გავეცნოთ ერთმანეთს. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავეცნოთ ერთმანეთს. |
Mama Davithi |
Jan 5 2007, 04:05 AM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 24 რეგისტრ.: 5-January 07 წევრი № 793 |
ღმერთმა დაგლოცოთ!!
დღეს შემთხვევით წავაწყდი ამ ფორუმს, ყურადღებით გადავავლე თვალი თემებს, შეტყობინებებს და თქვენმა აქტიურობამ ძალიან გამახარა. ინტერნეტში ქართული მართლმადიდებლური ფორუმის არსებობა, აუცილებელი დროული და საჭირო საქმეა! ღმერთმა გაგახაროთ!! ვფიქრობ ურთიერთგაცნობის თემის არსებობა საჭიროა... კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან... მე გახლავართ, მღვდელი დავითი დათუაშვილი, გლდანის ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი. ვარ 49 წლის მყავს მეუღლე, ორი ხორციელი და მრავალი სულიერი შვილი. მიყვარს საეკლესიო ხელოვნება და თავისუფალ დროს ვცდილობ გავიღრმავო ცოდნა ამ დარგში... ეხლა თქვენ დაწერეთ თქვენს შესახებ.[b] |
ალექსანდრე |
Jan 5 2007, 04:36 AM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
Mama Davithi
დაგვლოცეთ მამაო, ძალიან სასიხარულოა ჩვენი ფორუმელებისათვის და პირადად ჩემთვის თქვენი აქ შემობრძანება და ნამდვილად ღვთის წყალობაა ჩვენთვის რომ მოძღვრებიც მიიღებთ მონაწილეობას საუბრებში. თქვენი მონაწილეობა ჩვენი ფორუმისათვის მართლაც ძალიან საჭიროა. ღმერთმა გაგაძლიეროთ. მე ალექსანდრე მქვია, 23 წლის , ვარ მიქაელ მტავარანგელოზის ეკლესიის მრევლი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი