ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
Irakly |
May 6 2007, 11:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 |
ხალხნო ამ თემის გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე მეტად ეშმაკი სწორედ ცნობიერებაში მებრძვის. ადრე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბოროტი აზრები ცოდვას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვცდებოდი. სანამ ჩემს ეკლესიაში სიარულს სისტემატური სახე მიეცემოდა ეს პრობლემა არ მქონდა, ეხლა კიდე ყველა აღსარებაში ამგვარ ცოდვებს ვიხსენიებ. ძალზედ მიჭირს ცნობიერების დონეზე ბოროტებასთან ჭიდილი. თქვენ თუ გქონიათ ასეთი პრობლემა, თუ კი, როგორ გადალახეთ იგი?
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
lamara |
Jun 13 2008, 11:14 AM
პოსტი
#2
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
Zyklon
გეთანხმები ძალიან კარგი აზრია, მეც სწორედ მაგას ვცდილობდი თემაც გავხსენი "სულიერი ბრძოლა" ჩემს შემთხვევას აქაც დავწერ მერე სხვებმაც იაქტიურეთ. სანამ მოძღვართან პირელ აღსარებას ვიტყოდი ასეთი რამ მჭირდა: მესმოდა (ან მეჩვენებოდა რომ მესმოდა) რაღაც ხმა, ადამიანისას არ გავდა,რაღაც არაამქვეყნიური ხმა იყო, ძარღვებში სისხლის გამყინავი, აუტანელი, გამაყრუებელი, რომელიც ჩამძახოდა, "შენ ტაძარში დგომის ღირსი არ ხარ, წადი აქედან ნუ წაბილწე ტაძარი, მეორედ აღარ მოხვიდე და ა. შ." პირველი აღსარების ჩაბარებისთანავე ეს ხმა გაქრა. შეიძლება მსგავსი რამ თქვენ არ გამოგიცდიათ და ძალიან კარგი თუ ასეა, მაგრამ შეიძლება გინახავთ, ან გსმენიათ, ოღონდ ნამდვილი, უტყუარი ფაქტები თუ იცით დაწერეთ. ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
makiki |
Jun 13 2008, 07:36 PM
პოსტი
#3
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
Zyklon მესმოდა (ან მეჩვენებოდა რომ მესმოდა) რაღაც ხმა, ადამიანისას არ გავდა,რაღაც არაამქვეყნიური ხმა იყო, ძარღვებში სისხლის გამყინავი, აუტანელი, გამაყრუებელი, რომელიც ჩამძახოდა, "შენ ტაძარში დგომის ღირსი არ ხარ, წადი აქედან ნუ წაბილწე ტაძარი, მეორედ აღარ მოხვიდე და ა. შ." პირველი აღსარების ჩაბარებისთანავე ეს ხმა გაქრა. ხო შენი მალე გამქრალა და მე კიდე ეგ ხმები ეხლაც მესმის და ეხლაც მტანჯავს სულ მგონია რომ ტაძარში როგორც ფარისეველი ისე დავდივარ ტაძარში წირვის დროს სულ იმაზე ვფიქრობ რატომ მოვედი,რისთვის,მაქვს კი ნამდვილი რწმენა და სურვილი ტაძარში დგომისა? ამის გამო ადრე ტაძარში სიარულს მოვუკელი ,მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს არასწორი გზა იყო და ისევ დავიწყე სიარული ,მაგრამ ეს აზრები თავს მაინც არ მანებებენ კიდევ ლოცვის დროს რაღაც ძალა შთამაგონებს ხოლმე,რომ ჩემი ლოცვა მაინც არ იქნება შეწყნარებული უფლის მიერ და ტყვილად ვკარგავ დროს,ან კიდე ლოცვის დროს ბოროტი ასე ვთქვათ მაშანტაჟებს ხოლმე ,რომ მე თუ ლოცვას წავიკითხავ და ვილოცებ ისეთ რამეს მაფიქრებინებს და გამაკეთებინებს რასაც უფალი არასდროს შემინდობს. აი ასე მიკლედ ეს უაზრო ფიქრები ძალიან მტანჯავს -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი