კვეთებულის ლოცვები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კვეთებულის ლოცვები |
tamtacxoidze |
Apr 1 2008, 09:39 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 1-April 08 წევრი № 4,394 |
ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი?
|
ალექსანდრე |
May 31 2008, 11:55 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
-ზოგჯერ მოძღვარს “კვეთებულის” ლოცვის წაკითხვის უფლება აქვს. ეს დემონთა განსადევნათაა განკუთვნილი. არცთუ იშვიათად ასეთ მოძღვარს აკითხავენ ადამიანები, რომლებიც ფსიქიურად არიან დაავადებულნი და იმედოვნებენ, რომ ეს ლოცვები მათ უშველის. მრავალრიცხოვანი ლიტერატურა იბეჭდება დემონების ძალაუფლების შესახებ. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თუკი ერთხელ დემონი ადამიანში შევიდა, სამუდამოდ დამკვიდრდება მასში და მხოლოდ ამ ლოცვის წაკითხვა უშველის. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი: ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ყველა სულიერი დაავადება შეპყრობილობით როდია გამოწვეული. ამის დამადასტურებელი ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი ვიცი. პარიზში იყო ერთი ხატმწერი, რომელიც უეცრად ჭკუიდან შეიშალა, სხვადასხვა რაღაც ეჩვენებოდა. ახლობლებს მისი გაღიზიანება არ სურდათ და როდესაც ის კითხულობდა: “ვერ გრძნობთ გოგირდის სუნს?” _ყნოსავდნენ და ეთანხმებოდნენ მას. ეს კი მხოლოდ ამძაფრებდა მასში იმის შეგრძნებას, რომ ნამდვილად ასეა. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას ზეთს აცხებდნენ, ხშირად აზიარებდნენ, მაგრამ მაინც არ გამოჯანმრთელდა. მაშინ ექიმი ვიყავი და ფსიქიატრიულ კლინიკაში ვმუშაობდი. ჩემმა მოძღვარმა, მამა ათანასემ მომმართა კითხვით: რა ვუშველოთ მას? ის ან შეპყრობილია, ანდა შეშლილი, როგორ მოვიქცეთ? მე ვუპასუხე: “მოიყვანეთ იგი ჩვენთან კლინიკაში, ელექტროშოკით ვმკურნალობთ.” მამა ათანასემ მკითხა: “და თუ ის ეშმაკითაა შეპყრობილი?” მაშინ მე ვუპასუხე (შესაძლოა, უკმეხადაც): “ელექტრულ დენს ეშმაკისათვის ზიანი არ მოაქვს, ადამიანი კი, შეიძლება, გამოჯანმრთელდეს”. ჩვენ იგი საავადმყოფოში დავაწვინეთ, ვუმკურნალეთ და ის გამოჯანმრთელდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და შესანიშნავი ის არის, რომ მას რაღაც უცნაური და გაუგებარი დაემართა. ის კარგი ხატმწერი იყო, მაგრამ მის ხატებში იყო რაღაც უცნაური და დაძაბული. ერთ-ერთი მისი ხატის წინ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიდექი და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მასში “რაღაც ისე არ იყო”. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისი ხატები ღრმა, ნათელი, სულ სხვაგვარი გახდა. მოგვიანებით მე მღვდელ ალექსანდრე ელჩანინოვის “ჩანაწერებში” წავიკითხე, რომ არსებობენ ისეთი სათუთი და მგრძნობიარე სულები, რომ სამყარო დაანგრევდა მათ; ამიტომ ღმერთი გარკვეული დროით მათსა და ამ სამყაროს შორის შეშლილობის კედელს აღმართავს, რათა ისინი შინაგანად მომწიფდნენ და განმტკიცდნენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამ უხეშ სამყაროს შეხვდებიან. სწორედ ეს დაემართა ჩვენს მეგობარ ხატმწერს. ამიტომ ასეთ რამეს გეტყვით: ყველაფერი გააკეთეთ ადამიანური მოსაზრებით, წამლებით, მკურნალობით, ფსიქიატრიული საშუალებებით და ილოცეთ. მაგრამ ლოცვის დროს ადამიანს თავზე ნუ დაადგებით, რათა მასში ის შინაგანი დაძაბულობა არ გამოიწვიოთ, რის ატანაც მის ძალებს აღემატება. თუ ის ფსიქიატრიული დაავადებაა, დადგება დრო, როდესაც ის გამოჯანმრთელდება; და თუ ის შეპყრობილია, მაშინ ეკლესიის ლოცვამ შეიძლება იგი გაათავისუფლოს ამისაგან. მაგრამ კვეთებულის ლოცვა აუცილებელი არაა. ზოგჯერ ამან, შეიძლება, უფრო მეტად გაზარდოს მისი შინაგანი გაღიზიანება და დაბნეულობა. თუ იგი დაიქყებს იმის დაჯერებას, რომ იგი შეპყრობილია, შიძლება, ვერც გათავისუფლდეს ამისაგან. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი