![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი პირადი გამოცდილება, ლოცვის ძალის შესახებ. ვფიქრობ ლოცვა დამოკიდებულია ჩვენი რწმენის ხარისხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ რისი შეცვლა შეუძლია ჩვენს ლოცვას, ან იმისთვის, რაც გარდუვალია რა საჭიროა ლოცვა, ან რისი შეცვლა სეუძლია ამისთანა შემთხევაში ლოცვას
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
ხათუნა |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 ![]() |
რა თქმა უნდა მეც გეთანხმებით ყველას, ლოცვას მართლაც სასწაული შეუძლია. რწმენით ლოცვას. პირადად მე მამაო ჩვენო ყოველთვის მშველის, თუ რაღაცის შემეშინდება, თუ უცებ მჭირდება ძალა (ან გაძლების ან თავშეკავებისთვის) და ა.შ.
მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვებით. ოღონდ ძალიან გთხოვთ თუ ან გამოთქმა ან შეფასება შემეშლება ნუ დამძრახავთ არც თუ დიდი გამოცდილება და ცოდნა მაქვს და ჩვეულებრივი მიწიერი ენით დავწერ. რამდენიმე წლის წინ (5-6 ალბათ) ჩემი შვილის ნათლიამ მომიტანა სანთელი და მითხრა 12 სახარებისაა და გამოიზოგეო, ავადმყოფისთვის დაანთეო ან გასაჭირისთვისო, მოკლედ ნელ ნელა გამოიყენე ერთბაშად არ დაწვაო რომ დიდხანს გქონდესო. დავდე ეს სანთელი და აღარც გამხსენებია. ერთხელაც მოხდა ისე რომ ძალიან გამიჭირდა სასოწარკვეთილებამდე მივედი. არ არსებობდა საშველი და გამახსენდა ის სანთელი რომელიც უკვე დამტვერილი იდო სასწრაფოდ დავანთე და არც კი ვიცოდი რა ლოცვა უნდა მეთქვა , ჩემი სიტყვებით უბრალოდ ვთხოვდი ღმერთო მიშველე თქო. და გადამარჩინა. იმ წუთასვე ვიგრძენი რომ მარტო არ ვარ და უკვე ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის მერე უკვე ამდენ იწელია ეს სანთელი მაქვს და თუ მართლა გამოუვალი მდგომარეობაა. როდესაც უფლის მეტი ვერაფერი გიშველის დამინთია მითხოვია და ყოველთვის დამხმარებია. ოღონდ თუ ერთი % მაინცაა რომ არსებობს რაიმე საშველი ანუ შემიძლია მე გავისარჯო და რაღაც გამოვასწორო ან თუ ავადმყოფია ვინმე შეუძლიათ ექიმებს შველა და იმედი არის ( რა თქმა უნდა ისევ ღვთის ნებით) მაშინ არ ვაწუხებ და არ ვთხოვ. ამ სანთელს ვანთებ მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა გამოსავალი აღარაა, როცა მართლა ღვის სასწაულია საშველი. ვიც ისაქმე აქ სანთელში არაა და რა მნიშვნელობა აქვს რომელი სანთელია , მთავარია რა გულით ილოცებ ეს უბრალოდ კონკრეტული ფაქტი იყო და ასე მოხდა რომ ამ სანთელს დაემთხვა, მეც რაღაც ჩემი რიტუალივით მაქვს რომ ასეთ გასაჭირში ამ სანთელს ვანთებ.( მგონი არაფერს ვაშავებ არა?) ერთი მოძღვარს უნდა ვკითხო არასდროს მისაუბრია ამაზე . ![]() -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი