ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა |
ზვარე |
May 21 2008, 01:44 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა
წმიდა მამების უამრავი შრომა ეხმაურება აღნიშნულ საკითხს. მასვე განმარტავენ ებრაელი კომენტატორები, მეცნიერები. საინტერესოა მათი გაცნობა და მსჯელობა ამ საკითხებზე. სხვადასხვა თემებში ხშირად ხდება შეხებაამ თემასთან. გთხოვთ დადოთ ლინკები, გამოთქვათ მოსაზრებები, ვისაუბროთ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ... ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო. წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით 1 1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. 2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა. 3. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. 4. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. 5. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. 6. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ. 7. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა. 8. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე. 9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი. 10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ. 12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე. 14. და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად. 15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ. 16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი. 17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა. 18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. 19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე. 20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ. 21. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა. 23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე. 24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე. 25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. 26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა. 27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. 28. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა. 29. და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად. 30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ. 31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
afxazi |
Jun 14 2008, 12:34 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
argani
ციტატა ღმერთად გახდომა გონებაში ყველფრის დატევას გულსიხმობს. და მისი მისაღწევი გზა კითხვებზე გადის. გააჩნია რას გულისხმობ ამ ყველაფერში. ერთი უკიდურესობაა ის რაც ადამს და ევას დაემართათ, რომელტაც მოინდომეს იმ შემოქმედის სიმაღლემდე ასვლა ვინც ისინი შექმნა, რაც გამორიცხული და შეუძლებელი იყო. და მეორე უკიდურესობა ის რაც ტალანტების იგავშია აღწერილი, რომ ადამიანი არაფერს ცდილობს მისთვის მინიჭებულ სხვადსხვა ნიჭთა განვითარებისათვის. ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის მისთვის მისაღწევი და რა არა. მაგალითად ისეთი სახის დოგმატური საკითხი როგორიცაა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, მხოლოდ რწმნით უნდა მიიღო, რადგან ამ საიდუმოოს ამოხსნა ადამიანურ ცნობიერებას და აზროვნებას არ ექვემდებარება, თუმცა რეალურად გარკვევა იმისა თუ რას გულისხმობს ეს დოგმატი აუცილებელია. საერთოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება თავის თავში ყველაფერს მოიცავს, აქ არ არის რარაც პასუხგაუცემელი, რადგან ეს რომ ას ყოფილიყო, ეს ამ რელიგიის ძალიან დიდი სისუსტე იქნებოდა, მაგრამ ქრისტიანობა ეს საღვთო გამოცხადებაზე დამყარებული რელიგიაა და აქ არ არის რაღაც პასუხგაუცემელი. იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს: "დღეში ატასჯერაც რომ გამოვისახავდეთ პირჯვარს, პირჯვრის გამოსახვისას თუ ჩვენს თვალწინ, ჩვენს ცნობიერებაში არ ამოტივტივდა მაცხვრის ჯვარცმა, მისი ვნება და ასე შემდეგ, ის გამოსახვა ფუჭი იქნებაო". ანუ აქ ყველაფერი შინაარსობრივად უნდა ესმოდეს ადამიანს, თუნდაც ლოცვის სიტყვების ზეპირად და ყოველგვარი შინაარსის გარეშე წარმოთქმა, რომ არ გესმოდეს იქ რა წერია ქრისტიანობა არაა, თუმცა რა თქმა უნდა ადამიანი გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ამს ვერ ახერხებდეს, მაგრამ მთავარი აქ ძიებაა, ძიებითი პროცესი, როცა ადამიანს სურს და უნდა რომ რელურად გაიგოს ამა თუ იმ ლოცვის თუ ქმედების შინაარსი და ის გაიგებს აუცილებლად, მაგრამ როც ადამიანი ფიქრობს რომ მხოლოდ გარეგნული ქმედებები უშველის ის ცდება და აკნინებს თავის თავში ქრისტიანობას. ასე რომ კითხვის დასმა რაიმე კონრეტულ საკითხზე სრულიად გამართლებული და აუცილებელია, რადგან თუკი არ გეცოდინება რატომ შექმნა ადამიანი ღმერთმა, ან სამყარო, რატომ მოვიდა დედამიწაზე ღმერთი და სრულიად უდანაშაულო ეწამა და ჯვარს გაეკრა, ვერ გააცნობიერებ ღვთის განუზომელ სიყვარულს, რომ შენც სიყვარულითვე უპასუხო მას. ციტატა "ღმერთმა შექმნა ადამიანი იმ ცხოველად, რომელმაც მიიღო ბრძანება გახდეს ღმერთი "(ბასილი დიდი). ბასილი დიდის ეს სიტყვები არ გულისხმობს ბუნებითად ღმერთად ქცევას, რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია. აქ იგულისხმება მადლისმიერად განღმრთობა ადამიანისა სრულყოფილებისაკენ, არა არსობრივად სრულყოფილებისაკენ, არამედ კიდევ ერთხელ ვამბობ მადლისმიერად. ისევე როგორც ადამიანის სული, ან ანგელოზები არიან უკვდავნი არა ბუნებითად არამედ მადლისმიერად. ასე რომ ის რასაც ადამიანური ცნობიერება წვდება და შეუძლია ადამიანს აზრობრივად, გონებიტად შეითვისოს, რა თქმა უნდა ეს მას შეუძლია, მაგრამ იქ სადაც საღვთო განგებულება ყოველგვარ ადამიანურ აზროვნებაზე მაღლა დგას, ა თქმა უნდა რაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა ეს გაიგოს, ის ამას ვერ გაიგებს. თუმცა მე მგონი სხვა საკითხზე გადავერთეთ და კარგი იქნება თუ სამყაროს შექმნის შესახებ ვისაუბრებთ სხვადასხვა საეკლესიო მოღვაწეთა განმარტებების და აგრეთვე მეცნიერული შეხედულებების მოშველიებით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი