![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ზურა
სხვაა ბუნებითად შიმშილი და სხვაა ნებსით შიმშილი თუმცა შედეგი ერთია - გშია და გინდა საჭმელი და ეს ჭეშმარიტად შიმშილია მაშ რას ნიშნავს სიტყვები: სასუმელი რომელი უკუე მომცა მამამან ჩემმან არა შევსუაა? ანუ ჯვარცმა იყო ნებსით და არა იმიტომ რომ ის ვერ გაექცა მდევნელებს (ნუ იყოფინ!) ის ყოველგვარ ადამიანურ მოთხოვნილებებს იღებდა ნებსით, მაგრამ ტანჯვის შეგრძნება სრული იყო, ანუ ის სრულად შეიგრძნობდა ყოველივეს, მაგრამ ეს ხდებოდა მისი ნებით. ამასთან, როდესაც ბუნებისეულად ვამბობთ ნებას, იძულების მქონედ როდი ვიტყვით მას, არამედ - თვითუფლებრივად, რადგან თუ მოაზროვნეობითია იგი, უთუოდ თვითუფლებრივიცაა. (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 58) ანუ კიდევ ერთხელ: მაცხოვარი იყო სრული ღმერთი და სრული კაცი, ორითა ნებითა, მაგრამ თავისი ნება დაუმორჩილა ღმერთს, ნებსით მიიღო ყოველივე ადამიანური, ნებსით ივნო და ნებსით მოკვდა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი