საზღვარგარეთის ქართული სიახლენი..., ინფორმაციები... აფიშები... ცნობები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზღვარგარეთის ქართული სიახლენი..., ინფორმაციები... აფიშები... ცნობები... |
k@the |
May 21 2008, 03:39 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ვფიქრობ, რომ ასეთი თემა საჭიროა განყოფილებაში...
გავუზიაროთ ერთმანეთს ახალ-ახალი ინფორმაციები ქართველების მონაწილეობით, ქართველების მიერ/ ან საქართველოს საპატივსაცემოდ, საზღვარგარეთ მოწყობილ სამეცნიერო თუ კულტურულ ღონისძიებათა შესახებ. ხოლო შემდეგ, ვისაც ხელი მიგიწვდებათ, შედეგების მოკლე შეჯამებაც აქვე ვიხილოთ აბა იაქტიურეთ... რაღაც ინფორმაციები მეც მაქვს და დავწერ მალე... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 3 2008, 05:31 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ ინფორმაციის მოწოდებისათვის, დიდი მადლობა ჩვენს ფორუმელ Bodbeli -ს
ძ ვ ი რ ფ ა ს ო თ ა ნ ა მ ე მ ა მ უ ლ ე ნ ო ! კვირას, 8 ივნისს, 18:00 საათზე გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე! შეხვედრის მონაწილეებს მიესალმებიან გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და საქართველოს მეგობრები. მოწვეულ საპატიო სტუმართა შორის არიან მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი თამაზ ლომიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ბატონი ლევან დუჩიძე, გერმანიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბატონი პეტრე ჰილებრანდი, სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარეები ბატონები ვახტანგ ჩხაიძე და ქრისტეფორე კირკიტაძე, სათვისტომოს საპატიო წევრები ქალბატონი თინა პატარიძე, ქალბატონი ელიზაბეთ გასთი, ქალბატონი თამარ და ბატონი რიხარდ ვესტები, ბატონი ექვთიმე ენდელაძე და კონკურსის – “გერმანიის საუკეთესო ქართველი სტუდენტი 2008” – სპონსორი კომპანიის დირექტორი ბატონი მარკუს რაინდლი. ასევე მოწვეულები არიან გერმანიაში მოქმედი ქართულ-გერმანული საზოგადოებების წარმომადგენლები. ზეიმზე გერმანიის 2008 წლის საუკეთესო ქართველ სტუდენტს მიენიჭება “წლის საუკეთესო სტუდენტის” წოდება და გადაეცემა ფულადი საჩუქარი. აქვე გაეცნობით საქართველოში, მესხეთში, სათვისტომოს მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის “გერმანია მეგობრების ქვეყანა” გამარჯვებულ მოსწავლეს, რომელიც სათვისტომოს მიერ დაჯილდოვდა 2 თვით გიმნაზიაში სწავლის შესაძლებლობით მიუნხენში. ტრადიციისამებრ მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიასთან არსებული გუნდი და საკვირაო სკოლის მოსწავლეები. წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები. მოეწყობა საგამოფენო კუთხე აფხაზეთის ცნობილი მოვლენებისა და კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობის ასახვისათვის, ასევე მოგაწვდით ინფორმაციას რუსეთის გააქტიურებული აგრესიული პოლიტიკის შესახებ საქართველოში. ზეიმს დაასრულებს ტრადიციული ბუფეტი და სასმელები. ბოლოს კი მოეწყობა ახალგაზრდული დისკოთეკა. გთხოვთ მობრძანდეთ! პატივისცემით, ლერი დათაშვილი გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ზეიმი გაიმართება შემდეგ მისამართზე: St. Severin Kirche, Poststrasse 8, 85748 Garching (bei München) (ამოხვალთ U6-ის გაჩერება “Garching”-ის “Rathaus”-ის მხრიდან, +350მ. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 01735849058) კონცერტზე დასწრების ფასია 10 ევრო. (სტუდენტებისა და Au-Pair-ებისათვის - 5 ევრო). ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება დარბაზის შესასვლელთან. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი