![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
Sotiris
ციტატა ზურა, ასეთი სიგრძის პოსტინგების წაკითხვის შესაძლებლობა არა მაქვს, არათუ პასუხის გაცემის. უკაცრავად. გავითვალისწინებ. ციტატა ისე წაკითხული თუ გაქვთ საერთოდ რას წერენ ლათინები, თუ ზოგიერთების მიერ ამ სწავლების კარიკატურული გადმოცემით შემოიფარგლეთ? პირადად წაკითხული ნამდვილად არ მაქვს. რაც შეეხება ''არაკარიკატურულ პაპიზმს'', მიუხედავად მათდამი ლოიალურად განწყობისა (რაზეც ფორუმებზე ხშირად დამიმსახურებია წყრომა), მთავარ ასე ვთქვათ, ქვაკუთხედურ დოგმატიკურ საკითხებში, დოგმატიკური ''კარიკატურის'' გარდა ვერაფერს ვამჩნევ, საქმეში ჩახედულ პაპისტების მსჯელობაში/დისკუსიებში - რისი მშვენიერი საშუალებაც ინტერნეტმა გადმოგვცა. ასევე ვეცნობი ისლამის, იუდაიზმის მცოდნეთა აზრს და შეძლებისდაგვარად პოლემიკასაც ვაწარმოებ, რის საფუძველზეც ვეცნობი მათი სწავლების საფუძვლებს. (რადგან უმეტეს ფორუმელთან არ მქონია ადრე შეხება, დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია ვანახო... მაგალითად, თუ როგორ ვაყალიბებ აზრს იგივე იუდაიზმსა თუ ისლამზე და კონკრეტულად რომელ მცოდნეებს ვგულისხმობ - პირადულს რომ შევეშვათ, აქ ძალიან ბევრი საინტერესო მომეტებია. გარდა ამისა, ვერავითარ ცუდს ვერ ვხედავ თუ ადამიანი ეყრდნობა მცოდნე ავტორიტეტულ აზრსაც. ციტატა ან რაზე უნდა გეკამათოთ საერთოდ, როდესაც ადამის ცოდვის ლათინებისეული გაგება ამკიდეთ უკაცრავად. ეტყობა არასწორედ გამოვთქვი აზრი. ნამდვილად არ მსურდა თქვენთვის რამენაირი უსიამოვნების მოყენება, განსაკუთრებით ასეთ ლამაზ დღეებში. აქვე სიამოვნებით ავღნიშნავ, რომ სხვებმა სწორედ გაიგეს ჩემი ნათქვამი. ციტატა არანაირი საკუთარი სწავლება არ შემომთავაზეთ, გარდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი რამდენიმე ციტატისა და ა.შ. მე არც გამომითქვამს...უფრო სწორედ, ვერც გავკადნიერდები იმისათვის, რომ აზრად გამეფიქრა რამენაირი საკუთარი სწავლების ქონა/შეთავაზება. დამაინტერესა. - ნუთუ ამ ფორუმზე არის ისეთი ვინმე, რომელიც საკუთარ სწავლებას გვთავაზობს? ციტატა არც რუსეთის რევოლუციამდელ დოგმატიკებზე ვაპირებ საუბარს, მითუფრო არც მამა ოლეგ დავიდენკოვის დოგმატიკაზე ან პროფ. ოსიპოვის ფანტაზიებზე. ზოგისთვის ეს რელიგიადაა უკვე ქცეული, ამიტომ კამათს აზრი არა აქვს ხოლმე. ნება თქვენია ბატონო. უკაცრავად. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პრ.ოსიპოვს. ნუთუ თქვენ ჩემს ვეებერთელა პოსტში ოსიპოვის გარდა ვერაფერი ამოიკითხეთ?! ან თავად ოსიპოვი სად ამოიკითხეთ? რადგანაც თქვენ მიმითითეთ რუსულ დოგმატიკაზე, მე დაგისვით სავსებით ლოგიკური კითხვა - ''- რას ფიქრობთ მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესურაზე?'' - სადაც ოსიპოვის გარდა (რომელიც უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა ასწავლის ღვთისმეტყველების საგანს მომავალ სასულიერო პირებს) არიან სხვებიც. - ეს კონკრეტულად თქვენ არ გეხებათ. მომიტევეთ, მაგრამ პირადა ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა ადამიანი იშველიებს რუსულ დოგმატიკას და ამ დროს წარმართებად მოიხსენიებს იმათ, ვინც ამ რუსულ დოგმატიკას რუსეთის ''დოგმატიკის საგნის მთავარი სასწავლებელში ასწავლიან?! რა თქმა უნდა აქ უამრავი შეიძლება მიპასუხოს ოპონენტმა, მაგრამ თავად ფაქტი რომ ეს ასეა, უკვე უცნაურია - ვიმეორებ, ჩემთვის. ეხლა მთავარზე, მოკლედ და კონკრეტულად: თქვენ ამბობთ: 1. ''მაცხოვარმა ყოველმხრივ ჩვენნაირი კაცობრივი ბუნება მიიღო '' 2. ''მაცხოვრისთვის, როგორც ადამის ცოდვის არმატარებლისთვის სიკვდილი არ წარმოადგენდა აუცილებლობას, ისე როგორც ეს არის ჩვენთვის, ჩვენთვის სიკვდილი გარდაუვალი სასმისია (თქვენ იმ აზრს იცავთ, რომ მაცხოვრის ჯვარცმა რომ არ მომხდარიყო, იგი მოკვდებოდა მაინც?). აქ შეუსაბამობაა. თუ მაცხოვარმა მიიღო ყოველმხრივ ჩვენნაირი კაცობრივი ბუნება, მაშინ ამ ბუნებას ახასიათებს სიკვდილი. ხოლო სიკვდილი ახასიათებს დაცემულ ბუნებას და ამ დროს ამბობთ რომ მისი ადამიანური ბუნება დაცემული არ იყო. იმისათვის, რომ ეს შეუსაბამობა გაამართლოთ და თქვენებური ინტერპრეტაცია შესძინოთ წმ. ათანასე დიდის აზრს, გიწევთ დიდი პოსტულატების მოშველიება, რომელიც პირველ რიგში დამყარებულია ოპონენტის (ამ შემთხვევაში ჩემი) აზრის დამახინჯებასთან. მაგრამ... რადგანაც თქვენ უაზროდ მიიჩნევთ ჩემ პოზიციასთან კამათს, რა გაეწყობა?! დაგემშვიდობებით. თქვენი ნებართვით დავიხმარ თქვენს ნათქვამ არგუმენტაციას შემდგომი მსჯელობისას - რადგანაც ეს თქვენი პირადი არგუმენტები არაა და მათ ზოგად კონტექსტში განვიხილავ - რა თქმა უნდა, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, თავისუფლად შეგიძლიათ რეაგირება ჩემს მსჯელობაზე, მაგრამ მთავარია, რომ ამჯერად პირადად თქვენ არ გაგცემთ პასუხს. გისურვებთ ყოველივე ნათელსა და ლამაზს, ამ დიდებულ დღეებში. ღმერთმა დაგლოცოთ. ________________________________ მრგობრებო, ვისაც კვლავინდებურად აინტერესებს ეს საკითხი და სურს ჩემს მსგავსად, შედარებით ახლოს გაეცნოს მას... დიდი სიამოვნებით მოვუსმენ და ასევე, სიამოვნებით გავაცნობ საკუთარ აზრს. მომიტევეთ თუ ვრცლად გამომივიდა ხოლმე, რადგანაც მსჯელობას ნამდვილად ვერ ავაწყობ სუბიექტურზე და აუცილებლად დავიხმარებ კომპედენტურ წყაროებს. საქმე იმაშია, რომ ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მთავარი მომენტი. მე პირადად ჯერ ქრისტე ვიწამე და შემდეგ ღმერთი. განკაცებული უფალი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის ადამიანის შესახებ, რადგან თავად იყო ადამიანი - სრულყოფილი ადამიანი და არა მოჩვენებითი...ან საშუალო. მოგეხსენებათ სათქმელი ბევრია, ამავე დროს ეს დღეები განსაკუთრებულია და ამიტომ. ბოდიშის მოხდით, დროებით დაგემშვიდობებით... ღმერთმა სტუმრები გამომიგზავნა + უამრავი სხვა წვრილმანი + რა თქმა უნდა სადღესასწაულო მსახურზე დასწრება და ა.შ... გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდონის ღმერთი, ჩევენი მაცხოვარი უფალ იესო ქრისტეს მადლი! უფალო შეგვიწყალე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი