ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
guest |
Jun 2 2008, 10:58 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ვინც შლანგებშეერთებული სუნთქავს, ყველა ცოცხალი არ არის აბა რა არის შენთვის ცოცხალი? თუმცა, აქ შენთვის და ადამიანისთვის რაა ცოცხალი იმაზე არ მიდის საუბარი,არამედ უფლისთვის სადამდეა ცოცხალი . ციტატა და მემგონიცოტა სხვა რაღაცაზე ვკამათობთ ტვინის სიკვდილი, როგორც კრიტერიუმი კარგა ხანია განიხილება და ჯერ მსოფლიო ბიომედიკოსებს ვერ დაუმტკიცებიათ ხელაღებით, როდის ითვლება კომაში მყოფი ადამიანი მკვდარად და როდის არა. მითუმეტეს... გამოდის რომ არ არის ექიმი დარწმუნებული თუ მკვდარია (ან ცოცხალი) და ამას აკეთებს მისი ხელით, ანუ კლავს პაციენტს. ციტატა ახლა დავუბრუნდები წინას: ბევრჯერ დავსვი შეკითხვა და გვერდის ავლით სხვა ნათქვამებზე გაამახვილეტ ყურადღება, არადა ტქვენი ვერსიები მაინტერესებს. ციტატა აპარატები ძალიან ცოტაა საქართველოში. და უკვე დაკავებულია ავადმყოფით, რომელიც აბსოლუტურად უიმედოა, უბრალოდ დევს და აცოცხლებენ მცენარესავით. და ამ დროს შემოიყვანეს პაციენტი, რომლის გადარჩენის შანსიც გაცილებით მეტია და მას ეს დანადგარები სასწრაფოდ ჭირდება, ჭირდება გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომ ტვინი არ მოკვდეს (არადა ეს დალოცვილი ევოლუციურად ყველაზე ახალი წარმონაქმნია და უჟანგბადობას ყველაზე ცუდად იტანს). რა ქნას ექიმმა? აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ აპარატის უქონლობის გამო ექიმი ვერ აერთებს ავადმყოფს შესაბამის აპარათთან, არამედ უკვე მიერთებულს რომ უთიშავენ. ასე რომ, ჩემი ვერსიაა ესაა: ნუ ჩავერევით უფლის საქმეში, იმან უკეთ იცის როდის წაართვას ადამიანს სიცოცხლე. როცა პაციენტი იღუპება უაპარატობის ან უწამლობის გამო, ეს ევთანაზია არ არის, არამედ უბედური დამთხვევა და ბევრ შემთხვევაში დაუდევრობა, თუ არა გულგრილობა...ეს უკანასკნელი კი ცხადია იმ დროს, თუ მაინც არსებობს რაღაც გამოსავალი და არ შველის ავადმყოფს მაქსიმალურად, არ იყენებს ყველა შესაძლებლობას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი