სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ლილიანა |
Dec 27 2007, 11:14 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
| ალექსანდრე |
Jun 1 2008, 01:45 AM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი:
- მე გიამბობთ, როგორ ვიქცევი, როდესაც ბავშვი პირველად მოდის ჩემთან აღსარებაზე. როგორც წესი, მას ხელში უკავია ქაღალდი, რომელზეც დედიკომ ჩამოუწერა მისი საქციელის ჩამონათვალი. იგი კითხვას იწყებს, მე კი ვაჩერებ: _ვინ შეადგინა ეს სია? _დედამ. _ეთანხმები მას? _დიახ, რადგან დედა ამბობს, რომ ეს ცუდია. _მოდი, გადავდოთ ეს სია და ვისაუბროთ; იცი რაიმე ქრისტეს შესახებ? _დიახ, დედამ მიამბო და ხმამაღლაც წამიკითხა სახარება. _მოგწონს ქრისტე? ისურვებდი მის გაცნობას და მასთან მეგობრობას? ბავშვი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და შემდეგ მპასუხობს: _დიახ, ვისურვებდი, რომ ის ჩემი მეგობარი იყოს. _იცი რა არის მეგობრობა? მეგობრობა ის არის, რომ მისი ერთგული იყო ყველაფერში, ყოველნაირად ეცადო, რომ კი არ გაანაწყენო იგი, არამედ გაახარო. თუ ის შენზე უფროსია,გონიერი და შენზე უკეთესი, უნდა ეცადო, რომ მას მიბაძო. როგორ გგონია, ისურვებდი ასეთი მეგობრობა გქონოდა ქრისტესთან? _დიახ, ვისურვებდი მასთან მეგობრობას! _მაშინ დაივიწყე ეს სია და მითხარი: ახლა რომ შენს წინაშე ხილულად იდგეს ქრისტე (უხილავად ის შენს წინაშეა) და გკითხოს: “მითხარი, არის რაიმე ისეთი, რისი თქმაც ჩემთვის გრცხვენია ანდა შეგრცხვებოდა?” ბავშვი პასუხობს: _მე ვიცრუე: ესა და ის ჩავიდინე. შემრცხვებოდა, ეს რომ ქრისტეს სცოდნოდა, მაგრამ მან ხომ იცის! რა ვქნა? _თვითონ უთხარი, არა ისე, რომ ეს მან თვითონ, უშენოდაც იცოდეს, არამედ შენ თვითონ უბრალოდ უთხარი ყველაფერი: ის, რომ კანფეტებს იპარავდი, ცრუობდი, დაუმორჩილებელი იყავი, რადგან გეზარებოდა, ზოგიერთ შენს ამხანაგს დასცინოდი, მეგობრობაში არაერთგულიც იყავი. მაგალითად, როდესაც შენს მეგობარს სხვები აბრაზებდნენ, დასცინოდნენ, შესაძლოა, სცემდნენ კიდეც, შენ ექომაგებოდი მას? იდექი მის გვერდით და ამბობდი: თუკი მას სცემთ, მეც მცემეთ მასთან ერთადო? _არა. _აი, ეს შეინანე. ასე შეიძლება ასწავლო ბავშვს თავისი რეალური ცოდვების სინანული. ასევეა უფროსებთანაც. უამრავი უფროსი მოდის აღსარებაზე (ისევე, როგორვ ბავშვი) ცოდვების ჩამონათვალით, მაგრამ იმიტომ კი არ აღიარებენ მათ, რომ ეს ღმერთთან მათ მეგობრობას არღვევს, ამახინჯებს და შეუძლებელს ხდის, არამედ სხვა მიზეზის გამო. ამ მიმართებაში ასეთი სიები არ შველის. ისინი ადამიანებს ისეთი ცოდვების შესახებ ცოდნას აძლევენ, რომელიც მან არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რადგან არც მის ასაკს შეეფერებოდა, არც სქესს, არც განვითარებას. ადამიანს უნდა ასწავლო საკუთარი თავის შეცნობა, სახარებაში იმ ადგილების მოძებნა, რომლებიც მის გულს ეხმიანება,სურს იმ მითითებების აღსრულება, რომლებიც მისი გონების განათებასა და ნებისყოფის გაძლიერებას ემსახურება. თუ გოგონა ან ბიჭი, ანდა უფროსი ადამიანი ამას არღვევს, იგი ღვთისადმი თავის ერთგულებას ღალატობს იმაში, რისი საფუძველიც მასში უკვე არსებობდა. აი, როგორ უნდა დაიწყოს აღსარების სწავლება. სიები კი არ გვინდა! -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ლილიანა "სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში Dec 27 2007, 11:14 PM
XAFRAN ლილიანა
ჭეშმარიტი... Dec 29 2007, 03:17 AM
ლილიანა
აქამდე რო მიხვიდე... Dec 29 2007, 10:43 AM
staywhite მე მქონია შემთხვევ... Dec 29 2007, 11:12 AM
მარიამი ლილიანა
მაგ წერილშ... Dec 29 2007, 12:41 PM
მიხეილი მე იქამდე ჯერ არ მი... Dec 30 2007, 03:50 AM
KAIROS
უი :D
სად ვყოფილვარ... Dec 30 2007, 10:20 AM
ლილიანა
მხოლოდ წიტატების ... Dec 30 2007, 01:18 PM
sofi89 ზოგჯერ აღსარებაზე ... Dec 30 2007, 08:28 PM
KAIROS
ოპს, მაგ სიმაღლემდ... Dec 31 2007, 06:21 AM
სოფი ამას წინათ ერთ-ერთ... Jan 30 2008, 11:45 PM
სოფი სინანულზე
ბერი. მე... Jan 31 2008, 12:02 AM
llaasshhaa
ძალიან მომეწონა დ... Jan 31 2008, 02:52 AM
დავით ივერიელი "მონანული ვაჭარი ... Jan 31 2008, 03:04 AM
უჩა აუ მე ყველაზე ძალი... Jan 31 2008, 03:57 AM
neo არასწორი იქნება თქ... Jan 31 2008, 11:01 AM
ლილიანა წმინდა ეგნატე ბრია... Jan 31 2008, 01:51 PM
M.M.
"ადამიანს უჭირს ... Apr 24 2008, 05:45 PM
TikoE გამარჯობათ, ჩემო კ... Apr 24 2008, 09:46 PM
nino_ni
ნამდვილად ძლიერი ... Apr 24 2008, 10:26 PM
kh@tia მეც ძალიან განვიცდ... May 13 2008, 01:59 PM
seminarieli lela ძალიან კარგი თემაა... May 31 2008, 09:17 PM
leluka
მე სინანული არ გა... May 31 2008, 09:36 PM
lch ალბათ წაგიკითხავთ ... Jun 1 2008, 01:08 AM
seminarieli lela ალექსანდრე
ისა და ... Jun 2 2008, 12:11 PM
ალექსანდრე
ალექსანდრე
ისა და ... Jun 3 2008, 12:17 AM
seminarieli lela
ის ცოდვა რომელიც გ... Jun 5 2008, 05:42 PM
სოფი
მართალი ხარ სანდრ... Jun 21 2008, 08:07 PM
veriko7 ნეტა როდის შევძლებ... Jun 21 2008, 09:27 PM
teklikie მე როცა რაიმეც ვინ... Aug 23 2008, 09:51 PM
ciracira ღმერთმა ყველას მოგ... Sep 28 2008, 11:18 PM
milana ეხა
აქ რაც წავიკიტ... Jan 13 2009, 11:49 PM
lela.. სინანული ალბათ ისა... Feb 24 2009, 03:03 PM
XAFRAN მგონი სინანული საე... Feb 24 2009, 10:11 PM
betaneli luka
"ადამიანს უჭირს ... Mar 22 2009, 12:33 PM
betaneli luka როდესაც ეკლესიას ღ... Mar 22 2009, 12:59 PM
betaneli luka ''ვინც ამბობს აღ... Mar 27 2009, 04:58 PM
staywhite betaneli luka
გასაგებია და ... Mar 27 2009, 05:04 PM
betaneli luka
betaneli luka
გასაგებია და... Mar 30 2009, 01:16 AM
betaneli luka ''სინანულს გააჩნ... Mar 27 2009, 05:14 PM
neo
ეს ინტელექტის დონ... Mar 27 2009, 08:03 PM
betaneli luka ზემოთ დაწერილს კიდ... Mar 30 2009, 01:44 AM
betaneli luka და კიდევ ზემოთ ხსე... Mar 30 2009, 02:02 AM
betaneli luka ვაგრძელებთ წმინდა ... Mar 30 2009, 10:53 AM
staywhite betaneli luka
ეს "მეომრებ... Mar 30 2009, 02:15 PM
betaneli luka
betaneli luka
ეს "მეომრებ... Mar 31 2009, 11:27 AM
betaneli luka კიდევ ერთს დავამატ... Mar 31 2009, 03:26 PM
staywhite
betaneli luka
მე ის კი არ მი... Apr 1 2009, 03:16 PM
betaneli luka რაც შეეხება სინანუ... Apr 1 2009, 05:06 PM
აკაკი საიდუმლო სინანული... Jun 17 2009, 12:33 PM
gvanchi სიკვდილის წინ შევი... Jan 30 2010, 08:52 PM
elisabeth სინანულს არარაობი... Feb 11 2010, 03:51 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი