ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი... |
marine |
Aug 1 2007, 10:45 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში ვისაუბროთ იმ ქართველ ქალებზე, რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს საქართველოს ისტორიაში.
მედეა (ძვ. წ. XIV - XIII სს.) მედეა - კოლხეთის მეფის აიეტის გრძნეული უმცროსი ასული, რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყოლა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა. ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები.. და უეცრად.. მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას "მედეა". სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა.) ამიშ შემდეგ, მედეა წავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიასში ინკოგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში. მედეა და მედიცინა მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსახცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლების მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა. მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძილიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნი "ამბავი კოლხი ქალისა." თამარ მეფე (1166 - 1213) თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და დედოფალ ბურდუხანის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. 1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე. 1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1187 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ. 1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლას. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი. თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფოს დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას - ქვეყნის მართვას. თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ. * * * თამარის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა. არა მხოლოს ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია. XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდ უწოდებენ "ოქროს ხანას". გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა. http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sable |
Jun 5 2008, 11:05 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
მართა-მარია ბაგრატრიონი ბაგრატ IV ქალიშვილი და ბიზანტიის დედოფალი
იყო. თავისი დროის ულამაზეს ქალად ითვლებოდა. ის იყო დიდი მეფის დავით IV აღმაშენებლის მამიდა და გათხოვილი იყო იმპერატორ მიხეილ VII დუკაზე (1071-1078). ანა კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორის ალექსის შვილი და შუა საუკუნეების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქალი სწორედ მას თვლიდა ქალებში ეტალონად, როგორც შესახედავად ისე ჭკუით და გონებით . ანა სხვათაშორის მართას ერთადერთ შვილზე კოსტანტინე პორფიროგენეტზე იყო დანიშნული, რომელიც 1081 წელს ანას მამის ალექსი I კომნენოსის (1081-1118) თანამმართველად გამოაცხადეს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ალექსი კომნენოსის აჯანყებას მხარი თავად მართა-მარიამ დაუჭირა. ეს აჯანყება მართა მეორე ქმრის ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) წინააღმდეგ იყო მიმართული . ამ ნიკიფორე ბოტანიატემ თავის დროს დაამხო მართას პირველი ქმარი და მისი ჩვილი ბავშვის მამა მიხეილ VII დუკა, ხოლო იმისთვის, რომ მისი ლეგიტიმურობა გაემყარებინა ბიზანტიის იმპერატორის ტახტზე აიძულა მართა, რომ ცოლად გაჰყოლოდა მას. რაც შეეხება მართას ის თავის დროზე ბიზანტიის დედოფლმა თეოდორა მაკედონელმა (1055-1056) {მაკედონელთა დინასტიის ბოლო წარმომადგენელი} იშვილა და რომ არა თეოდორას უდროო სიკვდილი მართა ბაგრატიონი ბიზანტიის იმპერატორიც გახდებოდა. სხვათაშორის მაშინ როდესაც მართა კოსტანტინოპოლში ჩავიდა როგორც ბიზანტიის უშვილო დედოფლის შვილობილი გარდაიცვალა მისი დედობილი იმპერატრიცა თეოდორა (1056 წელს) სწორედ ამ დღეს იწინასწარმეტყველა გიორგი მთადწმინდელმა მართას გადედოფლება და თქვა: ,,დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა''-ო. მართას ბიზანტიური წყაროები ხშირად მარია ალანიელს (Μαρία της Αλανίας) უწოდებენ რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ მისი დედა - ბორენა ალან-ოსი იყო მეფე დორღოლელ დიდის დაი და ასული მეფე ურდურესი. მართა დაახ. 1107 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თრაკიაში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში მის კუთვნილ მამულში, რომელიც მას ალექსი კომნენოსმა გამოუყო გადასახლებაში. ეს ქალი რომელიც ძლიერ იყო შეყვარებული მის ქვეყანაზე, უნებლიედ აღმოჩნდა იმ ინტრიგების მონაწილე და ერთგვარი მსხვერპლიც, რაც იმდროინდელი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე ტრიალებდა, ანა კომნენოსის ფგადმოცემით ის ყოველთვის ოცნებობდა დაბრუნებას მის სამშობლოში და ძლიერ წუხდა იმის გამო რომ მშობლიური მხარის დატოვება მოუწია, მაგრამ დედოფლის ხვედრმა აიძულა ბიზანტიაში დარჩენილიყო მის საყვარელ შვილთან ერთად, რომელიც 1087 წლის შეთქმულების შემდეგ ჯერ დედასთან ერთად გადაასახლეს და შემდეგ ახალგაზრდულ ასაკში დაახ. 1095 წელს გარდაიცვალა. 1104 წელს მართა იმყოფებოდა საქართველოში და რუის-ურბნისის კრებასც დაესწრო მის საყვარელ ძმასთან (გიორგი II) და ძმიშვილთან (დავით IV) ერთად ერთგვარად აიხდინა კიდეც მისი ოცნება. აღსანიშნავია ის რომ მართა ძალიან განათლებული ქალი იყო (რაც ქალს კიდევ უფრო ალამაზებას) და მიმოწერაც კი ჰქონდა ისეთ დიდ ღვთისმეწტყველთან როგორიც იყო თეოფილაქტე ბულგარელი. სწორედ მართასთან ურთიერთობამ მისცა ავტორს ინსპირაცია იმისა, რომ დაეწერა მისი ერთ-ერთი უმთავარესი ნამუშევარი ,,განმარტებანი იოანეს სახარებისა''. აღსანიშნავია მართას ქველმოქმედებაც. გარდა იმისა რომ ის ბევრს ეხმარებოდა ქვრივებსა და დავდრომილებს (გლახები) ის ასევე ქონებას სწირავდა იმ ქართულ მონასტრებს რომელიც ბიზანტიასა და საზღვრებს გარეთ მდებარეობდა მათ შორის ათონის ივერთა მონასტერს, პეტრიწონის მონასტერს, ჯვრის მონასტერს და აშ. მანვე დედასთან ერთად ხელი შეუწყო იერუსალიმში სხვადასხვა მონასტრების აგებასა და განახლებას. ნიკიფორე III ბოტანიატე და მართა-მარია ბაგრატიონი -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი