იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მაკუნა |
Jun 11 2008, 07:16 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
იცოდით თუ არა რომ...
ბამიანის (სურათზე), ავღანეთი, საკნებში აღმოჩენილი ზეთის ნახატები ევროპულ ზეთის ფერწერას დაახლოებით ექვსი საუკუნით უსწრებს... ბურატინო, სანამ ხის თოჯინა გახდებოდა, იტალიური ნიღბების კომედიის პერსონაჟი იყო... სიდნი პუატიე პირველი შავკანიანი მსახიობი იყო, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ფილმში "მინდვრის ლილიები", ინგლ. "Lilies of the Field")... რომაული გზების სიგრძე დაახ. 85 ათას კილომეტრს შეადგენდა... ცინიკური რეალიზმი თანამედროვე მიმდინარეობაა ჩინურ ხელოვნებაში, რომელიც 1990-იან წლებში ჩაისახა პეკინში... მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი "კულინანი" 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იპოვეს... -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი