კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
May 31 2008, 02:38 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კათოლიკების საკითხი სხვაა, ჩვენს ტრადიციაზე კი კარგად ეწერა კანონისტს:
"საეკლესიო კანონებით გვირგვინის ახდის (ჯვრისწერის გაუქმების) საფუძვლებია: ა) მრუშობა ბ) სიცოცხლისათვის საშიში მუქარა გ) მეუღლის მიერ ბოროტი განზრახვით მიტოვება დ) ცოლ-ქმრული ურთიერთობის ძლიერი შერყევა ე) სამონაზვნო არჩევანი ვ) გონებრივი დეფექტი ზ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა ან გარდაცვლილად გამოცხადება (შესაბამისი პროცედურების გავლით) ჯვრისწერის გაუქმება ხდება მმართველი მღვდელმთავრის მიერ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ამ საქმეს ხელმძღვანელობს მისი მეუფება, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ჯვრისწერის გაუქმებისთვის საქართველოს საპატრიარქოში (II ფლიგელი, III სართული) უნდა წარდგენილ იქნეს: ა) ჯვრისწერის მოწმობა ბ) მეუღლის თანხმობა განქორწინებაზე გ) მოძღვრის თანხმობა ჯვრისწერის გაუქმებისას ზიარებაზე დაშვების საკითხსაც წყვეტს მღვდელმთავარი. ზოგადად, იმ შემთხვევაში, როცა ჯვრისწერა სათანადო წესის სრული დაცვით არის გაუქმებული და ამას საფუძვლად არ დასდებია ამ კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი მძიმე საეკლესიო დანაშაული, მისი დაშვება ზიარებაზე ჩვეულებრივად ხდება. გაუქმებული ჯვრისწერის აღდგენა (თუკი არცერთი მათგანი არ არის შესული ახალ კანონიერ ქორწინებაში) წახალისებულია ეკლესიის მიერ. ასეთ დროს იკითხება საგანგებო ლოცვები შენდობისათვის." ვფიქრობ ცოლ-ქმრული ურთიერთობის ძლიერ შერყევაში სწორედ იმპოტენციაც იგულისხმება... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
შოთაძე |
May 31 2008, 03:06 AM
პოსტი
#3
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
KAIROS
ციტატა "საეკლესიო კანონებით გვირგვინის ახდის (ჯვრისწერის გაუქმების) საფუძვლებია: ა) მრუშობა ბ) სიცოცხლისათვის საშიში მუქარა გ) მეუღლის მიერ ბოროტი განზრახვით მიტოვება დ) ცოლ-ქმრული ურთიერთობის ძლიერი შერყევა ე) სამონაზვნო არჩევანი ვ) გონებრივი დეფექტი ზ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა ან გარდაცვლილად გამოცხადება (შესაბამისი პროცედურების გავლით) ჯვრისწერის გაუქმების შემდეგ, რომელი მხარეც დაზარალებულია რა, აქვს თუ არა სხვა ადამიანთან კვლავ დაიწეროს ჯვარი? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი