მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
polievqte |
Jun 6 2008, 12:18 AM
პოსტი
#2
|
POLIEVQTE ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 2-June 08 მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:) წევრი № 4,982 |
გამოთქმული აზრი , რომ ქვეყანას მართლმსაჯულება არ სჭირდება გონივრულობას არის მოკლებული. რადგან სახელმწიფოს ისევე სჭირდება მართლმსაჯულება , როგორც აღვირი ცხენს. ეკლესია მაგ ინიციატივით სახელმწიფოს წინააღმდეგ არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რადგან თავად ქრისტე ამბობს "მიაგეთ კეისარსა კეისრისა, ხოლო ღმერთსა ღვთისა", აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, როგორც სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს, ასევე ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს.
-------------------- ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
|
XAFRAN |
Jun 7 2008, 02:54 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
გამოთქმული აზრი , რომ ქვეყანას მართლმსაჯულება არ სჭირდება გონივრულობას არის მოკლებული. რადგან სახელმწიფოს ისევე სჭირდება მართლმსაჯულება , როგორც აღვირი ცხენს. ეკლესია მაგ ინიციატივით სახელმწიფოს წინააღმდეგ არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რადგან თავად ქრისტე ამბობს "მიაგეთ კეისარსა კეისრისა, ხოლო ღმერთსა ღვთისა", აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, როგორც სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს, ასევე ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს. მიაგეთ კეისარს კეისრისა მარა იქნებ კეისარი ჩვენგან ღვთის უარყოფას ითხოვს? დაფიქრდით, თქვენ ხართ სახელმწიფოს მოქალაქე, ამავე დროს მართმადიდებელი ქრისტიანი, ხართ საზოგადოების წევრი, საზოგადოების შეხედულებებისადა მიხედვით სახელმწიფო ახორციელებს მართლმსაჯულებას, თქვენ როგორც მსაჯული ( მსაჯული რადგან ისევ ვიმეორებ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხარ და მისი მეშვეობით მყარდება - დასჯის მეთოდით - წესრიგი) მზად ხარ დასაჯო ვინმე თუნდაც საკუთარი რელიგია შემწყნარებლობას ქადაგებდეს. და თუ მსაჯულის სამოსი მიუღებელია ქრისტიანისთვის მაშ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ. როგორ მოიქცევით როცა გაგქურდავენ....... გაგიჩდებათ სურვილი დაისაჯოს დამნაშავე? -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი