პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#2881
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
iako |
Aug 30 2006, 08:41 PM
პოსტი
#2882
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
შოთა ნიშნიანიძე
* * * „მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი. ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი. იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო, მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო. ბულბულს როგორ არ ესტვინა იბერიის ბაღთათვის, არ მოევლო პალესტინა, კილიკია, ბაღდათი. მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით, მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი. გაწოლილა ქვაში ხავსად ჟამი - ნააღაპარი, ხომ არ ამხელს ხვაშიადსა ქვის გრძნეული ზღაპარი?.. მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო, იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო! ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული, შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული. გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო. მორის ფოცხიშვილი საივერიო გზა უკვდავების გზაა ჯვარცმულის, ისევ მაცხოვრის მკლავს სატკივარი, - საიდან მოდის ეს სიყვარული, ან მე რომ მისმენს ნეტა ვინ არის?! ისევ ვლოცულობ ქართულ ხატებზე, ანგელოსები ისევ მღერიან, მუხლზე ვეცემი და შენ გავედრებ, დედაო ღვთისავ, ჩემს ივერიას! ჩემთვის გაიხსნა, ცა რომ გაიხსნა, მწიფს ვენახივით სიტყვა ქართული, და ხელთ მიპყრია ჯვარი ვაზისა, ვითარც იმედი და სასწაული! -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი