ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე... |
fsevdopodia |
Mar 30 2008, 01:20 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 3-March 08 წევრი № 4,068 |
მაინტერესებს ერთი რამდენად უახლოვდება მართლმადიდებლობას ფსიქოლოგია თუნდაც ფსიქიატრია,ნევროლოგია... და ყველა ის დარგი რაც ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული. საინტერესოა თქვენი აზრი როგორც ჩემზე უფრო მართლმადიდებლების. ფსიქოლოგია რელიგიას მოიცავს თუ პირიქით? უჯერებთ ფსიქოლოგებს?
|
ქეთუ |
Jun 1 2008, 05:37 AM
პოსტი
#2
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
sergi_glaxa
ციტატა მე ვიცი რომ კათოლიკეებსა და პროტესტანტებსაც ყავთ მკარგი ფსიქოლოგები აჰაა ბუდისტებს უფრო მაგრებიო ციტატა ხო, მარა , საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგის რელიგიას? (სამედიცინო თვალსაზრისით) არანაერი აბსოლიტურად, პაციენტთან ურთიერთობისას არანაერი მნიშვნელობა არ აქვს რა რელიგიური აღმსარებლობისაა ექიმი(ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი ) შენ გაქვს შენი მისია და მიზანი და ვალდებულება, რომელიც აბსოლიტური სიზუსტით უნდა შეასრულო, მითუმეტეს როცა ადამიანის ფსიქიკაზეა საუბარი შეცდომის დაშვება დამღუპველია,( ნუ გააჩნია სტადიას პაციენტის ფსიქიკური მოშლილობის დონეს) მე მიმუშავია კათოლიკე პაციენტთან, საკმაოდ რელიგიური ადამიანია და უამრავი კითხვა ქონდა, უამრავს მესაუბრებოდა რელიგიაზეც თუმცა იმას რომ მე ორთოდოქსი ვარ და ის კათოლიკე ჩვენს შორის არანაერი ბარიერი არ შეუქმნია, აბსოლიტურად არანაერი მნიშვნელობა არ ქონდა ამას! მეტსაც გეტყვით, 14 წლის ბავშვთან ვმუშაობდი, საკმოდ რთული სიტუაცია იყო და ამ ბავშვის პრობლემა იყო სწორედ ის რომ, აღზრდილი იყო აბსოლიტურად ყოველგვარი რელიგიური სწავლების გარეშე, ანუ მშობლებს არასოდეს უსწავლებიათ ,მსგავსი რამ.... მოკლედ პრობლემა იყო შემდეგში, ეს ბავშვი რომ წამოიზარდა იგრძნო საშინელი სიცარიელე, სულიერი, ამიტომ ამოიჩემა რაღაც strange cult, და შეუერთდა რაღაც საშინელ დაჯგუფებას სადაც უამრავ სისაძაგლეებს ჩადიოდნენ, მაგალითად ამ ბავშვმა აუამრავი ზიანი მიაყენა საკუთარ თავს და მამამ მიუსწრო როგორ აპირებდა ელექტროხერხზე ფეხის მოხერხვას დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანია,სტიქაროსანი : ) თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს : )ბავშვი რომ მაინც და მაინც მართლმადიდებელი გახდა, ეს ფსიქოლოგის დამსახურებაა (არ ვთავმდაბლობ მართლა ასე ვფიქრობ) იმიტომ რომ მე მისვამდა უამრავ კითხვას სხვადასხვა რელიგიებზე, და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ იგივე დოზით ვსაუბრობდით და ვკითხულობდით კათოლიციზმზე, ბუდიზმზე და ა.შ. როგორც მართლმადიდებლობაზე... მართლა არანაერი "ზეწოლა" და "რეკომენდაცია" არ ყოფილა, თავადვე გადაიკითხა უამრავი ლიტერატურა,წირვებს ესწრებოდა სხვადასხვა ტაძარში, მერე მასთან ერთად ისევე ვიარე კათოლიკურ ტაძარში წირვაზე როგორც მართლმადიდებლურში. თავად იპოვა სიმშვიდე და სიცარიელის შეგრძნება გაუქრა იქ სადაც ახლაა... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი