გავეცნოთ ერთმანეთს. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავეცნოთ ერთმანეთს. |
Mama Davithi |
Jan 5 2007, 04:05 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 24 რეგისტრ.: 5-January 07 წევრი № 793 |
ღმერთმა დაგლოცოთ!!
დღეს შემთხვევით წავაწყდი ამ ფორუმს, ყურადღებით გადავავლე თვალი თემებს, შეტყობინებებს და თქვენმა აქტიურობამ ძალიან გამახარა. ინტერნეტში ქართული მართლმადიდებლური ფორუმის არსებობა, აუცილებელი დროული და საჭირო საქმეა! ღმერთმა გაგახაროთ!! ვფიქრობ ურთიერთგაცნობის თემის არსებობა საჭიროა... კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან... მე გახლავართ, მღვდელი დავითი დათუაშვილი, გლდანის ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი. ვარ 49 წლის მყავს მეუღლე, ორი ხორციელი და მრავალი სულიერი შვილი. მიყვარს საეკლესიო ხელოვნება და თავისუფალ დროს ვცდილობ გავიღრმავო ცოდნა ამ დარგში... ეხლა თქვენ დაწერეთ თქვენს შესახებ.[b] |
anaqartveli |
Jan 8 2007, 03:33 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 4-January 07 მდებარ.: usa წევრი № 787 |
დამლოცეთ მამა დავით!
პირველ რიგში გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მე ვარ ანა 19 წლის ამ ჟამად ემიგრაციაში ვარ აშშ ში. ძალიან მომენატრა ეკლესია. მეგობარმა მითხრა ამ ფორუმის არსებობის შესახებ და ძალიან გამიხარდა, რაღაცნაირად თავი საქართველოში მგონია აქ რომ ვარ. სანამ მანდ ვიყავი ვგალობდი ასპინძაში ხვილიშის წმინდა გიორგის პატარა ეკლესიაში, ჩემი მოძღვარია დეკანოზი ზოსიმე ხვილიშის წმ.გიორგის წინამძღვარი. ახლა კი აქ ყველანაირ ეკლესიურ მადლს და სიკეთეს ვარ მოკლებული,ძალიან გამიხარდა თქვენც რომ იქნებით ხოლმე ამ ფორუმში,მგონი ძალიან გამიგრძელდა კიდევ ერთხელ დამლოცეთ მამაო,თვენ კი უფალმა გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა ჩემნაირი ცოდვილების დამოძღვრის და უფლისმიერ გზაგე დაყენების. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი