ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
xornabujeli |
Jun 6 2008, 09:19 PM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ციტატა არა, არაა აუცილებელი, არის ტრადიცია უკვე, და დარჩეს, მაგრამ იმის თქმა რომ "უკურთხველი " ხატი ( ეს თავად აბსურდია,მაკურთხეველს იქით კურთხევა რად უნდა?), არაა სიწმინდე ამის თქმა განსჯა შენთვის მომინდია,მოვიყვან ციტატას: "ხატი კურთხევის წყალობით იძენს იმის ძალას, ვინც მასზე გამოსახული. სწორედ ამის გამოა, რომ არა თუ იმ ხატის მიერ არაერთი სასწაული აღესრულება. ისინი შეეწევიან პიროვნებას განსაცდელში. გარდა ამისა, ლოცვა ხატის წინ, ესაა უშუალო ურთიერთობა უფალთან და მის წმინდანებთან." ციტატა მოიცა მეტი რა კონკრეტული გინდა, გიწერ ქრისტიანობის მთელი 1500 წლიან ისტორიაში , ვიდრე ეს ტრადიცია დამკვიდრდებოდა, დაწყებული კატაკომბებიდან დამათავრებული მოზაიკებით და ფრესკებით, კურთხევა მათი არ არსებობდა, და რა ახალი არაა სიწმინდე? იქნებ არ უნდა ვილოცოთ? კაი ახლა ხომ ხედავ აბსურდია იყოს ჩვენთან რაცააა, მაგრამ ხატს კი ნუ შევუარცხყოფთ ჩვენი ტრადიციას სხვაგან არ არსებობის გამო... თან დაფიქრდი, ცოტა ღვთისმეტყველურად ჯვარს, ხატს სიწმინდეს რა ანიჭებს?მისი შინაარსი თუ რაღაც შელოცვები? აი მაგალითად წყალი იკურთხება, რადგან შინაარსით, არსით წყალია და მორჩა, ასევე ზეთიც ზეთია და მორჩა, მაგრამ კურთხევით ( ილოცეთ და ცხეთ წერს მოციქული, ანუ აქ აუცილებელია წინა ლოცვა) იგი იქცევა მაკურნებლად, მაგრამ ხატი და ჯვარი თავად არიან გამომხატველნი სიწმიდისა , და როცა იგი სწორადაა შესრულებული და მოძღვარიც დაადასტურებს, რომ მისაღებია ( ასე ხდება ბერძნებში ) , მაშინ ყველა მლოცველისათვის იგი დახატვისთანავე სიწმინდეა და სარკლმელია მადლის მისაღებად... ვინ თქვა, რომ არ უნდა ვილოცოთ,და მეორე ღმერთმა დამიფაროს, სხვისი ტრადიცია შეურაცხვყო(თანაც მართლმადიდებლური). -რა ანიჭებს და კურთხევა,შელოცვა და ლოცვა მე მგონი განსხვავდება ერთმანეთისაგან... "ცნობილია, რომ მდინარე იორდანეში ჩასვლითა და ნათლისღებით უფალმა თავად წყლის ბუნება განწმინდა. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში წყალმა უდიდესი მნიშვნელობა და დანიშნულება შეიძინა. წყალში ინათლება ყოველი ქრისტიანი, წყლით იკურთხება ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები." შენ გაიხარე,შენ თვითონვე ამბობ,რომ წინ აუცილებელია ლოცვა,კურთხევა. -დანარჩენში გეთანხმები,მაგრამ მეც მოვიყვან პატარა ციტატას ,რა არის ხატი. "რა არის ხატი? -ხატი არის ღმერთის ან მისი წმინდანის, ან მათ მიერ აღსრულებული საქმის და ბოლოს, საღმრთო წერილიდან და ეკლესიის ისტორიიდან ცნობილი მოვლენის გამოსახულება. ხატების თაყვანისცემა ღმერთის მიერაა დადგენილი. ამის დასტურია ხელთუქმნელი ხატი. როდესაც ავგაროზ მეფის მიერ გამოგზავნილმა მხატვარმა ვერ მოახერხა მაცხოვრის დახატვა, მაშინ უფალმა ტილო მიიფარა სახეზე, და გადასული გამოსახულება გაუგზავნა მეფეს. ამრიგად, ხატების თაყვანისცემა მოციქულების დროიდან მომდინარეობს, ხოლო საბოლოოდ მე-7 მსოფლიო კრებაზე დამტკიცდა. ხატების თაყვანისცემით პატივს მივაგებთ არა ხესა და საღებავს, როგორც დღეს გავრცელებული არაერთი სექტა „გვამხელს“, არამედ მასზე გამოსახულს, „პირველსახეს“, „არქეტიპს“ - ღმერთსა და მის წმინდანებს. კურთხევის საიდუმლო კი, როგორც აღვნიშნეთ, ხატს „არქეპიტის “ ძალას ანიჭებს. ხატების მეოხებით „ვუკავშირდებით“ ზეციურ სასუფეველს, ზეციურ ეკლესიას." პ.ს.მე ვფიქრობ, ჩვენ მთავარში მაინც ერთი აზრი გვაქვს. პატივისცემით გიორგი. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი