![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ამ დისკუსიას თვალს რომ ვადევნებ, შთაბეჭდილება მექმნება, რომ მთელი ეს მოჩვენებითი პრობლემები წარმოქმნილია იმის ვერგაგებიდან, თუ რა არის პირველმამისეული ცოდვა და რა არის უყვედრებელი ვნებულებები.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზურა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
ამ დისკუსიას თვალს რომ ვადევნებ, შთაბეჭდილება მექმნება, რომ მთელი ეს მოჩვენებითი პრობლემები წარმოქმნილია იმის ვერგაგებიდან, თუ რა არის პირველმამისეული ცოდვა და რა არის უყვედრებელი ვნებულებები. გამარჯობა კეთილო ![]() შეიძლება მასეცაა. ამის გასარკვევად უპრიანი იქნებოდა ვრცლად გესაუბრა ამის შესახებ და სასურველია მარტივად აღსათქმელი ენით, რომ თუნდაც მე უვიცმა, შევძლო ჩავწვდე ამ სიღრმეებს. დასაწყისში გავიმეორებ კითხვას: - როგორი ბუნება მიიღო ნებაყოფლობით ქრისტემ? ჩვენნაირი ანუ ადამიანის დაცემული ბუნება... თუ ადამის მსგავსი, რომელიც მოკლებული იყო ჩვენს განცდებს (მათ შორის სიკვდილიც) ალბათ აჯობებს ამაზე პასუხით დაიწყოთ მსჯელობა, რომ ჩვენთვის მარტივი იყოს. წინასწარ მადლობთ. უფალმა დაგლოცოთ! p.s. ვინცობაა შემაგვიანდეს, რადგან გავდივარ; მაგრამ აუცილებლად გამოგეხმაურებით. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
Sotiris |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
შეიძლება მასეცაა. ამის გასარკვევად უპრიანი იქნებოდა ვრცლად გესაუბრა ამის შესახებ და სასურველია მარტივად აღსათქმელი ენით, რომ თუნდაც მე უვიცმა, შევძლო ჩავწვდე ამ სიღრმეებს. ![]() ირონია არ არის აქ საჭირო. პრობლემა კი აი რაშია: მოდიხართ ამ ფორუმზე და პოსტავთ ისეთ დოგმატურ საკითხზე, რომელმაც შეიძლება ბევრი დამწყები მართლმადიდებელი დააბრკოლოს (შეგახსენებთ, ფორუმს თითქმის 800 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს). დაწვრილებით პასუხს ვერ გაცემთ, რადგან არ მცალია. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა არის პირველმამისეული ცოდვა. ამაზე არსებობს წმ. იუსტინე პოპოვიჩის ნაშრომი "О первородном грехе". ასევე შეგიძლიათ ნახოთ კლასიკური რუსული დოგმატური ღმრთისმეტყველების სახელმძღვანელოები (ზოგი კი მათზე ცხვირს იბზუებს, მაგრამ ეს უფრო მათი პრობლემაა). თქვენ კი ასე ჩანს პირველმამისეულ ცოდვას ათანაბრებთ უყვედრელ ვნებულებებთან, რაც მეტად უცნაური სწავლებაა. მას მერე რაც გაარკვევთ რა არის პირველმამისეული ცოდვა, მერე გეტყვით, რომ მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე არის აბსოლუტურად უცოდველი, პირველმამისეული ცოდვის არმატარებელი (და ეს გამონაკლისი ხდება იმიტომ, რომ მისი ჩასახვა ზებუნებრივი გზით მოხდა, წმ. იუსტინე: Наследственность первородного греха всеобща, ибо никто из людей не изъят из этого, кроме Богочеловека Господа Иисуса Христа, рожденного вышеестественным образом от Святой Девы и Духа Святого...). ესაა მამათა სწავლება და ამასვე გვეუბნებიან მეექვსე მსოფლიო კრების მამები (დიდმან ამან და ყოველთა ქალაქთა და სოფელთაგან ნებითა და მადლითა ღმრთისაჲთა და ბრძანებითა მორწმუნისა და ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესითა შემოკრებულმან ღმრთივდაცვულსა სამეუფოსა ქალაქსა მეექუსემან კრებამან ტაძარსა დიდისა პალატისასა ესრეთ აღწერა და განაწესა და ამას იტყჳს: ღმრთისა და მამისა მხოლოდშობილი ძჱ და სიტყუაჲ, რომელი-იგი ყოვლითურ მსგავს ჩუენდა იქმნა, თჳნიერ ცოდვისა...). ეს აბსოლუტურად ცხადია წმ. იოანე დამასკელის სწავლებიდანაც (აი რატომ არ არის საჭირო კონტექსტიდან ცალკეული ციტატების ამოგლეჯა და იმათიც კი ვერგაგება): "უცოდველი იყო ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რადგან "ცოდვა არ ჩაუდენია მას", "ვინც აზიდა ქვეყნიერების ცოდვა", "არცთუ მზაკვრობა პოვნილა მის პირში" (1 პეტრ. 2,22; იოან. 1,29). ამიტომ, არ ექვემდებარებოდა იგი სიკვდილს, რადგან სიკვდილი ცოდვის მიერ შემოვიდა ქვეყნად. ამრიგად, იგი კვდება, თავს იდებს რა ჩვენთვის სიკვდილს და სწირავს რა თავის თავს მსხვერპლად ჩვენს გამო მამას, რადგან მისდამი ვცოდეთ და მას მართებდა ჩვენს გამო გამოსასყიდის მიღება, რომ ამ სახით გამოვხსნილიყავით დაწყევლისგან" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი სამოცდამეთერთმეტე). ამრიგად დამასკელის სწავლებით რა გამოდის? მაცხოვარმა მიიღო უყვედრელი ვნებულებანი, სიკვდილს კი, როგორც სრულიად უცოდველი და პირველმამისეული ცოდვის არმატარებელი, იგი არ ექვემდებარებოდა, არამედ ჩვენთვის თავს-იდვა (სიკვდილი ამქვეყნად სწორედ ადამის ცოდვით დაცემის გამო შემოვიდა: ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (ჰრომ. 5,12)). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მგონი აქ საკითხი ეხება უფრო იმის გარკვევას, თუ რა არის ხსნა.
რა დაზიანდა თავდაპირველად? დაზიანდა ადამიანის ნება და შედეგად საჭირო იყო ამ ნების განკურნება. ახლა სმის კითხვა: კი მაგრამ როგორი გზით არის შესაძლებელი ასეთი დაზიანებული ნების განკურნება? 1. აღება თავად ამ დაზიანებული ნებისა-მისი შეთვისება და შემდეგ გამოხსნა 2. თავისუფალი დაუზიანებელი ნების აღება და ხსნა პირველ შემთხვევაში თუ ნება დაზიანებულია, თავად ამ კატეგორიის განმარტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაზიანებული ნებით დაუზიანებლისკენ მისვლა, რადგან ის აპრიორი გამორიცხავს თავის თავში დაუზიანებლობას. მეორე შემთხვევაში ისმის კითხვა: თუ აიღო დაუზიანებელი,მაშინ რისგან გვიხსნა? ეს საკითხი გასაშლელია კიდევ უფრო. რა არის ხსნა? ა) აღება დაზიანებული ნების და მისი მოშორება, თუ ბ) არა დაზიანებულის? ა) ამ შემთხვევაში გამოდის, რომ იესო ვერ დადგებოდა ადამისეული არჩევანის წინაშე, რაც ფუნდამენტია ცოდვის გააზრებისთვის ბ) ეს შემთხვევა გვაძლევს სრულად წარმოვიდგინოთ იესოს გზა როგორც გზა ადამისა, რომელიც განსხვავებით თავად ადამისგან, იესომ დაძლია...ამიტომაც ეწოდება იესოს ახალი ადამი, ანუ ის იგივე საწყის პირობაში დგება და გადის სრულიად, მთელ გზას ხსნისა და ცდუნების შესაძლებლობისა, რომელიც მან არ დაუშვა,რითიც პირველი ადამის შეცდომა გამოასწორა. კიდევ ერთი მომენტი: თუ იესომ მიიღო დაზიანებული ნება,მაშინ ამ ნებით მღება ჯვარცმისა იქნებოდა შეუძლებელი (რადგან ეს ნება დაზიანებულია და გაუგებარიცაა იესოს განკაცება), რაც ავტომატურად გამოიწვევდა მის ნებაზე იესოს ღმრთაებრიობის ძალადობას, ეს კი ცალსახად გადასაგდებია. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
მგონი აქ საკითხი ეხება უფრო იმის გარკვევას, თუ რა არის ხსნა. რა დაზიანდა თავდაპირველად? დაზიანდა ადამიანის ნება და შედეგად საჭირო იყო ამ ნების განკურნება. ცხადია მხოლოდ ნება არ დაზიანებულა (მიტრ. მაკარი, მართლმადიდებლურ-დოგმატური ღმრთისმეტყველება, მოსკოვი, 1993, ტ. 1, გვ. 476-510). ციტატა პირველ შემთხვევაში თუ ნება დაზიანებულია, თავად ამ კატეგორიის განმარტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაზიანებული ნებით დაუზიანებლისკენ მისვლა, რადგან ის აპრიორი გამორიცხავს თავის თავში დაუზიანებლობას. ადამის ცოდვის ერთერთი შედეგია ჩვენი ნების მიდრეკილება უფრო ბოროტისაკენ ვიდრე კეთილისაკენ, თუმცა ცხადია რაოდენ სუსტიც არ უნდა იყოს ჩვენი ნება, მისი თავისუფლება მაინც არ გამქრალა. (მიტრ. მაკარი, მართლმადიდებლურ-დოგმატური ღმრთისმეტყველება, მოსკოვი, 1993, ტ. 1, გვ. 507-509). მკრეხელობაა იმის ფიქრი, რომ მაცხოვრსაც ჰქონდა მიდრეკილება ბოროტებისაკენ. მაცხოვარი იყო აბსოლუტურად უცოდველი, არ იყო რა მატარებელი არც პირველმამისეული, არც პირადი ცოდვებისა (მიტრ. მაკარი, მართლმადიდებლურ-დოგმატური ღმრთისმეტყველება, მოსკოვი, 1993, ტ. 2, გვ. 59-61). უფრო მეტიც, მამათა სწავლებით მაცხოვარს არ შეუძლია სცოდოს, იგი თავისუფალია ყოველი ხორციელი ზრახვისაგან, ცოდვისკენ მიდრეკილებისგან და შინაგანი ცდუნებისაგან (იხ. იქვე, გვ. 61). სწორედ ამიტომ მეხუთე მსოფლიო კრების მამებმა ანათემას გადასცეს თეოდორე მოფსუეტელი, რომელიც ასწავლიდა, რომ მაცხოვარი არ იყო თავისუფალი შინაგანი ცდუნებებისგან და ვნებებთან ბრძოლისაგან (იხ. იქვე). მაგრამ მაცხოვარმა უყვედრელი ვნებულებები კი მიიღო, ე.ი. შიმშილი, წყურვილი, დაღლა და მისთ. (იხ. იქვე, გვ. 47). ამდენად მაცხოვარმა ყოველმხრივ ჩვენნაირი კაცობრივი ბუნება მიიღო, თვინიერ ცოდვისა (იხ. იქვე, გვ. 46-47). ციტატა რა არის ხსნა? ა) აღება დაზიანებული ნების და მისი მოშორება, თუ ბ) არა დაზიანებულის? ა) ამ შემთხვევაში გამოდის, რომ იესო ვერ დადგებოდა ადამისეული არჩევანის წინაშე, რაც ფუნდამენტია ცოდვის გააზრებისთვის ბ) ეს შემთხვევა გვაძლევს სრულად წარმოვიდგინოთ იესოს გზა როგორც გზა ადამისა, რომელიც განსხვავებით თავად ადამისგან, იესომ დაძლია...ამიტომაც ეწოდება იესოს ახალი ადამი, ანუ ის იგივე საწყის პირობაში დგება და გადის სრულიად, მთელ გზას ხსნისა და ცდუნების შესაძლებლობისა, რომელიც მან არ დაუშვა, რითიც პირველი ადამის შეცდომა გამოასწორა. ეს სოტერიოლოგიური კონცეფცია რაღაც არასრულფასოვნად მეჩვენება, სად არის აქ საუბარი ჯვარცმაზე, სიკვდილზე, სამდღე დაფლვასა და აღდგომაზე? ღმრთაებრივი განგებულების საქმე მხოლოდ განკაცება და ეთიკური მაგალითია? საბოლოო ჯამში ალბათ დაგეთანხმებით, თუ საჭირო განმარტებებს გააკეთებთ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სოტირის, მე ახლა მართლა ფორუმზე კი არ ვარ მიბმული
![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი