ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
georgianeli |
Jun 4 2008, 06:15 PM
პოსტი
#2
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ყაყაჩოსგვარა თავადის, ლადო ასათიანის გენიალური ლექსი: "ვაჟა-ფშაველას ნაამბობი"
კითხულობს ეროსი მანჯგალაძე ვინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო? ნუთუ სხვა რამე, სიმღერის გარდა, ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას? ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთან გამიჯნურება მჩვევია ლექსად? უმეგობრობა არ მიგლოვია და არც მოლექსე მყავს წინაპარი. მე ზღაპარი თუ გამიგონია, ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი, და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს, ჯიში გმირული, ჯიში ქართული, ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო, სატევარით და ცხენით განთქმული. მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ, მიტომ არ მიყვარს მე არტახები და მიტომ ვარგვარ ადამიანად. მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარში და უცოდველი სისხლი მადინა, სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი და მწვერვალები გადინადირა. მას შემდეგ ბევრის მკლავი ავცელე, შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც, და ვიდრე ლექსად არ გადავწერე, მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა. ბაბუაჩემმა ბუნების კარი გამიღო ოხვრით და სიმძიმილით და შთამაგონა, რომ ლექსი არის კაცის და ქვეყნის გულისტკივილი. მან შემაყვარა სამშობლო ჩემი, რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა, მან შემაყვარა ბუნების ცრემლი და სალამურიც მან შემაყვარა. სამშობლოს ტრფობით გული დავსერე, მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული და ვიდრე ლექსად არ გადავწერე, მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული. ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი და გაანათა ჩემი კაცობა, და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა. ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა, და ჩემი გულის გმირული კვნესა მარტოდენ ლექსმა გაიზიარა. მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს რომ ლექსი თვითონ ტკივილი არი. და რადგან მერგო ვიყო პოეტი -- ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო, რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა, ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, - მჯერა, ამ დიად ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად! 1940 -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 03:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი