![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ციტატა ოპს..... ცოდვას რომ არ ატარებდა ვიცით, მაგრამ ''სუფთა იყო პირველქმნილი ცოდვისაგან'' ეს ნიშნავს, რომ მას ქონდა არა დაზიანებული ბუნება, რომელსაც ყოველი ადამიანი ფლობს, არამედ - ადამისეული ბუნება. აი ეს კარგად ვერ გავიგე, რათქმაუნდა უფალმა მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა, მან მიიღო დაზიანებული ბუნება და განკურნა თავის თავში. კარგად ვერ გავიგე, უფალი ხომ ისევე განიცდიდა ტკივილს, სიცივეს, ცვეთას, შიმშილის შეგრძნება ჰქონდა და ა.შ. რომელიც დაზიანებული ბუნების შედეგია, მაგრამ როდეცას მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით მან განკურნა ადამიანის დაზიანებული ბუნება, მისი სხეული უკვე სხვანაირი იყო, მას აღარ სჭირდებოდა არც საკვები და აღარ განიცდიდა ადამიანურ ბუნების სისუსტეებს, ტკივილს, სიცივეს, მის აღმდგარ სხეულს უკვე შეეძლო უპრობლემოდ დახურულ სივრცეში შეღწევა. იქნებ გამარკვიოთ უკეტესად -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი