რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
marine |
Apr 24 2007, 01:43 PM
პოსტი
#201
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო საყვარელო ფორუმელებო, მოდით, აქ განვათავსოთ და ამით ერთმანეთს გავუზიაროთ ყველა ის ინფორმაცია, რაც აქამდე არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ, წიგნში ან ჟურნალში ამოვიკითხეთ და დაგვაინტერესა..
პილატემ დანაპირები შეასრულა "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკდვრეთით.." ბერძენმა ჰერმედიუსმა, იუდეის მმართველთა ოფიციალურმა ბიოგრაფმა, აღწერა პილატეს ცხოვრება. საინტერესოა, რომ ჰერმედიუსი თავიდან ქრისტეს მოწინააღმდეგე იყო და იგი მატყუარად მიაჩნდა. აი, რას წერს იგი პილატეს შესახებ: ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი, მეორე მხარეს პილატეს მცირე გამოსახულებებით. ქრისტეს განსჯის დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა ქმარს ხალხი გაუგზავნა და სთხოვა სიცოცხლე შეენარჩუნებინა ქრისტესთვის, ცოლმა ჰკითხა პილატეს: "რით გამოისყიდი შენს დანაშაულს, თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება და არა დამნაშავე?" პილატემ უპასუხა: "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ის იქნება, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე." უნდა აღინიშნოს , რომ რომაელებისთვის უდიდეს პატივი იყო მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა. როგორც ბიოგრაფი ჰერმედიუსი ამბობს, ყველაზე გასაოცარია, რომ პილატემ დანაპირები შეასურლა. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან, მართლაც, აღარ აღაბეჭდვინა თავი მონეტაზე. ჰერმედიუსის მონათხრობს სრულებით ადასტურებს თანამედროვე ნუმიზმატიკის მონაცემები. იმ დროიდან მოყოლებული მონეტებს იერუსალიმში ჭრიდნენ მხოლოდ კეისრის გამოსახულებით, პონტოელი პილატეს გამოსახულების გარეშე." "საპატრიარქოს უწყებანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
neo |
Jun 4 2008, 10:44 AM
პოსტი
#202
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ეგ რასა ქვია ? ალბათ იმას გულისხმობ რაც ზემოთ გელათელმა დაწერა, მოკვდა ეგ ამბავი ძველასავე აღთქმაში აღარ მოვკვითხავო ამბობს უფალი , საერთოდ ეგ ძალიან ღვთისმეტყველური საკითხებია, ადრეც ვისაუბრეთ, მაგრამ მზად ვარ თავიდან ამოვწიოთ ეგ საკითხები... მანამ კი გაOFFდა აქაურობა არა მაგას არ ვგულისხმობ ეს არის არის არა უშუალოდ ცოდვა, არამედ მიდრეკილება ცოდვისაკენ, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის... წმინდა წინაპრების არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებიდა ყოველთვის ქრისტიანობაში, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდენ ხოლმე ვინ იყვნენ მშობლები, ასევე ყველა დროის ყველა ხალხი ანიჭებდა მნიშვნელობას ,,გვარიშვილობას" და ამის კლასობრივი წყობა არ იყო, პირიქით შესაძლოა კლასობრივი წყობის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ეს... ანუ, ,,კვიცი გვარზე ხტისოო" - რაც ამ ანდაზას უდევს საფუძვლად იმაზე ვამბობ, თუმცა ეს არ გულისხმობს რომ კვიცს პასუხი მოეთხოვება მისი წინაპრებზე, არამედ ნიშნავს რომ მას იმ ცოდვებთან ბრძოლა განსაკუთრებიტ გაუჭირდება რასაც მისი წინაპრები მისდევდნენ... ეს მარტო ცოდვაზე არ ვრცელდება, წმინდა მშობლების შვილებს გაცილებით უიოლდებათ ბრძოლა ცოდვებთან ვიდრე არაცმინდა მშობლების შვილებს... ნაყოფი ასეთი მსჯელობისა ვფიქრობ რომ კეთილია: როცა არცევანს ვაკეთებ სიკეთესა და ბოროტებას შორის უნდა მახსოვდეს რომ ეს არჩევანი უშუალო გავლენას პოვებს ჩემ შტამომავლობაში, მათ მიდრეკილებებში სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი