![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ვისაუბრო ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებაში.
დიდი ხანი არაა, რაც ამ ფორუმში ვარ და ის ტენდენციები რაც მინახავს რეალში, არაა გასაკვირი, რომ სახეზეა აქაც. უკვე რამდენიმე თემაში კამათის და პოლემიკის შემდეგ ერთი უცნაური მომენტი გამოიკვეთა. გარკვეული ჯგუფის მხრიდან არა ერთხელ ისმის მოწოდებები, რომ ტიხონის სახ. საღვთისმეტყველო აკადემიის პროფესორი, რომელიც რამდენიმე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ღვთისმეტყველებას აკადემიაში, თურმე ერეტიკოსია. ამას არ დასჯერდნენ და საქართველოზეც გადმოვიდნენ, აგერ იგივე ჯგუფის მიმდევარნი, თურმე ჩვენი საღვთისმეტყველო სემინაირა-აკადემიის ცნობილი პროფესორის (რომელმაც არა ერთი თაობა გამოზარდა სასულიერო პირებისა) ედიშერ ჭელიძის მართლმადიდებლობასაც აყენებენ ეჭვის ქვეშ და მის ერეტიკულობაზეც კი საუბრობენ მინიშნებით. რაშია საქმე? თუ მართლა ასეა, მაშინ არ მიკვირს, რომ შესაბამისი ჯგუფის ერთერთი თეორია რაღაც შეთქმულების არსებობაზეა აგებული, აბა ან სხვაგვარად როგორ შეიძლება გავიგოთ ის ფაქტი, რომ ეს ხალხი (ოსიპოვი და ჭელიძე) რა თქმა უნდა პატრიარქების კურთხევით ასწავლიან უკვე არა ერთი წელია, ცხადია პატრიარქების მფარველობის ქვეშ არიან და თუ ეს ასეა, მაშინ იმ ჯგუფის მიმდევარნი ხომ არ ცხებენ ჩირქს სწორედ პატრიარქებს? რატომ არის ასეთი გალაშქრება აკადემიურობის წინააღმდეგ სასულიერო სფეროში? რისი ტესტია ეს? ჩემი აზრია რომ ეს ერთგვარი ჩამოუყალიბებელი, ჯერ გაუფორმებელი სქიზმაა ,თუმცა სქიზმის ბევრ ელემენტს ატარებს. ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
გარკვეული ჯგუფის მხრიდან არა ერთხელ ისმის მოწოდებები, რომ ტიხონის სახ. საღვთისმეტყველო აკადემიის პროფესორი, რომელიც რამდენიმე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ღვთისმეტყველებას აკადემიაში, თურმე ერეტიკოსია. 1) ღვაწლმოსილი პროფესორი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ასწავლის და არა წმ. ტიხონის სახ. ინსტიტუტში. 2) ღვაწლმოსილი პროფესორის "მიქარვების" შესახებ (მისი სახელის ხსენების გარეშე) წერია რუსეთის საპატრიარქოს საიტზე. 3) ღვაწლმოსილი პროფესორი არ განეკუთვნება აკადემიურ წრეს ამ სიტყვის სწორი გაგებით, რადგან მისი სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ არაფერია ცნობილი. უკეთეს შემთხვევაში დაწერილი აქვს რაღაც პოპულარული-საგანმანათლებლო ნაშრომები. წაიკითხო ლექცია და დაწერო სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა რამაა. ერთ შემთხვევაში პედაგოგიურ სამყაროს ეკუთვნი, მეორეს აკადამიერ წრეში შეყავხარ. ციტატა რაშია საქმე? თუ მართლა ასეა, მაშინ არ მიკვირს, რომ შესაბამისი ჯგუფის ერთერთი თეორია რაღაც შეთქმულების არსებობაზეა აგებული, აბა ან სხვაგვარად როგორ შეიძლება გავიგოთ ის ფაქტი, რომ ეს ხალხი (ოსიპოვი და ჭელიძე) რა თქმა უნდა პატრიარქების კურთხევით ასწავლიან უკვე არა ერთი წელია, ცხადია პატრიარქების მფარველობის ქვეშ არიან და თუ ეს ასეა, მაშინ იმ ჯგუფის მიმდევარნი ხომ არ ცხებენ ჩირქს სწორედ პატრიარქებს? ლოგიკა ბრწყინვალეა. და ის სასულიერო პირები ვისი ხელდასხმულები არიან ნეტა? თან მგონი იცით, რომ იგივე ბ-ნ ა.ი.-ს უპირისპირდება არამარტო მრავალი სასულიერო პირი რუსეთში, არამედ სწორედ აკადემიური წრის წარმომადგენლებიც. ციტატა რატომ არის ასეთი გალაშქრება აკადემიურობის წინააღმდეგ სასულიერო სფეროში? რისი ტესტია ეს? თქვენი ლოგიკით სიბნელის ტესტია ![]() ციტატა ჩემი აზრია რომ ეს ერთგვარი ჩამოუყალიბებელი, ჯერ გაუფორმებელი სქიზმაა ,თუმცა სქიზმის ბევრ ელემენტს ატარებს. ეუფ ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
და ის სასულიერო პირები ვისი ხელდასხმულები არიან ნეტა? და ხელდასხმის დროს არ იყვნენ ისეთ დღეში როგორც ეხლა არიან, მე ვფიქრობ რომ მრევლი რასაც ლაპარაკობს (ვგულისხმობ მასას და არა თითოს) არამგონია მოძღვარი არ იყოს ამაში გარეული, თუ მოძღვარი არ არის ამ ღვთისმეტყველების საპირისპირო, და მრევლი საწინააღმდეგოს ლაპარაკობს მაშინ გამოდის რომ მოძღვარი არ დგას სათანადო დონეზე, და მრევლს უნდა მიხედოს, თუმცა როგორც ვხედავთ ამ ღვთისმეტყველებზე უკვე ამბობენ რომ მწვალებლები არიან, მაგრამ როგორც ვიცით ეს ჯერ არ უთქვამს წმ. სინოდს, და პრობლემაც აქაა, რადგან მე გამიგია მოწინააღმდეგე მრევლისგან რომ სასულიეროშიც არ სწავლობენ, ჰგონიათ რომ მწვალებლობას ასწავლიან, არ კითხულობენ "საპატრიარქოს უწყებანს", ჰგონიათ რომ პატრიარქს არააქვს უფლება აკრძალოს ბიზანტიური გალობა ქართულად, და ა.შ. კიდევ ერთხელ: აკადემიის პროფესურაზე გალაშქრება რა არის, ჩემო სოტირის, არა აკადემიურობაზე გალაშქრება? ![]() არამარტო პროფესურაზე, სამღვდელოებაზეც კი, ყოფილი ბერძნოიდი ფორუმელი მამია სასულიეროს პრორექტორ მამა გიორგი (ზვიადაძეზე) ავრცელებდა ვიდეოს რომ ის თურმე ეკუმენისტია, და ამბობდა რომ სასულიეროში როგორ უნდა ასწავლოს ამ მოძღვარმაო... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 02:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი