საეკლესიო/საღვთისმსახურო შესამოსელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საეკლესიო/საღვთისმსახურო შესამოსელი |
მნათე |
Jul 28 2006, 04:36 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ ამ თემას ხელახლა ვხსნი და ვეცდები უფრო სრულყოფილად ჩამოვყალიბდე ყველას ვისაც რაიმეს თქმა შეუძლია ამასთან დაკავშირებით შემომეშველეთ წინასწარ ვიცდი ბოდიშს თუ რაიმე შეცდომა გამეპარება დამავალებთ თუ ფოტო მასალას მომაწვდით
ტრადიციულად ავყვები იერარქიას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Jul 28 2006, 04:55 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყველამ კარგად ვიცით რომ არსებობენ ტაძრის მსახურები: დამლაგებლები, მესანთლეები, იკონომოსები (ტაძრის ბუღალტრები), მნათეები, მედავითნეები და ა.შ მაგრამ არსებობენ განსაკუთრებული მსახურები რომლებსაც კლირიკოსები ანუ საკურთხევლის მსახურები ეწოდებათ, მათი ყველაზე დაბალი წარმომადგენელია მნათე-სტიქაროსანი
მნათე მსახურებისას იმოსება სტიქარით. სტიქარი ანუ კვართი მის ჩამცმელს ანგელოზებრივ მსახურებას ავალდებულეს, იქნება ეს ხსენებული კლირიკოსი თუ ყველაზე მაღალი იერარქი. მსახურების დროს (მცირე შესვლა, დიდი შესვლა, სახარება და ა.შ) სტიქაროსანს აქვს პატივი განასახიეროს უფლის წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი. ამ დროს მას სანთელი უნდა ეპყრას ხელთ. სტიქაროსნებს ადრე "იპოდიაკვნებს" (ჰიპოს. ბერძ.-დაქვემდებარებული) ანუ დიაკვანს დაქვემდებარებულებს ეძახდენენ, მათზე ქიროტონია (ხელდასხმა) არ აღესრულებოდა, მაგრამ აღესრულებოდა ქიროტესია (ხელდადება), ისინი ტრაპეზს ემსახურებოდნენ/ემსახურებიან(ზოგიერთ ეკლესიაში) ასევე შეეძლოთ მცირე კვერექსის თქმა, ქიროტესიის შემდეგ ყოველგვარი ქორწინებითი კავშირი იკრძალებოდა. დღეს ეს წესი შეცვლილია აღარავითარი საკრალური მნიშვნელობის საიდუმლო აღარ აღესრულება, მხოლოდ გარკვეული წესით შემოიფარგლება ბუნებრივია ყოველივე ეს დიდი პასუხისმგებლობაა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი