ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#101
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
guest |
Jun 2 2008, 12:02 AM
პოსტი
#102
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კელა
ციტატა ტვინი მკვდარია,არცერთი რეფლექსი არ არის აქედან გამომდინარე, არცერთი ფუნქცია არ მუშაობს, ადამიანი ხდება ჭურჭელი, სადაც ძალით ვტუმბავთ ჰაერს და ვუშვებთ, შეგვყავს საკვები ნივთიერება და თითქმის შეუცვლელი გამოგვაქვს გარეთ. ჩვეულებრივი მიცვალებული აიღე, ის რომ შეურთო "შლანგებს" გაცოცხლდება ან გააგრძელებს სუნთქვას, თუნდაც ამ შეერთების მერე? ხოდა, თუ ვინმე კიდევ სუნთქავს ე.ი. ცოცხალია. რა მიხვედრა უნდა ამას. მეორე ალოგიზმი კიდევ : ციტატა ეს კიდე სხვა საკითხია, კომაში მყოფი ადამიანი რას გრძნობს და არავინ იცის კიდევ, ვინ როდის არის კომაში და აქვს თუ არა გამოღვიძების პერსპექტივა. თუ ამას აღიარებ, რაღაზე მეკამათები? გარდა ამისა, ტვინი მეტად ამოუცნობი და შეუსწავლელი ფენომენია, და არავინ იცის მაგ დროს ტვინია მკვდარი, თუ სხვა ორგანოები, ან თუნდაც მკვდარი იყოს, ნიშნავს თუ არა ეს სიკვდილს. |
შოთაძე |
Jun 2 2008, 01:21 AM
პოსტი
#103
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
staywhite
ციტატა ან თუნდაც მკვდარი იყოს, ნიშნავს თუ არა ეს სიკვდილს. კარგი მაგალითი მოიყვანე ისე ჩემის აზრით ევთანაზია დღევანდელ მედიცინის პირობებში, მკვლელობა უფროა ვიდრე თქვითმკვლელობა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი