![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ვისაუბრო ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებაში.
დიდი ხანი არაა, რაც ამ ფორუმში ვარ და ის ტენდენციები რაც მინახავს რეალში, არაა გასაკვირი, რომ სახეზეა აქაც. უკვე რამდენიმე თემაში კამათის და პოლემიკის შემდეგ ერთი უცნაური მომენტი გამოიკვეთა. გარკვეული ჯგუფის მხრიდან არა ერთხელ ისმის მოწოდებები, რომ ტიხონის სახ. საღვთისმეტყველო აკადემიის პროფესორი, რომელიც რამდენიმე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ღვთისმეტყველებას აკადემიაში, თურმე ერეტიკოსია. ამას არ დასჯერდნენ და საქართველოზეც გადმოვიდნენ, აგერ იგივე ჯგუფის მიმდევარნი, თურმე ჩვენი საღვთისმეტყველო სემინაირა-აკადემიის ცნობილი პროფესორის (რომელმაც არა ერთი თაობა გამოზარდა სასულიერო პირებისა) ედიშერ ჭელიძის მართლმადიდებლობასაც აყენებენ ეჭვის ქვეშ და მის ერეტიკულობაზეც კი საუბრობენ მინიშნებით. რაშია საქმე? თუ მართლა ასეა, მაშინ არ მიკვირს, რომ შესაბამისი ჯგუფის ერთერთი თეორია რაღაც შეთქმულების არსებობაზეა აგებული, აბა ან სხვაგვარად როგორ შეიძლება გავიგოთ ის ფაქტი, რომ ეს ხალხი (ოსიპოვი და ჭელიძე) რა თქმა უნდა პატრიარქების კურთხევით ასწავლიან უკვე არა ერთი წელია, ცხადია პატრიარქების მფარველობის ქვეშ არიან და თუ ეს ასეა, მაშინ იმ ჯგუფის მიმდევარნი ხომ არ ცხებენ ჩირქს სწორედ პატრიარქებს? რატომ არის ასეთი გალაშქრება აკადემიურობის წინააღმდეგ სასულიერო სფეროში? რისი ტესტია ეს? ჩემი აზრია რომ ეს ერთგვარი ჩამოუყალიბებელი, ჯერ გაუფორმებელი სქიზმაა ,თუმცა სქიზმის ბევრ ელემენტს ატარებს. ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
გარკვეული ჯგუფის მხრიდან არა ერთხელ ისმის მოწოდებები, რომ ტიხონის სახ. საღვთისმეტყველო აკადემიის პროფესორი, რომელიც რამდენიმე რამდენიმე ათეული წელია ასწავლის ღვთისმეტყველებას აკადემიაში, თურმე ერეტიკოსია. 1) ღვაწლმოსილი პროფესორი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ასწავლის და არა წმ. ტიხონის სახ. ინსტიტუტში. 2) ღვაწლმოსილი პროფესორის "მიქარვების" შესახებ (მისი სახელის ხსენების გარეშე) წერია რუსეთის საპატრიარქოს საიტზე. 3) ღვაწლმოსილი პროფესორი არ განეკუთვნება აკადემიურ წრეს ამ სიტყვის სწორი გაგებით, რადგან მისი სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ არაფერია ცნობილი. უკეთეს შემთხვევაში დაწერილი აქვს რაღაც პოპულარული-საგანმანათლებლო ნაშრომები. წაიკითხო ლექცია და დაწერო სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა რამაა. ერთ შემთხვევაში პედაგოგიურ სამყაროს ეკუთვნი, მეორეს აკადამიერ წრეში შეყავხარ. ციტატა რაშია საქმე? თუ მართლა ასეა, მაშინ არ მიკვირს, რომ შესაბამისი ჯგუფის ერთერთი თეორია რაღაც შეთქმულების არსებობაზეა აგებული, აბა ან სხვაგვარად როგორ შეიძლება გავიგოთ ის ფაქტი, რომ ეს ხალხი (ოსიპოვი და ჭელიძე) რა თქმა უნდა პატრიარქების კურთხევით ასწავლიან უკვე არა ერთი წელია, ცხადია პატრიარქების მფარველობის ქვეშ არიან და თუ ეს ასეა, მაშინ იმ ჯგუფის მიმდევარნი ხომ არ ცხებენ ჩირქს სწორედ პატრიარქებს? ლოგიკა ბრწყინვალეა. და ის სასულიერო პირები ვისი ხელდასხმულები არიან ნეტა? თან მგონი იცით, რომ იგივე ბ-ნ ა.ი.-ს უპირისპირდება არამარტო მრავალი სასულიერო პირი რუსეთში, არამედ სწორედ აკადემიური წრის წარმომადგენლებიც. ციტატა რატომ არის ასეთი გალაშქრება აკადემიურობის წინააღმდეგ სასულიერო სფეროში? რისი ტესტია ეს? თქვენი ლოგიკით სიბნელის ტესტია ![]() ციტატა ჩემი აზრია რომ ეს ერთგვარი ჩამოუყალიბებელი, ჯერ გაუფორმებელი სქიზმაა ,თუმცა სქიზმის ბევრ ელემენტს ატარებს. ეუფ ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
1) ღვაწლმოსილი პროფესორი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ასწავლის და არა წმ. ტიხონის სახ. ინსტიტუტში. მართალი ხარ ამაში,გაგიხარდა არა? ![]() დანარჩენებზე რა მოგახსენო, ასმუსი ხო დიდი ვინმე მყავს, ამერიკაზე რა სისულელეებს წერს ![]() ამას გარდა, იყო კარგი პედაგოგი, ნიშნავს აღზარდო თაობა, და იყო მეცნიერი ნიშნავს გარკვეულ სფეროში პროფესიონალურ მუშაობას, რისი შედეგი ყოველთვის თაობების აღზრდა არაა, პირიქითაც ხდება: ხშირად კარგი მეცნიერი ვერაა იმ დონის პედაგოგი. ასევე, ის ასწავლის აკადემიაში და არის პროფესორი არა ერთი წლის სტაჟით, მასზე ასმუსის გალაშქრება ცოტა უხერხულია, მით უმეტეს რომ ასმუსი ცნობილია თავისი ფანატიზმით, ერთი შედევრი აგერ ზემოთაა, და კიდევ ერთხელ: აკადემიის პროფესურაზე გალაშქრება რა არის, ჩემო სოტირის, არა აკადემიურობაზე გალაშქრება? ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
დანარჩენებზე რა მოგახსენო, ასმუსი ხო დიდი ვინმე მყავს, ამერიკაზე რა სისულელეებს წერს ![]() რას წერს დეკ. ვალენტინ ასმუსი პუბლიცისტიკის ჟანრში მაინცდამაინც არ მაინტერესებს. სხვა საქმეა სამეცნიერო სტატიები. ისე ზოგს მასე იოანე-ზოსიმეს გადაწერილი "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" ჰგონია სისულელე, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ იოანე-ზოსიმეს მიერ გაკეთებული ყველაფერი სისულელეა. ფაქტი ფაქტია, ასმუსის სტატია დევს რუსეთის საპატრიარქოს საიტზე. ციტატა ამას გარდა, იყო კარგი პედაგოგი, ნიშნავს აღზარდო თაობა, და იყო მეცნიერი ნიშნავს გარკვეულ სფეროში პროფესიონალურ მუშაობას, რისი შედეგი ყოველთვის თაობების აღზრდა არაა, პირიქითაც ხდება: ხშირად კარგი მეცნიერი ვერაა იმ დონის პედაგოგი. თქვენ ოსიპოვი აკადემიურ წრეს მიაკუთვნეთ. მე მიგითითეთ, რომ ასეთი ატრიბუციისთვის საფუძველი არ არსებობს. ახლა თქვენ პედაგოგობზე დაიწყეთ საუბარი. ვინ იცის, მასე იქნებ არიოზიც კარგი პედაგოგი იყო ![]() ციტატა ასევე, ის ასწავლის აკადემიაში და არის პროფესორი არა ერთი წლის სტაჟით რამდენადაც მე ვიცი სამეცნიერო ხარისხი მიღებული აქვს არა დისერტაციის დაცვის შედეგად, არამედ უბრალოდ მიენიჭა. მისი სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ არაფერია ცნობილი. ისე ცნობისთვის, საუნივერსიტეტო განათლება ოსიპოვს არ გააჩნია, მხოლოდ მოსკოვის სასულიერო სემინარიითა და აკადემიით შემოიფარგლება მისი განათლება. ციტატა მასზე ასმუსის გალაშქრება ცოტა უხერხულია ასმუსი მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტი იყო, ვიდრე მას ამ ცოტა ხნის წინ დატოვებდა. პედაგოგიურ სტაჟს რაც შეეხება, სამი ათეული წელია ასწავლის სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლებში. პროფესორის წინააღმდეგ რამის დაწერა როდის გახდა უხერხული? ![]() ციტატა აკადემიის პროფესურაზე გალაშქრება რა არის, ჩემო სოტირის, არა აკადემიურობაზე გალაშქრება? ![]() ეჰ, მე ისეთი პროფესორები მინახავს რომ... ![]() ![]() ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი