მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
guest |
Jun 5 2008, 11:58 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
საქართველოში არ ვიცი როგორაა და გერმანიაში ქურდობაზე არც აპატიმრებენ (სხვა დამამძიმებელი პირობებიც თუ არ არის ხელთ), არამედ აძლევენ პირობითს,მხოლოდ პირობითის ვადის გასვლამდე ინციდენტის გამეორებისას სვამენ ციხეში, ისიც 25 წელი კი არა მაქსიმუმ 3 წელია (ამდენიც იშვიათად). მძიმე ყაჩაღობაზე (სხეულის დაზიანებით ინკლუზივ) შეიძლება 8 წელი მიესაჯოს. განზრახ მკვლელობაზე კი მუდამ სიცოხლის ბოლომდე პატიმრობას უსჯიან.
2 წლამდეა დაახლოებით სასჯელი, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება: დაჭრილია, ან სიცოცხლისთვის საფრთხო მდგომარეობაში და არ გაუწევს მავანი დახმარებას. პ.ს. აქ უფრო ერევა უცხო ხალხი დასახმარებლად, ვიდრე საქართველოში, იშვიათად რომ ვინმემ გულგრილად უყუროს სხვის მალტრეტირებას, ხელით თუ არ ჩაერევიან, პოლიციას მაინც გააგებინებენ, თუმცა პირადადაც ერევიან ხშირად პ.ს. ბავშვების გასამართლება მოზარდთა სამართლის წესების გამოყენებით იწყება აქ 14 წლის ასაკიდან. 21 წლამდე კი სასჯელის სიმკაცრე ბევრად ნაკლებია, ვიდრე უფროსებისთვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი