![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, ![]() თან ცოტა სახალისოც რომ იყოს ![]() ![]() ჰოოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ![]() ![]() და აი, რა მოვიფიქრე : დავწეროთ ![]() ![]() ![]() ![]() პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა ![]() პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
კარგი ისტორიებია, გაიხარეთ თქვენ, კარგად ვიხალისე.
ერთს მეც დაგიწერთ, რამდენად სასაცილოა ეგ არ ვიცი, იმ დროს ნამდვილად არ მეცინებოდა ისე ვიყავი გამწარებული ![]() რამდენიმე წლის წინ ამანათს ვაგზავნი სახლში, ანუ თბილისში ჩემებთან, ხოდა მივედი საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტაში (ქართულად ასე ჰქვია) ხოდა შევავსე სპეციალური ბლანკი და ჩავწერე REP. OF. GEORGIA. ანუ საქართველო. კი იცით ამერიკას აქვს შტატი ჯორჯია. ხოდა რამდენიმე ხნის მერე რომ არადა არ ჩავიდა თბილისში ჩემი ამანათი ავტეხე რეკვები ფოსტაში, კაი ხნის საქმის გარჩევების შემდეგ მიპასუხეს, რომ ჯორჯიაში, აღნიშნულ მისამართზე რამდენჯერმე იქნა მიტანილი ამანათი მაგრამ სახლში არავინ დახვდაო, ამიტომ დაგიბრუნდებათ უკანო, კი დამიბრუნდა ლოდინის შემდეგ, მაგრამ ისიც გაირკვა რომ არა საქართველოში, არამედ შტატ ჯორჯიაში გააგზავნეს. მაგრამ ყველაზე მეტად რა მაინტერესებს იცით? ეს კითხვა ფოსტაშიც დავუსვი, მაგრამ ვერაფერი მიპასუხეს. როცა მითხრეს რომ მისამართზე რამდენჯერმე იქნა ამანათი მიტანილი და არავინ დაგვხვდა სახლშიო, ძალიან მაინტერესებს ვიცოდე ჯორჯიის რომელ მხარეში იპოვეს ქეთევან წამებულის გამზირი და თან რამდენჯერმეც მივიდნენ ამანათის მისატანად. ეხლა უფრო იციან რომ საქართველო არსებობს სადღაც, ადრე მაგ მხრივ აქ ნამეტანი სიბნელე იყო ![]() მეზობლები მყავს ცოლ-ქმარი ექიმები, შავკანიანები, შესანიშნავი ხალხია მართლა. მშვენივრად იციან სადაა საქართველო, რომელი ქვეყნები ესაზღვრება და სხვათა შორის სურვილსაც გამოთქვამენ მოინახულონ კიდეც. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი