![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
admin |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 4,393 რეგისტრ.: 22-July 06 მდებარ.: სერვერთან ახლოს წევრი № 1 ![]() |
ესეიგი უბრალოდ ახლა ისეთ ემოციებში ვარ, არ ვიცი საიდან დავიწყო, ზუგდიდში დიდებულად დაგვხვდნენ და დიდებული მასპინძლებიც შეგვხვდნენ, უამრავი სიწმინდეები მოვილოცეთ. დავიწყებ სურათების დადებას და ნელნელა სხვებიც დამეხმარებიან
![]() ![]() ![]() ეს ზუგდიდის ცენტრი, ღამის 12 საათი ![]() ![]() ლაშა, ილია, ნეო. ![]() ესეც ჩვენი ფორუმის მანდილოსნები ![]() ნინცა, .ნინო, ეკატო, სალომე, იისფერი თოვლი. ![]() აი ასე გავედით სპორტის სასახლიდან: ![]() -------------------- რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.
ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება. შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას. |
![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
მოკლედ, ეხლა ვიწყებ წერას და იმეიდა ხვალ დილამდე გავათავებ...ერთი საათია სახლში ვყვები და ჯერ ზუგდიდშიც არ ჩავსულვარ
![]() ისეთი საოცარი დღეები გავატარეთ ამის გადმოცემა შეუძლებელია, სიტყვეი არ მყოფნის უღრმესი მადლობა ნინცა-ს, ღმერთმა ასმაგად მოგაგოს ის სიხარული, რაც ჩვენ მოგვანიჭე ![]() მოკლედ ჩვენი მარშუტი ასეთი იყო:დილას შევიკრიბეთ სპორტის სასახლესთან და წავედით, ისე წავედით სურათებიც კი არ გადაგვიღია, მიგვეჩქარებოდა... ქუთაისში შემოგვიერთდა მამა არჩილი და დავითი. ზუგდიდში ჩავედით და სკვერში შეგვხვდა ქორბუდა.... სანამ მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთანეტი, ნინცაც მოვიდა და შევედით მუზეუმში. პირველ რიგში რა თქმა უნდა კვართი და სხვა სიწმინდეები მოვილოცეთ (შეგეწიოთ მათი მადლი), შემდეგ დავათვალიერეთ მუზეუმი... მართლა საოცარი განცდაა და საოცრად მდიდარი და საინტერესო მუზეუმია. (იქ იმდენი სურათები გადაიღეს, მგონი ცალკე თემაც კი გაიხსნება და მგონი საინტერესოც იქნება), იქიდან წამოვედით და ავედით წალენჯიხაში, მამა ანდრიასთან. მასთან ერთად მოვისმინეთ მწუხრის ლოცვა და შემდგომ ეზოში მცირე ხანს ვისაუბრეთ. ჩვენ გადავეცით ფორუმელებისგან მოკითხვა(განსაკუთრებული მათგან, ვინც პირადად დაგვაბარა) და მანაც სუყველა დაგლოცათ დიდი სიყვარულით... შემდგომ მივედით დედათა მონასტერში (ადგილის სახელი ვინმემ შემახსენეთ რა, დამავიწყდა) აღვფრთოვანდით დედაოების ბაღით ულმაზესი ყვავილნარი ჰქონდათ... მონასტერშივე შევხვდით მეუფეს. მან დავლოცა და დაგვასაჩუქრა პატარა ხატებით :წუბ: იქიდან წამოსულები კვლავ ზუგდიდში შევხვდით მამა ანდრიას. ის ფიქრობდა ჩვენს განაწილებას ოჯახებში, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნის სურვილის გათვალისწინებით სუფრა გაიშალა დადიანების სასახლის ეზოს ბოლოში, ახალგაკეთებულ სკვერში... სანამ ჩვენ აშლა მოვიფიქრეთ, ღამის 11 საათიც გახდა. ის ოყო ალაგება დავიწყეთ გოგონებმა, რომ ტაძრიდან გამოვიდნენ ეპარქიის და სიწმინდეების გამცილებელი მოძღვრები და სუფრამ ახალი ეშხი შეიძინა. დასარულს ერთად ვიგალობეთ და ვიმღერეთ კიდეც და დავისალეთ, დავნაწილდით მანქანებში, ოჯახებში წასავლელად. წვიმაც ,თითქოს აქამდე ჩვენი ერიდებოდაო, ჩავსხედით თუ არა მანქანებში, მაშინვე შხაპუნით დაუშვა... მასპინძელ ოჯახებზე ყველამ თავად დაწეროს... მე ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ თეა საოცრად მზრუნველი და თბილი მასპინძელი აღმოჩნდა. ძალიან მალე გავშინაურდით და თავი ისე ვიგრძენით როგორც საკუთარ სახლში. (მასთან მე და იისფერი თოვლი ვიყავით) მაგრამ ეხლა მე თუ არ წავედი და დავიძინე, კლავიატურაზე დამეძინება სადაცაა ![]() დღევანდელ დღეზე ვინმე სხვა მოყვეს, თუ არადა მე ხვალ გავაგრძელებ. პ.ს. მაპატიეთ რომ ვერარ ვაგრძელებ, ვიცი სული რომ მიგდით, მაგრამ მართლა აღარ შემიძლია... ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 04:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი