ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
guest |
Jun 3 2008, 08:44 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
უფლისთვის სადამდეა ცოცხალი, ვერც მაგას გავიგებთ მითუმეტეს, ამიტომ არ უნდა ვეკვეხოთ მის გადაწყვეტილებაში. ციტატა ეს ასე ნამდვილად არ არის ადამიანს ცხოვრების მანზილზე ბევრი უბედური შემთხვევა ხვდება და უფლის ნება არ არის მისი მსხვერპლნი გავხდეთ, ხომ მართალია? უნდა ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის. რა არ არის ასე ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე რისი თქმა გინდა. გადარჩენისთვის ვიბრძოლოთო ამბობ და თანახმა ხარ ევთანაზიაზე? თან პა ხოდუ ამბობ, რომ არავინ უწყის როდისაა ადამიანი მკვდარი (ანუ ამოდის სული) და მერე ამბობ, რომ კომაში მყოფები არ ითვლებიან ცოცხლად და დასაშვებია მათი "მოკვლა" ანუ სულის ბოლომდე ამოსვლაში რომ მივეხმაროთ. კელა, მე არ მესმის შენი ლოგიკა, ურთიერთსაწინააღმდეგოა შენი დებულებები. იქნებ ვერ გადმოგვეცი ისე, როგორც ფიქრობ, დაალაგე და მერე გავაგრძელოთ პ.ს. ნებისმიერ ვარიანტში, იქნება ეს უბედური შემტხვევა თუ ბედნიერი, ადამიანის სულის უფალზე მიბარება არის მხოლოდ უფლის საქმე და გადასაწყვეტი. (ბედისწერას თუ გულისხმობ, მაგაზე უამრავგვერდიანი თემაა და იქ იხილე) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი