პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
tati87 |
Jan 8 2007, 03:19 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ყველაფრის წაკითხვა, ამიტომ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ნაწილი პატრიარქის ქადაგებისა უკვე არ არის დადებული. ასე რომ თუ უკვე დევს დიდ ბოდიშს გიხდით!!!
ჩემი აზრით პატრიარქის ამ ქადაგებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზეა საუბარი!!! სახარებაში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის დროს ანგელოზები, ღვთის ბრძანებით, კაცობრიობას მარჯვენა და მარცხენა მხარეს დააყენებენ. მარჯვენა მხარეს მყოფთ ეტყვის უფალი: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მშიერი ვიყავ და მომეცით მე ჭამადი, წყურიელ ვიყავ და მასუთ მე, სნეულ ვიყავ, საბყრობილეში ვიყავ და მომხედეთ მე. ისინი ჰკითხავენ: როდის გიხილეთ შენ უფალო ან მშიერი, ან მწყურვალი. და უფალი ეტყვის: რაც გაუკეთეთ ერთა მცირეთაგანსა ჩემსა (სხვა ადამიანს), ის გამიკეთეთ მე. ე.ი როცა ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, ადამიანს ვეხმარებით, ამას უფალი ღებულობს, როგორც დიდ შესაწირს. მარჯვენით მყოფნი არიან მკვიდრნი სასუფევლისანი. ხოლო მარცხენით მყოფთა ეტყვის უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მომეცით მე საჭმელი, მე მწყუროდა და თქვენ არ მასვით მე_ და ეს ხალხი განწირულია ტანჯვასა და ჯოჯოხეთისათვის. ამიტომაც ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რიმ მოვიხვეჭოთ ფული, სახლები, მანქანები, ქონება_ეს ყველაფერი აქ რჩება. ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიერი საუნჯე და უფალი ამბობს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ღმერთმა ინებოს, რომ სულიერი საუნჯე დავაგროვოთ. ღვთის მადლით, საქართველო სიკეთის გზაზე დგას და მომავალში ღვთის ლოცვა კურთხევით უფრო გაძლიერდება... -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი