ექსკურსია ათონის წმინდა მთაზე, რატომაც არა? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ექსკურსია ათონის წმინდა მთაზე, რატომაც არა? :) |
კანონისტი |
Sep 20 2007, 01:18 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან გამიტკბა ხო???
მოკლედ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიფიქროთ ათონის წმინდა მთის მოლოცვაზე (წინდაწინ ბოდიშს ვუხდი გოგოებს ). გაითვალისწინეთ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის კანონებით, ათონის მთის სამონასტრო ავტონომიაში კვება და სასტუმრო არის აბსოლუტურად უფასო (!) ფაქტიურად საჭიროა მგზავრობის ფული + ვიზისა და ოფიციალური დოკუმენტების (რამდენადაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და მის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის). ცხადია ამას დაემატება თანხაც თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ ) თბილისი - სალონიკი ავტობუსი ჯდებოდა (5-6 თვის წინანდელი ინფორმაციაა) 85$. სალონიკიდან საჭიროა ქ. ურანოპოლისში ჩასვლა, ხოლო შემდეგ კატერით - კარიესში (წმინდა მთის დედაქალაქში). არსებობს რეისები ურანოპოლისი - ივერონიც კი! აბა, გისმენთ..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ილია |
Jun 12 2008, 11:35 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ციტატა მაშ ასე მეგობრებო, ბევრი რამ გავარკვიე უკვე საბერძნეთის რესპუბლიკის ვიზის მისაღებად საჭიროა: 1. მოქმედი პასპორტი 2. შევსებული სავიზო განცხადება 3. ორი ბიომეტრული სურათი 4. ათონის მთიდან მოწვევის ორიგინალი 5. დაზღვევა 6. ცნობა სამუშაო ადგილიდან 7. სტუდენტთათვის - სტუდბილეთი ხარჯები: თბილისი - სალონიკი - თბილისი (არ ვიცი ზუსტად) საბერძნეთის ვიზა - 150 ლ ათონის მთის ვიზა - 25 ევრო თესალონიკი-ურანოპოლისი - 11 ევრო ურანოპოლისი-კარიესი - 8 ევრო ამ დღეებში დავაზუსტებ მგზავრობის ღირებულებასაც მგონი დროა, რომ უკვე დავიწყოთ სიის შედგენა აუ ვინც არმუშაობს რა ეშველება ნეტა? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი