მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
guest |
Jun 8 2008, 06:26 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
nino_ni
ციტატა პ.ს. რეციდივისტებზე არ მაქვს საუბარი,რომლებიც გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები არიან რეციდივისტმაც იქნება შეინანოს ერთ დროს, კრიტერიუმი არაა ჩადენილ დანასაულთა განმეორებადობის რაოდენობა. ბევრს სინანულში აგდებს ციხე, ბევრზე კიდევ უკუ ეფექტი აქვს და უარესად აბოროტებს, მაგრამ ის ნამდვილად მისასალმებელია, რომ ეს ბევრი სინანულს იწყებს და ეცდება ახალი ცხოვრების დაწყებას, თუმცა ეს უკანასკნელი ძნელია, რამეთუ მათ ამაში ხელს არავინ უწყობს, პირიქით, ყველგან წინააღმდეგობას ხდებიან, აქვთ რა ნასამართლევის სტატუსი. ეს კი უკვე სოციალური პრობლემაა და საზოგადოების შინაგან კულტურაზეც მეტყველებს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი