აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
tati87 |
Jan 5 2007, 03:57 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
იმ შემთხვევაში თუ ქალს არ უნდა აბორტის გაკეთება და მას ძალით აკეთEბინებენ(თუნდაც დედამთIლი ან ვინმე სხვა) და ის ქალი ძალიან ცუდადაა იმის გამო რომ მან საკუთარი შვილი გაიმეტა, ვის ეთვლება ცოდვად??? რა თქმა უნდა ქალიც დამნაშავეა უფლის წინაშე, რადან ვერ მოახერხა ღვთისგან ნაბოძების გაფრთხილება, მაგრამ ის "სხვა", რომელიც აიძულებს მას ამის გაკეთებას უფრო დიდ ცოდვას არ ჩAდის? მართლა მაინტერესებს და თუ ვინმე კომპეტენტურია იქნებ გამცეს ამ კითხვაზე პასუხი?!
და კიდე ის ვერ გამიგია, როცა ქმარი აიძულებს ცოლს გაიკეთოს აბორტი!!! ხო ეხლა ერთი ჩემი ნაცნობი გამახსენდა, რომელსაც 6 აბორტი აქვს გაკეთებული! მახსოვს ერთხელ კითხეს მარხვას არ იცავო? და იმან უპასუხა ქალს 6 აბორტი გამიკეთებია და რომელ მარხვაზე მელაპარაკებიო??? მე არ განვიკითხავ მას, მაგრამ ჩემი აზრით ასეთმა ადამიანმა უნდა დაიცვას ზუსტად მარხვა, რათა ეცადოს საკუთარი სულის გადარჩენას! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 08:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი