![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ებგური |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 39 რეგისტრ.: 3-June 08 წევრი № 4,986 ![]() |
მინდა გაგიზიაროთ ჩემს მიერ წმიდა ტექსტებში აღმოჩენილი ახალი ინფორმაციის სიდიადე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ქართულ მიწასთან, ქართლთან, კერძოთ მცხეთასთან და მის შემოგარენთან.
“მოქცევჲ ქართლისჲ” ალბათ ყველასთვის ცნობილი გახლავთ თავისი სიძველით იმ ისტორიული თხზულებებიდან რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. მას პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა მიაკვლია 1888 წ. და გამოაქვეყნა 1890 წ. იგი მეცნიერთა თქმით გადაწერილია X საუკუნეში, მაგრამ ძირითადი ტექსტები წმიდა ნინოს დროისაა. ჭეშმარიტება და სიმართლეა და დიდად ყურადსაღებია, რადგად საბჭოთა მეცნიერებს უფლებას არასოდეს მიანიჭებდნენ ასე თამამად ესაუბრათ საქართველოსთან დაკავშირებულ ამ უდიდეს ინფორმაციაზე. “მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს ტექსტებით მირიან მეფის დროის მთავარეპისკოპოსი გადმოგვცემს: “შენ თანა არს ამას ქალაქსა შინა სამოსელი ქრისტესი ყოვლად ზეგარდამო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათ განიყვნეს და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამას ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის თუ ადგილიცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა. ეგრეთვე ხალენი ელიაჲსი აქვე დამარხულ არს” აქვე ვკითხულობთ: “ აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ.” და კუართისა მის თქვეს წილით ხვედრებაჲ ამათი, ხოლო ადგილი იგი უარ-ყვეს” შემდეგ წავიკითხოთ ეპიზოდი, როდესაც წმიდა ნონო ჩვენი ქვეყნისაკენ მოემართება: “ეგრეთვე წმიდაი ესე და სანატრელი დედაკაცი იკითხვიდა ქალაქსა ამას ჩუენსა და ეძიებდა ხსნას სულთა ჩუენთასა. ვითარ იგი განაშუენა ჩრდილოჲ ესე ქუეყანაჲ მცხეთაჲ, დიდთა მეფეთა საჯდომელი” ვგებულობთ, რომ ჩვენს ქვეყანას ქვეყანაჲ ჩრდილოისაჲ ერქვა. “რამეთუ დღეთა შენთა მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა ამას, ნაპრალსა ერთსა ჩრდილოჲსასა” ესეც იგივე ტექსტიდან გახლავთ და წმინდა ნინოს მიმართავენ. შემდეგ წმიდა ნინო ეკითხება ნიაფორ დედაბერს, რომელსაც ნინო ორი წელი ემსახურებოდა და ბევრ ამბავს გამოჰკითხავდა, რადგან ნინოსივე თქმით: “ესრეთ ყოველსავე მიწყებით ვჰკითხევდი, რაჲთამცა ვცან, რამეთუ არავინ იყო მისებრი მეცნიერებითა სჯულისა გზასა ძუელთა და ახალთა წიგნთა” და ეკითხება: “სადა არს ჩრდილოჲსა იგი ქუეყანაჲ, სადა სამოსელი უფლისა ჩუენისა არს?”. შემოგთავაზებთ აბიათარის ასულის სიდონიას ჩანაწერებს იმავე ტექსტებიდან: “და იყო ოდეს იგი მოხედნა ღმერთმან წყალობით ქუეყანასა დავიწყებულსა ჩრდილოსა კავკასიანთა...” “და იყო ქუეყანაჲ მზისაგან სიმართლისა დაკლებული, დაკლებული ქრისტეს, ძისა ღმრთისა მოსვლისათვის და ცხორებისა, ვითარცა სახელი ერქუა სამართლად ჩრდილოჲ” “ხოლო ამისთვის ერქვა ჩრდილოჲ, თუ რაოდენი ჟამისთვის ერქვა ქუეყანასა ამას ჩრდილო, არამედ იყვნეს ესოდენნი წელნი და ესთენნი ნათესავნი ნოვესითგან და ებერისითგან და აბრაჰამისიდგან”. “და იყო ვითარცა მიიწინეს იგი მთავარნი ერითა მრავლითა მცხეთად ქალაქად დიდად და დიდებულად, ადგილად წმიდად სიონად, სახლად ღმრთისა” ნათლად ჩანს, რომ ქუეყანაჲ ჩრდილოისაჲ, საქართველო, ყოფილა არა მარტო უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი წმიდა კვართით გაბრწყინებული ქალაქი, არამედ მის (მისადგომებში, მახლობლად) სიონის წმიდა ქალაქის "იერუსალჱმის" ადგილსამყოფელიც, ღმერთის ქალაქი, სიონის მთა და ღმერთის საყოფელი. როგორც ამას წმიდა დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუნებში წერს, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. მომყავს ტექსტი დავით წინასწარმეტყველის 47-ე ფსალმუნიდან: “დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. ძირ მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაჲთა, მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაჲ. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას, რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად”(47-ე ფსალმუნიდან). ასევე: “სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან” (45-ე ფსალმუნიდან). ჩემი აზრით ეს სიმართლე და ჭეშმარიტებაა, რომ დავით წინასწარმეტყველი საქართველოზე მიგვანიშნებს ჩრდილოეთის მხარის ხსენებით, სადაც ჭეშმარიტად ოდითგანვე უფლის სახლი, საყოფელი მდებარეობდა და ვფიქრობ იგი დღესაც მთებში არის გადამალული. იგი ამბობს: “დიდია უფალი და ფრიად ქებული ჩვენი ღმერთის ქალაქში მის წმინდა მთაზე, ძირმტკიცედ ყოველი ქვეყნის სიხარულით, სიონის მთები ჩრდილოეთის მხარისა, ქალაქი მეუფისა დიდისა, რომლის ტაძრებში ღმერთი განცხადებულია” (47-ე ფსალმუნიდან ) ასევე მოვიყვან 147-ე ფსალმუნს რათა მსურს ერთხელ კიდევ გაჩვენოთ როგორ საუბრობს დავითი სხვა იერუსალჱმზე გეოგრაფიული მდებარეობის მინიშნებით: “აქებდ იეროსალჱმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ, რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშვიდობით”, “დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის, რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად, წინაშე ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს?”(147-ე ფსალმუნიდან) .ალილუიაი, ანგეასი და ზაქარიასი.) პალესტინის იეროსალემი დათოვლილი მთებით, ნისლებით და მყინვარებით არ არის შემოსაზღვრული როგორც ამას დავითი გადმოგვცემს. ამასთანავე: “სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან” (45-ე ფსალმუნი). დავითი ამბობს:“აქებდე იერუსალჱმო უფალსა, უგალობდე შენს ღმერთსა სიონ, რათა მან ძლიერად დაკეტა შენი კარიბჭეები და აკურთხა შენი შვილები შენთან ერთად, რომელმაც დადო შენი საზღვრები მშვიდობით. “ დადებს ხოლმე თოვლს როგორც მატყლს და ნისლს, როგორც ნაცარს მიაფენს, რომელმაც გააჩინა მისი მყინვარები ნაჭერ-ნაჭერ, მის მყინვარებს ვინ დაუდგება წინ?(147-ფსალმუნიდან ) ასე უგალობს დავით წინასწარმეტყველი სიონის წმიდა ქალაქს. ახლა ზაქარიას წინასწარმეტყველებიდან მოვიყვან რამოდენიმე აბზაცს: ჵ, ოჲ, ივლტოდეთ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა - იტყჳს უფალი, რამეთუ ოთხთაგან ქართა ცისათა შეგკრიბნე თქუენ - იტყჳს უფალი რამეთუ ლოდი, რომელი მოვეც წინაშე პირსა მისსა, ერთსა მას ლოდსა შჳდნი თუალნი ასხენ. აჰა-ესერა მე მოვთხარო მღჳმე - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი - და ჴელი შევახო სიცრუვესა მის ქუეყანისასა ერთსა დღესა შინა. და განიპოს მთაჲ იგი ზეთისხილთაჲ: ზოგი მისი მზის აღმოსავალით და ზღუად. და ნახეთქი - დიდი ფრიად. და განაახლოს ზოგი იგი მთისაჲ მის ჩრდილოჲთ კერძო და ზოგი მისი სამხრად კერძო. და დაეჴშას ღელჱ იგი მთათა მათ ჩემთაჲ და შეიყოს ჴევი მთათაჲ ვიდრე სალჱმდ[მდე] ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: უკუეთუ შეუძლებელ არს წინაშე ნეშტისა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუუკუე ჩემ წინაშეცა შეუძლებელ არს? - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი. არამედ ვაჩუენო მშჳდობაჲ. ვენაჳმან მოსცეს ნაყოფი თჳსი და ქუეყანამან გამოსცეს თესლი თჳსი და ცამან მოსცეს ცუარი თჳსი. და დაუმკჳდრო ნეშტთა მათ ერისა ჩემისათა ესე ყოველი. ასევე აღსანიშნავია (ობსიდიო კონსტანტინოპოლის ): "და ვითარცა იგი გუესმნეს ჩუენ. ოდეს-მე ქმნულნი საკჳრველებანი ღუთისანი და ძლიერებანი მისნი ჴსნად ერისა თჳსისა. ეგრეთ-ვე ვიხილეთ აჰა ესერა ქალაქსა თჳსსა ზედა: რომელი-ცა დააფუძნა იგი კლდესა მას ზედა სახარებისასა. რათა ბჭენი ჯოჯოხეთისანი არაჲ ერეოდიან მას უკუნისამდე, არამედ იხარებდენ ერთბამად მთანი სიონისანი, ეკლესიანი ღუთისა ცხოველისანი." მნიშვნელოვნად საინტერესოა ზემო ტექსტი. რადგან ისტორია უკუღმა დგება, რასაც გვასწავლიდნენ აქამდე. "სოროჲ ნაწილთა შენთაჲ სავსე მადლითა უპყრიეს ზღუდედ ქართველთა მეფობასა, ჴმობენ შენდამი: უკუნ აქციენ მტერნი, დასცენ ჯუარისა ქრისტესისა მგმობარნი, ჵ ღირსო ნინო, და სცევდ სამწყსოსა შენსა. აღიფხურნეს კერპნი საფარველითურთ მათით და აღემართნეს ქრისტეს ეკლესიანი, ჯუარსა ქრისტესსა კუართსა თანა და სუეტსა, ნაცვალად არმაზ ბილწისა, უგალობენ შვილნი სიონისანი, შენგან განათლებულნი!"(გალობაჲ წმიდისა მოციქულისა ნინოჲსი) ამ უკანასკნელ ტექსტში ნათლად ჩანს, რომ წმინდა ნინოს ჭეშმარიტი სემიტები გაუნათლებია, საუბარი ქართველებზეა და ქართველები შვილნი სიონისანი ყოფილან. გამოდის რომ, მთელი ბიბლია და მთელი გალობანი დავითისი საქართველოზე და ქართველებზე დაწერილა. ეს ის თემაა, რომლის გარშემო საუბრის უფლება ლეონტი მროველსაც არ მისცეს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა ქართველთა ადგილი ეჩვენებინა ბიბლიაში და ქართველთა შტო,რომელიც დაფარულად ეწერა წმინდა წერილში, გამოეაშკარავებინა. გთავაზობთ სხვა წერილობით წყაროებსაც: (წიგნი ნეემიასი, რომელ არს ეზრა მეორე) წიგნი ეზრასი, თ 1 სიტყუანი ნეემიასნი, ძისა ქელკიასნი 13. მე ხევის მხარის კარიბჭესთან გამოვედი მიწის პირზე სადაც ლელოვანი მინდორია და მივედი იმ კარიბჭესთან სადაც წყაროა და შეწუხებული ვიყავი იმ სივიწროვით რაც იერუსალემის ზღუდეში იყო, რომელიც გაეწმინდათ და მისი კარიბჭეები ცეცხლში გახვეულიყვნენ. 14. და გავიარე მე ის ბჭე იერუსალემისა სადაც წყარო და მეფის ჩანჩქერია და ჩემი ვირი იქ ვერ ეტეოდა რადგან ეს ადგილი სახედარზე მჯდომმა გავიარე. 15 და ავხედე იერუსალემის გალავანს ხევის მხრიდან, ღამე იყო და შეწუხებული ვიყავი სივიწროვისაგან გარშემო შემოვლებულ სიმაგრის გამო და ვიმყოფებოდი იერუსალემის კარიბჭესთან რომელთანაც ხევია და გამოვბრუნდი. აქედან გამოდის რომ არც დავითი და არც ზემოთ მოყვანილი წმიდა წერილის ავტორი არ საუბრობს პალესტინის ზეგანზე გაშენებულ იერუსალემზე, ისინი სხვა, ჩემის აზრით, ჭეშმარიტ იერუსალემის შესახებ გვამცნობენ. რომელიც , მთაში არსებულ დიდ სიცარიელეშია აგებული ძვირფასი ქვით და ოქროთი და გამოკეტილია, როგორც ამას დავითი გვამცნობს. ამის დამადასტურებელ ტექსტსაც გთავაზობთ: “მოიხსენე კრებული, რომელიც მიგე დასაბამიდან, იხსენ კვერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთა სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა”(ფსალმუნი 73-2) დავითი უფალს მიმართავს და ამბობს, რომ უფალი სიონის მთის შიგნით (წიაღშია) დამკვიდრებული. გთავაზობთ სხვა დამატებით წყაროებს: “და იხარებდეს სული ჩემი უკუნისამდე, აკურთხევდეს ღმერთსა, მეუფესა ჩუენსა დიდსა. რამეთუ აღაშენოს იერუსალემი საფირონითა და ზმარაგდონითა, და ქვითა პატიოსნითა ზღუდენი მისნი, და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროჲთა წმიდითა. და უბანნი იერუსალემისნი ლიგჳრონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერითგამოჲთა მოფენილ იყოს. და იტყოდიან ყოველთა უბანთა მისთა: "ალელუჲა". აქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელ არს ყოველთათჳს უკუნისამდე”.(წიგნი ტობისი) 1. რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს. 2. მთანი გარემოის მისსა. (გალობა აღსავალთა, 124) ახლა მხოლოდ ერთი იმედი დამრჩა, რომ ამ თემით დაინტერესდებით და თვენც მრავალს შემატებთ,იმ სიმართლით რომელიც ყოველთვის გულში ღრმად გქონდათ.[/size] |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოიცა, სულ ეს იყო შენი პასუხი?
ისტორიაში, არქეოლოგიაში აბსურდს რომ ამბობ ამას არ უნდა დიდი გაწამაწია ![]() ეს არის ფუნდამეტნალური სწავლება მართლმადიდებლობაში, უპირველესი მოციქულთა კრება 50 წელს სწორედ ამიტომ იქნა მოწვეული, ქრისტეში არა არს არცა ჰურაობა, არცა წარმართობა ე.ი. ყველა ერთ ვართ ქრისტე იესუს მიერ წერს მოციქული და თუ ამ დებულებას უარყოფ აღარ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი ციტატა 1. ყველა ერი თანაბარია უფლის წინაშე ახლა მეორე: ამაზე ჯაჭვივით არის მობმული ებრაელი ერის შესახებ სწავლებაც, და ესე უცილობლად მისაღებია, რამეთუ ქართველები უცილობლად წარმართები იყვნენ ციტატა 2. აბრაამი და აბრაამის შთამომავლობა, უფალი და მოციქულები ეროვნებით ებრაელები იყვნენ და ცხოვრობდნენ იქ სადაც წინა რუკები რომ დაგიდევი გვეუბნებიან, ანუ შუამდინარეთი, პალესტინა.. და მესამე კი შემაჯამაბელია ციტატა 3. არანაირი მისტიკური მიწისქვეშეთი არ არსებობს, და არც იერუსალიმია აქ, არამედ იქ სადაც მივდივართ პილიგრიმობაზე, და სადაც ცეცხლი გადმოდის, სადაც უფლის საფლავია, სადაც ბეთლემია და სადაც ჩვენი წინაპრები ლოცულობდნენ და მონასტრებს აშენებდნენ, სადაც ახლაც უამრავი სიწმინდეა... ანუ თავად სათაური "საქართველო, უფლის სამშობლო" და დახასიათება "უძველესი იერუსალჱმი საქართველოს მთებშია გადამალული " ამ თემისა ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას , ეს ძალიან ცხადია და გირჩევ ერთხელ და სამუდამოდ მიიღო, რომ თუკი მსგავს იდეებზე დარჩები ( რისი სრული უფლებაც გაქვს), მაშინ ავტომატურად მართლმადიდებლობას მოშორდები და შესაბამისად აპელირება პატრიარქზე შენგან უკვე მიუღებელი იქნე ანუ 1. შენ უარყოფ წმიდა მიწას, ამით გმობ იმ სიწმდეებს რა ი ქაა, ბეთლებს, ნაზარეთს, იერუსალიმს, ამით გმობ იმ წმიდა ცეცხლსაც და იმ სასწაულსაც რაც იქ გადმოდის, და სრულ აბსურდში მყოფბად რაცხავ როგორც ჩვენ წინაპრებს ვინ იქ დღევანდელ იერუსალიმში აშენებდა მონასტრებს და ვინც დღეს იქ მიდის მოსალოცად, მათ შორის ჩვენი წმიდა სინოდი და სრულიად ქრისტიანული სმაყარო, ამას გარდა შენ უარყოფ იმ სასწაულებს რაც იქ აღესრულება, და მათ შორის წმ. ცეცხლის გადმოსავლასაც, ანუ უნდა უარყო შენი ცრუქრისტიანული და ნაციონალურ.სექტანტური თეზისი: ციტატა "უძველესი იერუსალჱმი საქართველოს მთებშია გადამალული " ან ხარ არამართლამადიდებლი, ნაციონალურსექტანტური სწავლების გამავრცელებელი, და არა გაქს უფლება ისაუბრო როგორც ასეთმა ნუ მართლმადიდებელმა ან დაიმოწო ჩენი პატრიარქი... გააკეთე არჩევანი, რადგან შენი მოსაზრებები აქ მეორე ხარისხოვანია, აქ ღვთისმეტყველებაა! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ებგური |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 39 რეგისტრ.: 3-June 08 წევრი № 4,986 ![]() |
მოიცა, სულ ეს იყო შენი პასუხი? ისტორიაში, არქეოლოგიაში აბსურდს რომ ამბობ ამას არ უნდა დიდი გაწამაწია ![]() ეს არის ფუნდამეტნალური სწავლება მართლმადიდებლობაში, უპირველესი მოციქულთა კრება 50 წელს სწორედ ამიტომ იქნა მოწვეული, ქრისტეში არა არს არცა ჰურაობა, არცა წარმართობა ე.ი. ყველა ერთ ვართ ქრისტე იესუს მიერ წერს მოციქული და თუ ამ დებულებას უარყოფ აღარ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი ახლა მეორე: ამაზე ჯაჭვივით არის მობმული ებრაელი ერის შესახებ სწავლებაც, და ესე უცილობლად მისაღებია, რამეთუ ქართველები უცილობლად წარმართები იყვნენ და მესამე კი შემაჯამაბელია ანუ 1. შენ უარყოფ წმიდა მიწას, ამით გმობ იმ სიწმდეებს რა ი ქაა, ბეთლებს, ნაზარეთს, იერუსალიმს, ამით გმობ იმ წმიდა ცეცხლსაც და იმ სასწაულსაც რაც იქ გადმოდის, და სრულ აბსურდში მყოფბად რაცხავ როგორც ჩვენ წინაპრებს ვინ იქ დღევანდელ იერუსალიმში აშენებდა მონასტრებს და ვინც დღეს იქ მიდის მოსალოცად, მათ შორის ჩვენი წმიდა სინოდი და სრულიად ქრისტიანული სმაყარო, ამას გარდა შენ უარყოფ იმ სასწაულებს რაც იქ აღესრულება, და მათ შორის წმ. ცეცხლის გადმოსავლასაც, ანუ უნდა უარყო შენი ცრუქრისტიანული და ნაციონალურ.სექტანტური თეზისი: ან ხარ არამართლამადიდებლი, ნაციონალურსექტანტური სწავლების გამავრცელებელი, და არა გაქს უფლება ისაუბრო როგორც ასეთმა ნუ მართლმადიდებელმა ან დაიმოწო ჩენი პატრიარქი... გააკეთე არჩევანი, რადგან შენი მოსაზრებები აქ მეორე ხარისხოვანია, აქ ღვთისმეტყველებაა! მოიცა, სულ ეს იყო შენი პასუხი? ისტორიაში, არქეოლოგიაში აბსურდს რომ ამბობ ამას არ უნდა დიდი გაწამაწია ![]() ეს არის ფუნდამეტნალური სწავლება მართლმადიდებლობაში, უპირველესი მოციქულთა კრება 50 წელს სწორედ ამიტომ იქნა მოწვეული, ქრისტეში არა არს არცა ჰურაობა, არცა წარმართობა ე.ი. ყველა ერთ ვართ ქრისტე იესუს მიერ წერს მოციქული და თუ ამ დებულებას უარყოფ აღარ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი ახლა მეორე: ამაზე ჯაჭვივით არის მობმული ებრაელი ერის შესახებ სწავლებაც, და ესე უცილობლად მისაღებია, რამეთუ ქართველები უცილობლად წარმართები იყვნენ და მესამე კი შემაჯამაბელია ანუ 1. შენ უარყოფ წმიდა მიწას, ამით გმობ იმ სიწმდეებს რა ი ქაა, ბეთლებს, ნაზარეთს, იერუსალიმს, ამით გმობ იმ წმიდა ცეცხლსაც და იმ სასწაულსაც რაც იქ გადმოდის, და სრულ აბსურდში მყოფბად რაცხავ როგორც ჩვენ წინაპრებს ვინ იქ დღევანდელ იერუსალიმში აშენებდა მონასტრებს და ვინც დღეს იქ მიდის მოსალოცად, მათ შორის ჩვენი წმიდა სინოდი და სრულიად ქრისტიანული სმაყარო, ამას გარდა შენ უარყოფ იმ სასწაულებს რაც იქ აღესრულება, და მათ შორის წმ. ცეცხლის გადმოსავლასაც, ანუ უნდა უარყო შენი ცრუქრისტიანული და ნაციონალურ.სექტანტური თეზისი: ან ხარ არამართლამადიდებლი, ნაციონალურსექტანტური სწავლების გამავრცელებელი, და არა გაქს უფლება ისაუბრო როგორც ასეთმა ნუ მართლმადიდებელმა ან დაიმოწო ჩენი პატრიარქი... გააკეთე არჩევანი, რადგან შენი მოსაზრებები აქ მეორე ხარისხოვანია, აქ ღვთისმეტყველებაა! მე არავითარ შემთხვევაში არ უვარყოფ დღევანდელი იერუსალემის სიწმინდეს. ამ ქალაქში, ზემოთ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: მაცხოვარი ჩავიდა, ფეხი დადგა და ასწავლიდა, ცდილობდა ჭეშმარიტება ესწავლებინა,ხალხისთვის რომლებშიც კავკასიური სემიტური სისხლი სჩქებდა და არ უნდოდა ისინი გადაგვარებულიყვნენ, მათ კი მისი ვერ გაიგეს და რაც ქნეს ყველმ კარგად იცით. მაგრამ სადაც 30 წელი დაყო მაცხოვარმა ეს ქვეყანა საქართველოა, ქართველთა ყველაზე უფრო სისხლით ნათესავი ებრაელი ერია, ამიტომ აგრძელებდნენ ქართველები იერუსალემში მოღვაწეობას, ებრაელი ერის მოქცევას. ისენი ჩვენი გადასახლებული ძმები არიან. რადგან ვამბობ, დღევანდელი იერუსალემი მოგვიანებით აშენებული ქალაქია, ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი წმინდა არ არის. წმინდაა იგი. ახლა შენ მიპასუხე, შენი თქმით თუ არ არსებობს იესოში ეროვნება, რატომ მოიხსენიებს საკუთარ ერად ისრაელს? თუ ერში ითვლები ესე იგი ეროვნებაც გქონია არა? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი