![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ჩემი საყვარელი ოპტინელი ახალმოწამე მამა ვასილის დღიურში ასეთ სიტყვებს წავაწყდი:" Милость Божия дается даром, но мы должны принести Господу все что имеем."
ასეთი კითხვა დამებადა: თუ ღმრთის წყალობა საჩუქარივით გვეძლევა, მაშ, რა საჭიროა ღვაწლი, რატომაა იგი აუცილებელი? თქვენ როგორ ფიქრობთ? |
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
რატომაა, რომ ახალმოქცეული მეტი მოშურნეობით მოღვაწეობს და მერე კი "გრილდება". ალბათ, იშვიათია, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებს სიმხურვალეს. თქვენ როგორა ხართ ? გავიხსენოთ რა წერია აპოკალიფსში:"ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ და არცა ტფილი. ჯერ იყო რაჲთამცა ანუ გრილი იყავ ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელთბილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი, მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა." მწარე სიმართლეა, არა? თუმცა ამ ჩვენს ცოდვებითა და ვნებებით გაქვავებულ გულს ეს ხშირად არ ახსოვს. ნელთბილობისაგან თავის დაღწევის დაძალების, თვითიძულების ღვაწლი. წმ. თეოფანე გვასწავლის, რომ ჩვენი პირველი მტერი არის საკუთარი თავის სიბრალული. აქედან იღებს სათავეს ყველა სულიერი სნეულება. უნდა მოვიკვეთოთ ის, რაც ჩვენში მადლის შემოსვლას ხელს უშლის. მადლის სიტკბოება ამას მოგაწყურებს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი