ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
კელა |
Jun 3 2008, 09:00 PM
პოსტი
#2
|
mari ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 18-April 08 წევრი № 4,588 |
ციტატა რა არ არის ასე ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე რისი თქმა გინდა. გადარჩენისთვის ვიბრძოლოთო ამბობ და თანახმა ხარ ევთანაზიაზე? იმის თქმა მინდოდა, რომ შენ თქვი, ციტატა როცა პაციენტი იღუპება უაპარატობის ან უწამლობის გამო, ეს ევთანაზია არ არის, არამედ უბედური დამთხვევა და ბევრ შემთხვევაში დაუდევრობა, თუ არა გულგრილობა... ესდა მე გითხარი, რომ უბედურ შემთხვევებს არ უნდა შევურიგდეთ და არ უნდა მივიყვანოთ უბედურამდე-მეთქი. ანუ ჩემთვის, როგორც მედიკოსისთვის, პერსპექტიული პაციენტი უფრო პრიორიტეტულია ამ შემტხვევაში ციტატა კელა, მე არ მესმის შენი ლოგიკა, ურთიერთსაწინააღმდეგოა შენი დებულებები. იქნებ ვერ გადმოგვეცი ისე, როგორც ფიქრობ, დაალაგე და მერე გავაგრძელოთ ხო რაღაც მეც დავიბენი, მაგრამ იმედია გასაგებად დავწერ ამის მერე -------------------- "არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი