![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
როგორ შეაჩვენებს მართლმადიდებელი ეკლესია ხატმებრძოლებს ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კონსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძვათა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან. ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან. ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა: რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტE და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი, ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინასწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან, არცა ერთობასა მას ეკლესიისასა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით იუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა, რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტისა მას წვალებასა შინა დაადგრენ, შეჩუენებულმცა არიან. ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან. წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე, რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან. ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულმც არიან. კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ. რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ. რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა. რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი. ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს წმიდანო ღმრთისანო, ამენ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა ციტატა კი ბატონო მაგრამ იუდას და თომას სახარება (რაც მე მინახავს) ნამდვილად ცრუ სწავლება.. შენ ამას კანონიკურ სახარებასთან შედარებისას ამბობ აბა რა იცი რომ ცრუა? იუდას და თომას სახარება ცრუ იმიტომაცაა რომ რაც კანონიკური და სწორი იყო შვიდ მსოფლიო კრებაზე და წმინდა მამათა მიერ იქნა დადგენილი როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა? - ანათემა ადამიანის წმ. ეკლესიიდან განკვეთას ნიშნავს. წმ. ეკლესია ამ რადიკალურ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, როცა თავად ადამიანი დემონსტრაციულად განაგდებს თავს ეკლესიიდან, აშკარად ებრძვის მას. ასეთ დროს ანათემა წმ. ეკლესიის მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედება და საშუალებაა, რითაც იგი კიდევ ერთხელ ცდილობს ღვთისმგმობი გამოაფხიზლოს და სინანულში მოიყვანოს (სინანულით კვლავ შესაძლებელია წმ. ეკლესიის წიაღში დაბრუნება). ანათემით წმ. ეკლესია სხვებსაც შეახსენებს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ანათემირებული ადამიანი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი (თუ იგი ჯერ არ გარდაცვლილა), თვითმკვლელია. ასეთზე არც ლოცვა შეიძლება და არც რაიმე საიდუმლოების აღსრულება. გარდაცვალების შემთხვევაში წესიც არ აეგება (აზრი არ ექნება თავად ადამიანის არჩევანის გამო). თავად ეს ძალაუფლება (ანათემა) ეკლესიას თვით ქრისტესგან აქვს მინიჭებული: "რასაც შეკრავთ მიწაზე, შეიკვრება ზეცაში"; ამიტომ ანათემა ზეცაში მიღებული გადაწყვეტილების (ადამიანის არჩევანიდან გამომდინარე) მიწიერი გამოვლინებაა. მამა თეოდორე გიგნაძე ანათემაზე გადაცემა მოციქულების დროიდან ხდებოდა და გინდაც მსოფლიო კრებებზე ანათემირებულ იქნენ არიოზი თავისი სწავლებით და სხვები წმინდა პავლე მოციქულიც საუბრობს ანათემაზე თავის ეპისტოლეში მაგრამ ზუსტად არ მახსოვს და თავს შევიკავებ.და ბოლოს რამდენი წმინდანი იყო რომ მოძღვრის მიერ შეკრული უფლისთვის თავიც კი გაუწირავთ და ჯოჯოხეთში მომხვდარან და სანამ განხსნის ლოცვა არ წაუკითხიათ იმ ადამიანისთვის მანამდე ის ჯოჯოხეთში რჩებოდა ბოლოში რომ დავწერე ეს მე დავწერე ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი