ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
tustusa-gogo |
Jun 1 2008, 12:14 PM
პოსტი
#2
|
სამშვინველოლოგი ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
როდესაც ევათანაზიას ითხოვს ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გაურბის, გაურბის იმ გაგებით, რომ თავის მოკვლაც არ უნდა და ევთანაზიის მოთხოვნით სხვას აკისრებს პასუხისმგებლობას... აი, ასეთი ეშმაკობაა ჩამალული მაგ საქმეში მაინც ვერ ბედავს რაა მაინც ნებართვა სჭირდება თითქოს სხვისგან, რომ დაასრულოს სიცოცხლე... თუ ასეთი გულადი ხარ, ჩემო ძმაო, მაშინ სხვებს რას უყურებ ხელებში? ადექი და სხვის დაუკითხავად მოიკალი თავი...
მაგრამ თუ შევხედავთ მეორე კუთხიდან, მართალია, რომ ყოველი განსაცდელი უნდა დავითმინოთ და ასეთია ადამის მოდგმის ხვედრი, მაგრამ თუ არ უნდა ადამიანს ამის დათმენა? რა ძალაა? ეს ხომ მისი სურვილია,არა? მისი არცევანი და ნება და რატომ ვართმევთ ამას? დავიჯერო ჩვეუნ უფრო ვზრუნავთ მის სულსა და მასზე თუ თავად ასეთი ადამიანი საკუთარ თავზე? იავიცი, იავიცი.... სხვა სხვის ომში ბრძენიაო და გვიყვარს ადამიანეს სხვის მაგივრად ფიქრი და მეტიჩრობა ხოლმე ევთანაზიას ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ თავად ავადამყოფი, სხვას არ აქვს თვიტნებურად ამ გადაწყვეტილების მირების უფლება -------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი