მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
k@the |
Jun 11 2008, 07:01 PM
პოსტი
#41
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა, თან ცოტა სახალისოც რომ იყოს და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო. ჰოოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს ) და აი, რა მოვიფიქრე : დავწეროთ ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო და სახალისო ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან. პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Jun 13 2008, 11:24 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
iako
ციტატა თურქული მაღაზიის ამბავი გამახსენდა შენ რომ მომიყევი.მაშინ მეც ბევრი ვიცინე biggrin.gif ახლა გამახსენდა მეც, რომ ნათქვამი მაქვს შენზე,თუ არ ვცდები სანამ სხვები მოვიდოდნენ ახლა მეცინება, თორემ კაი ხანი მიხურდა ყურები გახსენებაზე ერთს კიდევ მოგითხრობთ,უძველესი ამბავია. მოკლედ, მაშინ სერბული ენის ჟარგონი არ მესმოდა და ამან გამოიწვია ეს გაურკვევლობა. ჩვენს ეკლესიაში ერთი მედავითნე კაცი იყო,მსახურების მერე ტრაპეზს რომ ვამზადებდით,მელაპარაკებოდა ხოლმე, რაღაცებს მეკითხებოდა საქართველოზე,ჩემი სახელი იცოდა და სახელით მომმართავდა, მე კიდევ არ ვიცოდი რა ერქვა. ერთხელაც ჩემს ქმარს ვკითხე, ასე და ასე , ეკლესიაში რომ მედავითნე კაცია, იმას რა ქვია თქვა, ვინ არის მეთქი და მიპასუხა, "ვინ არის და 'პაპაკ' (папак)". არაფერი, სხვა თემაზე გადავედი მერე. რამდენიმე დღის მერე წმინდა იოვანე ნათლისმცემლის ხსენების დღე იყო, 20 იანვარი, ჩემს მოძღვარ მამა მარკოს ქონდა "სლავა" იმ დღეს(რას ნიშნავს "სლავა" იხ. ამ თემაში http://church.ge/index.php?showtopic=4498&...0entry337283) ამასთან დაკავშირებით ყავდათ სტუმრები,ჩვენი მეუფე და იერარქები,სხვადასხვა მმიწებიდან მღვდელები,ასევე ახლო ნათესაობა და მეგობრები. მე სამზარეულო მებარა და სუფრის მოვლა. ხოდა ცხელ კერძს ვამატებდი სუფრაზე, რომ მივიტანე ეს კერძიანი ჯამი, ზემოთხსენებულმა მედავითნემ თავაზიანად გამიტავისუფლა სუფრაზე ადგილი, რომ ჩამდეგა ეს ჯამი და თან მეგობრულად მომიკითხა: ნანა, როგორ ხარო. მეც გავუღიმე და ვპასუხობ: "მადლობთ, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო პაპაკ" (!!!). სიჩუმე რომ ცამოვარდა წამით, მივხვდი რომ რაღაც დავაშუშე ამ დროს მოვიდა მამა მარკო, მომკიდა ხელი და გამიყვანა, მალე სიცილის ხმა გამოდიოდა სტუმრების ოთახიდან. როგორც მერე მარკომ ამიხსნა (არ დავტუქსულვარ ისე, სერბები თავისუფალი იუმორის მოყვარული ხალხია და მსუბუქად ირებენ ხოლმე ასეთებს), რომ "პაპაკ" თურმე ნიშნავს ჩვენებურ ჟარგონზე-> არიფს, გოიმს წარმოიდგინეთ, ისეთ საზოგადოებაში კაცს ვუთხარი , სხვა არაფერი თუ არა: როგორ ბრძანდებით ბატონო არიფო !!! მოკლედ, ვიტირე რა სიმწრით. ვინც ამ დღეში ჩამაგდო,იმას 1 თვე ხმას არ ვცემდი,თუმცა ისევ იმ კაცმა, რომელსაც თურმე დობრიცა ქვია, მოვიდა და მთხოვა, რომ დავწყნარდე,არაფერი არ მომხდარა ისეცუდი, როგორც მე მგონია ასე შევრცხვი,მაგრამ მას მერე გაძლიერებული პროგრამით შEვისწავლე სერბული ჟარგონი და დაჟე შატროვაჩკული მიმოხვევებიც |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი