აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
tati87 |
Jan 4 2007, 10:54 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
საშინელი ფოტოებია და მართლა მძიმე სანახავია! აბორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა ! და სანამ ქალი ამ ნაბიჯს გადადგამს უნდა გაიაზროს , რომ ლაპარაკია სიცოცხლეზე და არა რაღაც ნივთზე, რომელიც შეიძლება გატყდეს მაგრამ ხვალ მეორე იყიდო, ზუსტად ისეთივე, როგორიც გაგიტყდა!
სამწუხაროა,რომ დღეს-დღეობით აბორტი დასჯადი არ არის! გარდა შემდეგი გამონაკლისებისა: 1) როცა აბორტი ტარდება არალიცენზირებულ დაწესებულებაში; 2) წინასწარი გასაუბრების გარეეშე; 3) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ა.შ. და კიდევ კანონით გათვალისწინებულია გასაუბრება ქალთან, ვისაც სურს აბორტის გაკეთEბა. ამ გასაუბების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ემბრიონის სიცოცხლის შენარჩუნებას. და მხოლოდ ამ გასაუბრებიდან 3 დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება გაუკეთდეს ქალს აბორტი თუ ნაყოფი 12 კვირაზე მეტის არ არის! აბორტის რამდენიმე სახე არსებობს: ა) სოციალური(როცა მატერიალური პირობების უქონლობის გამო ხდება აბორტის გაკეთება), ბ)ევგენური(როცა არსებობს ფიზიკური ნაკლის მქონე ან ავადმყოფი ბავშვის დაბადების საშიშროება) და გ) ეთიკური ( როცა დაორსულება მოხდა გაუპატიურების შედეგად). საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ სოციალური და ევგენური აბორტია გათალისწინებული! ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ქალები ხშირად ვერ ხვდებიან რა საშინელ ცოდვას ჩადიან! მე არ განვაზოგადებ ამას , მაგრამ სამწუხაროდ ქალთა უმრავლესობისთვის "არადაგეგმილი" შვილის მოშორება უკვე "ჩვეულებრივი ამბავი გახდა". რაც ყველაზე ძალიან მაშფოთებს! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 01:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი