კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნაინა |
Jun 5 2008, 01:39 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ერთი კითხვა მეც მაქვს მეგობრებო.
მგონი უფრო მოძღვრისთვის დასასმელი შეკითხვაა, მაგრამ თქვენგანაც მაინტერესებს პასუხი. მყავს ნაცნობი საქართველოში, რომელიც რამოდენიმე წლის წინ მინათლა მეორედ, ანუ, როგორც თავად ამბობს, გადაინათლა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მონათლეს ადრეულ ბავშვობაში, ბაბუის გასვენებაზე და ნათლიები, რომლებიც მაშინ შეურჩიეს, ამ ადამიანს მის შემდეგ თვალითაც აღარ უნახავს. შეიძლება სანამ პატარა იყო ნახა კიდეც, მაგრამ მოზრდილობაში არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, სახელის გარდა არც არაფერი იცოდა მათი. ხოდა მე მაინტერესებს, ეკლესიის მიერ თუა დაშვებული თუნდაც მსგავს შემთხვევაში მეორედ მონათვლა? ეს ქალი კი მოინათლა, მაგრამ მგონი მეორედ ნათლობა არაა დაშვებული და ამიტომაც მაინტერესებს თქვენი აზრიც. მგონი გასაგებად ავხსენი, თუ რამე გაუგებრობა მაინც იყოს მომიტევეთ. აბა გელოდებით -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი