სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| saria-giorgi |
May 7 2008, 03:57 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ნელ-ნელა გამოვაქვეყნებ თუ რა ცდომილებებია ლათინებთან.ეხლა კი სათაურებს შემოგთავაზებთ და ჩემი თხოვნა იქნება ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა საკითხი იქნება იმის მიხედვით.მოვლენებს არ დავასწროთ.
1)ლათინთა უმნიშვნელოვანესი ახალსწავლებები ვატიკანის მე-2 კრებამდე. 2)რომის პაპის პირველობის თაობაზე. 3)დოგმატი პაპის უცდომელობის(შეუმცდარობის)თაო ბაზე. 4)სწავლება სულიწმიდის გამომავლობის თაობაზე. 5)სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე. 6)წმიდათა ზეჯეროვანი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე. 7)დოგმატები ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე. 8)წმიდა საიდუმლოებებში გადახვევების თაობაზე. 9)ხმიადის გამოყენება"წმიდა ზიარებისას"კათოლიკურ ეკლესიაში. 10)ორღანის თაობაზე. 11)მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის თაობაზე. 12)ვატიკანის1962-1965წ.წ კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება. 13)ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება. 14)ქრისტეანებისა დაიუდეველების"სულიერი ნათესაობა". 15)ქრისტეანეთა და მაჰმადიანთა"სულიერი სიახლოვე". 16)ქრისტეანეთა და წარმართთა"სულიერი სიახლოვე" 17)არაქრისტეანთა ცხონებისათვის. 18)ვატიკანის მეორე კრების ახალი წესები და ქრისტეანობასთან მათი წინააღმდეგობანი. 19)რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის მე-2 კრების შემდეგ. 20)ცხონება და სულიერი ცხოვრება რომაულ კათოლიციზმში. 21)მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიათა შეერთების თაობაზე. 22)უნიები და უნიატობა. 23)ეკუმენიზმი 24)ბალამანდის შეთანხმება. 25)დასკვნა -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
| saria-giorgi |
Jun 2 2008, 11:33 AM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ქვეთავი მე-6 დოგმატი ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე
1854 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო დოგმათი:ყოვლაწმიდა ქალწული მარიამი თავისი ჩასახვისთანავე ყოვლისშემძლე ღმეწრთის განსაკუთრებული მადლის წყალობით,იესუ ქრისტეს დამსახურებათა განჭვრეტიდაცული იყო პირველქმნილი ცოდვის სიბილწისაგან.ეს არის არასწორი სწავლება და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლება.წმიდა წერილიდან ჩვენ ვიცით,რომ ჩვენი წინაპრის-ადამის ცოდვა გადადის ყველა ადამიანზე:ვითრაცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოპდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით-სიკვდილი და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედქა სიკვდილი მოიწია,რომლითა ყოველთა შესცოდეს".(რომ.5.12)მაშასადამე,ყველა ადამიანი,როგორც საერთოდ,ბუნებრივი გზით მოვლენილ ადამიანთა მოდგმა,ცოდვაში ჩაისახება და იშვება."უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"(ფს.50.7).მაცხოვრის შობა არის მხოლოდ გამონაკლისი,ის ცოდვის დაქვემდებარებისგან თავისუფალად იშვა,ასევე ცნობისთვი გადმოცემა არსებობს,რომ უმტკივნეულოდ შვა ყრამ ყოვლაწმიდა ღმრთისმშობელმა.მაცხოვარზე წმიდა წერილი გვამცნობს:"ცოდვაი მის თანა არა არს"(1ინ.3.5)."გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა,თვინიერ ცოდვისა"(ებრ.4.15)."რამეთუ,რომელმან–იგი არა იცოდვა ცოდვაი"(2კორ.5.21).წმიდა წერილში მსგავსი არაფერია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელზე.ღმრთისმშობელს ჩვენ თაყვანის ვცემთ,როგორც უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა;მაგრამ ეს პატივი მას თავდაპპირველად კი არ ჰქონდა,არამედ იმის შემდეგ მიიღო,რაც უბიწოდ ჩაესახა ძე ღმრთისა. თვით მისივე სიტყვებიდან ვიგებთ ამას,რადგან მხოლოდ იესუ ქრისტეს ჩასახვის შემდეგ თქვა მან:"რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი"(ლკ.1.48). კათოლიკური ეკლესიის მიერ 1950 წელს მიღებული დოგმატი გვამცნობს:"უბიწო ღმრთისმშობელი,მარადქალწული მარიამი,მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგ სულით და ხორცით აყვანილ იქნა ზეციურ დიდებაში." თითქოსდა ჩანს,რომ ჩვენსა და მათ სწავლებას შორის განსხვავება რა არის,მაგრამ ვნახოთ.განსხვავება ის არის,რომ კათოლიკები დუმილით უვლიან გვერდს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლი სიკვდილის საკითხს.ეს მათ საშუალებას აძლევს ილაპარაკონ(რასაც აკეთებენ კიდევ):ა)რომ,ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი არ მომკვდარა,ცოცხლად იქნა ზეცად ატაცებული,რაც წმიდა გარდამოცემას პირდაპირ ეწინააღმდეგება;ბ)რომ,მისი სიკვდილი ნებაყოფლობითი და გამომხსნელია,ისევ,როგორც მაცხოვრისა გოლგოთაზე ჯვარცმით;ისინი ღმრთისმშობელს სახელდებენ,როგორც კაცთა მოდგმის"თანაგამომხსნელს",რაც ასევე ეწინააღმდეგება ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას,რომლის თანახმად ერთადერთი გამომხსნელი,ღმერთთან ადამიანის შემრიგებელი და კაცთათვის მარადიული ცხოვრების მიმცემი ანუ მაცხოვარი,არის ძე ღმრთისა–ღმერთკაცი იესუ ქრისტე. აზრი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის უბიწოდჩასახვის შესახებ დასავლეთში მე–12 საუკუნეში გაჩნდა.ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ კათოლიკური სამყაროს ისეთი ცნობილი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ:ბერნარდ კლეროვსელი(1090–1153წ.წ),ანსელმ კენტერბერიელი(1033–1109წ.წ) და თომა აქვინელი(1226–1247წ.წ).ამ სწავლებას ეწინააღმდეგებოდა დომინიკანელთა ორდენიც.1854 წლის 8 დეკემბერს პაპმა პიუს მე–9 განსხვავებული ბულით,კრების გარეშე,ეს სწავლება დოგმატად გამოაცხადა. წმიდა წერილისა და საეკლესიო სწავლების მიხედვით,იესუ ქრისტემ გოლგოთაზე ჯვარზე ნებსით დაღვრილი სისხლით ადამიანი საუკუნო წყევის,ეშმაკის ბატონობისა და ჯოჯოხეთის მარადიული სიკვდილისაგან იხსნა.ადამის ცოდვით დაღდასმული თითოეული ადამიანი მხოლოდ ჯვარცმასთან თანაზიარობით ანუ ნათლობით ხდება გამოხსნის ღირსი.(ნათლობა ჯვარცმის თანაზიარობაა,(მკ.10.38)ემბაზში სამჯერ შთაფვლა ნიშნავს ქრისტესთან ერთად სამი დღე საფლავში ყოფნას და აღდგომას). ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და ცოცხლად ზეცად ამაღლების შესახებ კათოლიკურ დოგმატებიდან კი გამომდინარეობს,რომ ხსნა–ჯერ კიდევ ქრისტეს ჯვარცმამდე სხვა გზითაც ყოფილა შესაძლებელი;რადგან,თუკი ღმრთისმშობელს ადამის ცოდვა არ ჰქონდა,მისთვის არც გოლგოთის მსხვერპლი ყოფილ;ა აუცილებელი.ე.ი გამოდის,რომ მაცხოვრის გვერდის ავლით შესაძლებელი ყოფილა სასუფეველში დაბრუნება ანუ ცხონება.ამით ქრისტეს მაცხოვნებლობა იჩრდილება,კნინდება,ეჭვის ქვეშ დგება,ხდება მისი უარყოფა.სახარებაში კი უფალი პირდაპირ ბრძანებს:"და რომელმან უვარ–მყოს მე წინაშე კაცთა,უვარ–ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა"(მთ.10.33) ამგვარად,ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის უბიწოდ ჩასახვისა და ზეცად ამაღლების თაობაზელათინთა დოგმატები ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას,ახლის შემოღებაა ეკლესიაში,არის მკრეხელური,ღმრისმგმობი და სულის წარმწყმედელი. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi "კათოლიციზმის შესახებ" May 7 2008, 03:57 PM
marine
ნელ-ნელა გამოვაქვ... May 7 2008, 04:56 PM
sergi_glaxa მოკლედ ჩემი თხოვნა... May 7 2008, 06:04 PM
saria-giorgi
მოკლედ ჩემი თხოვნ... May 8 2008, 10:36 AM
sergi_glaxa ნეტარ არიან რომელნ... May 7 2008, 07:24 PM
სარდიონ
[color=#CC0000][size=6]ნეტარ არი... May 8 2008, 11:33 AM

sergi_glaxa
მაგაშია საქმე, ვინ ... May 8 2008, 03:11 PM
seminaristi
[color=#CC0000][size=6]ნეტარ არი... May 8 2008, 04:38 PM
kato_Bato :wub:
იმსჯელეთ სიყვარ... May 7 2008, 07:43 PM
დავით ივერიელი
და შენ რა იცი ცდომ... May 7 2008, 10:24 PM
მარიამი
და შენ რა იცი ცდომი... May 7 2008, 10:41 PM
თათარაშვილი
და შენ რა იცი ცდომი... May 16 2008, 12:13 AM
saria-giorgi თავი1
ლათინთა უმნი... May 8 2008, 10:49 AM
saria-giorgi ქვეთავი პირველი
... May 8 2008, 11:32 AM
saria-giorgi ქვეთავი მეორე
დოგ... May 8 2008, 12:39 PM
დავით ივერიელი
არა ახლა ზუსტად ფი... May 8 2008, 04:05 PM
saria-giorgi
არა ახლა ზუსტად ფი... May 8 2008, 05:00 PM
seminaristi
არა ახლა ზუსტად ფი... May 8 2008, 05:06 PM
kato_Bato კორექტულად ისაუბრ... May 8 2008, 05:11 PM
saria-giorgi
კორექტულად ისაუბრ... May 8 2008, 05:13 PM
დავით ივერიელი შიიტიზმმა მოიკიდა ... May 8 2008, 05:31 PM
seminaristi
seminaristi
საქართველოს... May 10 2008, 10:40 AM
კანონისტი დავით ივერიელი
:არ... May 8 2008, 05:48 PM
ალექსანდრე დავით ივერიელი
აი... May 9 2008, 10:43 PM
saria-giorgi გაგრძელება "პაპი... May 10 2008, 11:06 AM
დავით ივერიელი
:D თუ ევქარისტიულ კ... May 11 2008, 11:19 PM
seminaristi
:D თუ ევქარისტიულ კ... May 14 2008, 05:14 PM
sergi_glaxa პაპი რა თქმა უნდა ც... May 14 2008, 05:18 PM
saria-giorgi
პაპი რა თქმა უნდა ც... May 14 2008, 05:22 PM
sergi_glaxa saria-giorgi
ანუ პატრიარქს... May 14 2008, 05:24 PM
saria-giorgi
saria-giorgi
ანუ პატრიარქ... May 15 2008, 10:53 AM
კანონისტი sergi_glaxa
თავისთავად May 14 2008, 06:43 PM
sergi_glaxa saria-giorgi
გეთანხმები
... May 15 2008, 11:55 AM
saria-giorgi დღეს თუ მოვიცალე გ... May 15 2008, 12:43 PM
დავით ივერიელი
აბა რატომ გამოვიდ... May 16 2008, 12:05 AM
მნათე
ცინიზმი? ვფიქრობ უ... May 16 2008, 12:06 AM
მნათე
სიმართლისთვის ამ... May 16 2008, 12:21 AM
თათარაშვილი
სიმართლისთვის ამა... May 16 2008, 12:24 AM
მნათე
არქიმედეს წარმარ... May 16 2008, 12:27 AM
თათარაშვილი
არქიმედეს წარმართ... May 16 2008, 12:32 AM
მნათე
დარწმუნებული ხარ ... May 16 2008, 12:41 AM
saria-giorgi ქვეთავი მე-3 ... May 16 2008, 05:23 PM
saria-giorgi ე''სულიწმიდის'... May 17 2008, 12:18 PM
saria-giorgi ქვეთავი-4 სწავლება ... May 29 2008, 10:41 AM
saria-giorgi ქვეთავი -5 [u]წმიდათა... May 29 2008, 11:39 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 05:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი