ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
xornabujeli |
Jun 2 2008, 09:37 PM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ციტატა იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან? მოკლედ ეს ვფიქრობდი დაგაინტერესებდათ... იხარეთ კაიროსი. ვერ დაგეთანხმები კაიროს,რომ ხატი კურთხევის გარეშეც სიწმიდეა,მოდი ერთად გავადევნოთ თვალი ციტატას, აწ გარდაცვლილ მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელისას,რომელიც მან ერთ-ერთი ქადაგებისას წარმოთქვა. ციტატა: მახსენდება, რომ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მღვდლობაზე საუბრის შემდეგ ერთმა სტუდენტმა მკითხა: „როგორ შევუთანხმოთ ის, რაც თქვენ მღვდლის ადამიანური სისუსტის შესახებ თქვით, იმას, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ მღვდელი ხატია?“ მე მას ვუპასუხე (შესაძლოა, ძალიან უკმეხადაც): „იცი კი, რა არის ხატი? ეს არის დახატული დაფა და სანამ იგი არ იკურთხება, მხოლოდ ხე და საღებავია. მას შემდეგაც, როცა იგი იკურთხება, იგი სიწმიდეა (მისთვის, ვინც მის წინ დგას) იმით, რომ საეკლესიო სიწმიდეთა საიდუმლოებაშია. ადამიანი მასში ხატს ხედავს ამ სიტყვის სრული გაგებით მაშინ, როცა შეუძლია, არა ხაზები და საღებავი დაინახოს, არამედ თითქოს მისი, როგორც გამჭვირვალე შუშის წინ იდგეს ქრისტე მაცხოვარი ანდა დედა ღვთისა.“ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ხატი, გარკვეული აზრით, ჩვენთვის გამჭვირვალე უნდა გახდეს; უნდა ვისწავლოთ, რომ ვიდგეთ ხატის წინ და ხატს კი არ ვხედავდეთ, არამედ მაცხოვრის ყოფნას შევიგრძნობდეთ. წმიდა იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს - როცა ლოცვა გინდა, დადექი ხატის წინ, დახუჭე თვალები და ღვთის წინაშე ილოცე... რატომ უნდა დავდგეთ ხატის წინ იმისათვის, რომ თვალები დავხუჭოთ? იმიტომ, რომ მხოლოდ რწმენის სულიერი თვალებით შეგვიძლია ურთიერთობა ქრისტესთან, დედა ღვთისმშობელთან და წმიდანებთან, რომლებიც მასზე არიან გამოსახულნი. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი