგორი ბუნება მიიღო ქრისტემ პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული თუ დაუზიანებელი? დანარჩენს კი თუ თვალის დევნების სურვილი გექნებათ, თემის მსვლელობისას, შედარებით გარკვევით იხილავთ. _______________________________________ შენი გამოჩენა უხვპოსტიანობის პირდაპირპროპორციულია ![]() ღმერთმა დაგლოცოს ძმაო, სამწუხაროდ, არა მგონია რომ მასე გამოვიდეს... სამწუხაროდ იმიტომ, რომ იცი როგორ მიყვარს რელიგიის ირგვლივ ''ლაქლაქი'' (კვლევა/ძიება) და ამ დროს დაკავებული ვარ ყოველდღიური მიწიერი საფიქრებელით. თუ ღვთის ნება იქნება, მაშინ ვიაქტიურებ, მაგრამ ამავე დროს თავს არ მოგაბეზრებთ ![]() ციტატა აქ ერთი საკითხია გამოსაკვეთი, კერძოდ დაუზიანებელ ბუნებას ახასიათებს თუ არა ის მიწიერი მოთხოვნილებები, რომლებიც გვახასიათებს ჩვენ ყველას, მაგალითად ჭამა ![]() ![]() რაც შეეხება ''აკრძალულ ნაყოფს'', რომელსაც მე ვაზის ხედ მოვიხსენიებ (ყურძენს), სხვები - კი ვაშლის ხედ... აქ საკითხი გაცილებით რთულია, რადგან სავსებით შესაძლებელია, ადგილი გვქონდეს ალეგორიულ ფორმასთან; მაგალითად, გამოვყოფ აღიარებულ ღვთისმეტყველსა და ეკლესიის წმინდა მამა, ნინევიის ეპისკოპოსი წმიდა ისააკ (სირიელი) ასურს; ხსენებულ ბიბლიურ ეპიზოდში წმინდა ზიარების მომენტს ხედავს, ანუ კაცი დაუმსახურებლად ეზიარა, თუმცა მისთვის გამზადებულს.... აქ შევჩერდები ამ საკითხზე. მოდი შედარებით მნიშვნელოვანი ფაქტორი მოვიშველიოთ: - სიკვდილი. პავლე ხომ სავსებით გარკვევით გვეუბნება, თუ რატომ და როგორ შემოვიდა სიკვდილი წუთისოფელში; შესაბამისად - ხრწნადობა (რა თქმა უნდა არ გვავიწყდება: შიში, ცრემლი, წყურვილი, შიმშილი... და ა.შ) მოდი აქ დავუბრუნდეთ წმინდა იოანეს: ციტატა წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი სამოცდამეოთხე ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულებების შესახებ ამასთან, ვაღიარებთ, რომ უფალმა მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულება, რადგან მიიღო მან მთლიანი ადამიანი და ყოველივე ადამიანისეული, გარდა ცოდვისა, რამეთუ ეს უკანასკნელი არის არა ბუნებისეული, არა შემოქმედისგან ჩვენში შთათესილი, არამედ ეშმაკისეული დამთესველობის შედეგად ჩვენს თვითუფლებრივ არჩევანში ნებაყოფლობით შემყარებული და არა ძალადობით ჩვენი დამპყრობი. ანუ: ქრისტემ მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულება; ცოდვა არა, მაგრამ ცოდვის მიერ დაზიანებული ბუნება - დიახ. ციტატა ბუნებისეულია და უყვედრელი ის ვნებულებანი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რაც ადამიანურ ყოფაში შემოვიდა იმ სასჯელისგან გამომდინარე, გარდასვლას რომ მოჰყვა. ასეთებია: შიმშილი, წყურვილი, დაშვრომა, ჯაფა, ცრემლი, ხრწნადობა, სიკვდილისგან გარიდება, შიში, ურვა (რისგანაც არის ოფლი, სისხლის კოლტები), ბუნების უძლურების გამო ანგელოზთაგან შემწეობა და სხვა ამგვარი, რაც ბუნებითად არის ყველა ადამიანში. ანუ: ქრისტემ მიიღო ის რაც ადამიანურ ყოფაში შემოვიდა სასჯელისგან (პირველქმნილი ცოდვა) გამომდინარე. - რატომ მიიღო ქრისტემ ეს ყველაფერი? ციტატა ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა. გამოიცადა და სძლია მან, რომ ჩვენთვის მძლეობა მოემუშაკებინა და რომ [ჩვენი] ბუნებისთვის მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა მიეცა, რათა ბუნებას, ძველთაგან ძლეულს, სწორედ იმავე შეტევებით, რითაც დაძლეულ იქნა, დაეძლია ძველთაგან მისი მძლეველი. ამრიგად, ჩვენი ბუნებისეული ვნებულებანი ბუნებითად და ზებუნებრივად იყო ქრისტეში, რადგან ისინი ბუნებითად აღიძვროდნენ მასში, როდესაც ნებართვას აძლევდა იგი ხორცს განეცადა, რაც თვისობრივი იყო მისთვის; ზებუნებუნებრივად კი - იმიტომ, რომ უფალში ბუნებისეულნი ნებელობას არ უძღოდნენ წინ. მართლაც, არაფერი იძულებითი არ განიჭვრიტება მასთან დაკავშირებით, არამედ ნებაყოფლობითია ყოველივე, რადგან ინება რა, მოშივდა, ინება რა, მოსწყურდა, ინება რა, შეეშინდა, ინება რა, მოკვდა მე ვფიქრობ, რომ თემის შეკითხვას პასუხი გაეცა. ქრისტემ მიიღო არა ადამის ბუნება, არამედ დაზიანებული ბუნება! სანამ ამ მოსაზრებისათვის საჭირო დამატებით არგუმენტაციას მოვიყვან, აჯობებს გავჩერდე და ადგილი დავუთმო საწინაღჭმდეგო მოსაზრებას... მაშ ასე, შორს რომ არ წავიდეთ, ვიღებთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბმულს: http://orthodoxy.wanex.net/ ციტატა პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი „დოგმატური ღვთისმეტყველება“ იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნების უცოდველობის შესახებ V მსოფლიო კრებამ დაგმო თეოდორე მოპსუესტიელის ცრუსწავლება. იგი ამტკიცებდა თითქოს იესო ქრისტესთვის უცხო არ იყო შინაგანი ცდუნებანი და ვნებათა ჭიდილი. თუ საღვთო წერილი ამბობს, რომ ძე ღვთისა მოვიდა „ხორცთა მათ ცოდვისათა“ (რომ. 8,3), ამით მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ ეს ხორცი ჭეშმარიტად კაცობრივი იყო. აქ ლაპარაკია, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ერესზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ თურმე მაცხოვარს არც: შიოდა, წყუროდა, ცრემლი სდიოდა ... და არც კვდებოდა - ეს ყველაფერი თურმე მოჩვენებითი იყო, უბრალოდ ჭამდა რადგან სხვებიც ჭამდნენ და ა.შ... ეს ერესი დაიგმო და სამუდამოდ განისაზღვრა, რომ ქრისტე იყო სრულყოფილი ადამიანი ანუ ატარებდა ჩვენს მსგავს ბუნებას. აქვე გარკვევით ვხედავთ, რომ ერესანტთა მტკიცებით, თუ ქრისტეს არც შიოდა, არც წყუროდა, არც იხრწნებოდა და მოკვდებოდა.... იგი ადამის ბუნების მატარებელი ყოფილა! ვაგრძელებთ კითხვას: ციტატა მაგრამ იგი არ ატარებდა ცოდვას, პირიქით, სრულიად სუფთა იყო ყოველგვარი ცოდვისგან, პირველქმნილი იქნებოდა იგი თუ ნებელობითი. უფალი თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს ყოველგვარი ცოდვიანი სურვილისა და შინაგანი ცთუნებისგან თავისუფალი იყო, რადგან კაცობრივი ბუნება მასში არსებობს არა დამოუკიდებლად, არამედ ის ჰიპოსტასურად არის ღმერთთან შეერთებული. ოპს..... ცოდვას რომ არ ატარებდა ვიცით, მაგრამ ''სუფთა იყო პირველქმნილი ცოდვისაგან'' ეს ნიშნავს, რომ მას ქონდა არა დაზიანებული ბუნება, რომელსაც ყოველი ადამიანი ფლობს, არამედ - ადამისეული ბუნება. სანამ გავაგრძელებთ; - რას ფიქრობთ ნათქვამის შესახებ? სად ვხედავ არასწორედ ან არასწორედ ვმსჯელობ? უფალო დაგვლოცე! -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი